სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა, რომ გამოძიებას BBC-ის ჟურნალისტების ინფორმაციაზე ჩაატარებს
სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ფედერაციამ (AIBA) გამოაცხადა, რომ გამოძიებას ჩაატარებს BBC-ის ჟურნალისტების ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა 9 მილიონი დოლარი შეიტანეს AIBA-ის ახალი პროექტის - World Series Boxing-ის განვითარებისთვის, სანაცვლოდ კი 2012 წლის ზაფხულის თამაშებზე ორი გარანტირებული ოქროს მედალი მოითხოვეს. საგამომძიებლო კომისიაში ხუთ პიროვნებას შეიყვანენ.

ამ ხმაურიან სკანდალს ბაქოშიც გამოეხმაურნენ და ბრიტანელი ჟურნალისტების ბრალდებას აბსურდული უწოდეს.

"მათთვის, ვინც საქმეში ჩახედული არ არის, ვაცხადებ, რომ World Series Boxing-ში საკუთარი გუნდის წარსადგენად ყველა ქვეყანამ უნდა გადაუხადოს AIBA-ს ნახევარი მილიონი დოლარი.

სხვებთან ერთად აზერბაიჯანმაც შეიტანა ეს თანხა. რაც შეეხება ინფორმაციას 9 მილიონის შესახებ, ეს სრული აბსურდია, - განაცხადა აზერბაიჯანის კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აგაჯან აბიევმა. - მიაქციეთ ყურადღება, როდის გავრცელდა ეს ინფორმაცია - მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომლის მიღება ბევრ ქვეყანას სურდა. მაგრამ ტურნირის ორგანიზება აზერბაიჯანს მიანდეს - კრივის გრანდებთან შედარებით პატარა ქვეყანას. ვფიქრობ, ეს ცნობა აზერბაიჯანის მტრებმა გაავრცელეს".

თავის მხრივ, AIBA-ის პრეზიდენტმა ჩინგ-კუო ვუმ განაცხადა, რომ მისი ორგანიზაციის სტრუქტურაში კორუპცია შეუძლებელია.

"მინდა იცოდეთ, რა დიდი სამუშაო გავწიეთ იმისთვის, რომ ჩვენს რიგებში წმენდა ჩაგვეტარებინა. ოთხი ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, აღმასკომის ექვსი წევრი - ისინი ყველანი განთავისუფლებული იყვნენ დარღვევების გამო. ნებისმიერი კორუპცია ან მანიპულაცია - აბსოლუტურად დაუშვებელია. გარანტიას ვიძლევი, რომ AIBA, ისევე, როგორც ყველა სხვა საერთაშორისო ფედერაცია, აქტიურად იბრძვის კორუპციის წინააღმდეგ", - განაცხადა სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ფედერაცის პრეზიდენტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა