დიდი სპორტიდან კარგა ხნის წინ წასული მაიკლ ჯორდანი კი კვლავაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი პიროვნებაა კალათბურთის სამყაროში
სკანდალურად ცნობილმა ამერიკელმა კალათბურთელმა დენის როდმანმა "ჩიკაგო ბულზში"გატარებული საჩემპიონო წლები გაიხსენა და აღიარა, რომ საკალათბურთო მოედნის მიღმა არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა გუნდის ლიდერებთან - მაიკლ ჯორდანთან და სკოტი პიპენთან.

"ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან იმ მომენტისთვის მთავარი იყო მხოლოდ მოედანზე გასვლა და გამარჯვება.

ამჟამად სკოტისთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. ასაკი მოგვემატა და ურთიერთობაც დალაგდა, არადა, ადრე საერთოდ არანაირი კონტაქტი არ გვქონდა.

იმ სამი წლის განმავლობაში, რომელიც "ჩიკაგოში" გავატარა, არასოდეს გამოვლაპარაკებივარ არც მაიკლს და არც სკოტის. მთელი ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ საკალათბურთო მოედანში შემოიფარგლებოდა", - აცხადებს როდმანი.

დიდი სპორტიდან კარგა ხნის წინ წასული მაიკლ ჯორდანი კი კვლავაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი პიროვნებაა კალათბურთის სამყაროში. ჟურნალ "ფორბსის" მონაცემებით, ყველა დროის საუკეთესო მოთამაშემ 2010 წელს ორჯერ მეტი თანხა გამოიმუშავა, ვიდრე NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელის სტატუსით იღებდა.

"შარლოტ ბობკეტსის" მფლობელი რამდენიმე მსხვილი კომპანიის სახე გახლავთ, მათ შორის ისეთი ფირმების, როგორიცაა: Nike, Gatorade, Hanes, Upper Deck, 2K Sports და Five Star. გარდა ამისა, ჯორდანი ჩრდილოეთ კაროლინაში რესტორნების ქსელისა და ავტოსალონის მფლობელია. 2010 წელს NBA-ის ექვსგზის ჩემპიონის შემოსავალმა 60 მილიონი დოლარი შეადგინა, 1995-96 წლებში კი მან 30.1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა