ბოლონიას "ვირტუსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვარსკვლავს კობი ბრაიანტს კიდევ ერთი ოფიციალური წინადადებით მიმართა
ბოლონიას "ვირტუსმა" კიდევ ერთი ოფიციალური წინადადებით მიმართა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვარსკვლავს კობი ბრაიანტს - იტალიური კლუბი კალათბურთელს ერთწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 6.7 მილიონ დოლარს სთავაზობს.

ბოლონიური გუნდის მენეჯერმა მასიმო ფარაონიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მუდმივი კავშირი აქვს ბრაიანტის აგენტთან რობ პელინკთან.

"იმედი გვაქვს, რომ ბრაიანტის გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს ის ფაქტი, რომ ბავშვობაში იტალიაში ცხოვრობდა და მამამისი სწორედ აქ თამაშობდა. ის ცოტას ლაპარაკობს იტალიურ ენაზე. ვფიქრობ, ბავშვობის მოგონებებმა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს კობის არჩევანში", - ამბობს ფარაონი სააგენტო AP-სთან კომენტარში.

ამასობაში, "ლეიკერსში" კობი ბრაიანტის თანაგუნდელმა, ფორვარდმა მეტა უორლდ პისმა (ყოფილი რონ არტესტი) 285 ათასი დოლარი შესწირა ამერიკის შეერთებული შტატების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ფონდს. შეგახსენებთ, რომ კალათბურთელმა შარშან აუქციონზე გაყიდა თავისი საჩემპიონო ბეჭედი და დაპირდა ყველას, რომ მიღებული ფულს - 500 ათას დოლარს ქველმოქმედებაში დახარჯავდა.

"როცა ბავშვი ვიყავი, ჩემს გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებიც პრობლემების დაძლევაში მეხმარებოდნენ. ზრუნავდნენ ჩემს სულიერ მდგომარეობაზე. მეც მინდა სხვებისთვის იგივე გავაკეთო", - განაცხადა მეტა უორლდ პისმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა