საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულთაგან ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატში გამოვა
სამბოში საქართველოს ჩემპიონატს ქუთაისმა ბოლოს შორეულ 1977 წელს უმასპინძლა. რიონისპირა ქალაქში სპორტის ეს სახეობა საკმაოდ პოლულარულია, გამოცდილი მწვრთნელის გივი სარდანაძის ხელმძღვანელობით ქუთაისელი სამბისტები ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჩემპიონატის ჩატარება ქუთაისში გადაწყდა.

სხვათა შორის, გივი სარდანაძე ამ ჩემპიონატის მთავარი მსაჯი გახლდათ და ის ქართული სამბოს განვითარებაში შეტანილი წვილისთვის სპეციალური პრიზითაც დააჯილდოვეს. გეგმით, ტურნირი ორ დღეს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ერთ დღეში დაასრულეს. ჩემპიონატში 172 სპორტსმენი მონაწილეობდა.

მათ შორის, საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები. ამ ტურნირში გამარჯვებულთაგან დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები, რომელიც ნოემბერში ვილნიუსში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში გამოვა.

ჭექა-ქუხილის გამო ქუთაისის სპორტის სასახლის დარბაზში ელექტროენერგია 10-15 წუთით გამოირთო და სპორტსმენებს სანახევროდ სიბნელეში მოუხდათ ჭიდაობა, სხვა ხარვეზი არ ყოფილა. ჩემპიონატის ერთ-რთი მთავარი სენსაცია 90-ში მინდია ბოდაველის საპრიზო სამეულში ვერმოხვედრა იყო.

ხელის ტრავმამ შეუშალა ხელი და მეოთხედფინალურ ორთაბრძოლაში მცხეთელ ფრიდონ ზურაბიანთან დამარცხდა. ზურაბიანს კი ნახევარფინალში ხაშურელმა გიორგი ნოზაძემ სძლია, რომელიცფინალში ქუთაისელ ლაშა გურულს დაუპირისპირდა.

ამ უკანასკნელმა ფინალამდე წყალტუბოელი ლაშა ვარდანაძე, საჩხერელი ნიკა ბუღაძე, გიორგი ცოციაშვილი დაამარცხა. ლაშა გურულს საჩემპიონო ჯახში მთელი დარბაზი აქტიურად ქომაგობდა, მანაც დებიუტშივე ორი ქულა მიითვალა, უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და ოქროს მედალს დაეუფლა.

62-ის ფინალში ერთმანეთს ნაკრების საგარეჯოელი წევრები დავით სვიმონიშვილი და უშანგი კუზანაშვილი დაუპირისპირდნენ.

მსოფლიო ჩემპიონი კუზანაშვილი შარშან ნაკრების ღირსებას 57 კგ-ში იცავდა. წონის შეცვლის მიუხედავად ამჯერადაც ოქროს მედლების ერთ-რთი მთავარი პრეტედენტი იყო მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება და ოქროს მედალი სვიმონიშვილს დარჩა.

როგორც, საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ გიორგაძემ გვითხრა, კუზანაშვილი ნაკრებშში კვლავ 57-ში იასპარეზებს და გადაწყვეტილია, რომ ის საქართველოს ღირსებას ლიტვის მსოფლიო ჩემპიონატში დაიცავს.

68-ში ფინალური შერკინება ქუთაისელ გელა სანიკიძესა და მცხეთელ ლევან ნახუცრიშვილს შორის ოდნავად მეტი აქტიურობის წყალობით მცხეთელი სამბისტის გამარჯვებით დასრულდა. 74-ში ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა და გამარჯვება ნაკრების ფავორიტ კასპელ კახა მამულაშვილს დარჩა - ფინალში ზუგდიდელი ბექა ბერულავა დაამარცხა.

82-ში ასევე ნაკრების წევრმა ფოთელმა ნიკოლოზ კუციამ ფინალამდე გზიდან ჩამოიცილა საგარეჯოელი იაგო მესტვირიშვილი, ტყიბულელი ვლადიმერ სოფრომაძე, ქუთაისელი ლაშა გუმბერიძე და ახმეტელი ვახტანგ სარაჯიშვილი. ფინალში კი ჭიათურელ ხვიჩა ხუციშვილს სძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატში არ მონაწილეობდა მსოფლიოს ჩემპიონი და 100 კგ-ში ერთ-რთი მთავარი ფავორიტი მირიან პავლიაშვილი, აქ არანაკლებ ძლიერმა სპორტსმენებმა მოიყარეს თავი. ფინალში ძიუდოისტმა ლომერ ჟორჟოლიანმა (მარნეული) დავით ლორიაშვილს აჯობა.

ლორიაშვილი მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა. ამ წონაში ძალიან კარგად ჭიდაობდა დედოფლისწყაროელი 20 წლის მიხეილ ნარიმანიძე, რომელიც ახალგაზრდებში საქართველოსა და ევროპის ჩემპიონია, დიდებში კი პირველად გამოდიოდა. მან პირველივე შეხვედრაში გაიმარჯვა, მაგრამ შემდეგ მცირე ტრავმა მიიღო და რადგანაც ნოემბერში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება, აღარ გარისკა, შეჯიბრებას გამოეთიშა და მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.

+100 კილოგრამში საქართველოს სამბისტთა ნაკრების წევრს, ბათუმელ ვახტანგ ზოიძეს მეტოქედ თბილისელი გოლიათი ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი ჰყავდა. გამარჯვება კი ადამს დარჩა. ლიტვამდე ჩვენი ნაკრები შეკრებებს დუშეთში და თბილისში გაივლის.

თემურ გიორგაძე (საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი): "ამდენ სპორტსმენს ერთად სამბოში კარგა ხანია არ უასპარეზია. ხარისხმაც იმატა. სამბოში თითქმის ყველა პირველი ნომერის გარდა იჭიდავეს ფავორიტმა ძიუდოისტებმაც.

ნაკრების შეკრებაზე ყველა გამარჯვებული გამოცხადდება, შესაძლოა ერთ-ორ წონაში მოგვიხდეს სპორტსმენების დამატება, ყველაფერი შეკრებებზე გადაწყდება... ქუთაისის მერიის ხელშეწყობით ტურნირი ბრწინვალედ იყო ორგანიზებული. გვერდში გვიდგას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, რომელიც დაინტერესებულია სამბოს უკეთ განვითარებით. თუ ასე გავაგრძელებთ, საქართველოში სამბო უფრო პოპულარული გახდება."

კვარცხლბეკი

52კგ

1.ლაშა ლატარია (ფოთი)

2.თამაზ ნ ოზაძე (ხაშური)

3.გივი ნადარეიშვილი(ფოთი)

3. გიგა ხვედელიძე (ხაშური)

57კგ

1.ვახტანგ ჩიდრაშვილი (თელავი)

2.ილია ტყეშელაშვილი (ქუთაისი)

3.ავთანდილ ცინცაძე (თბილისი)

3.გენადი ჩირგაძე (ქუთაისი)

62კგ

1.დავით სვიმონიშვილი (საგარეჯო)

2.უშანგი კუზანაშვილი (საგარეჯო)

3.ლევან ქოჩიევი (თბილისი)

3.მინდია ლილუაშვილი (ზესტაფონი)

68კგ

1.ლევან ნახუცრიშვილი (მცხეთა)

2.გელა სანიკიძე (ქუთაისი)

3. ლევან ჩუბინიძე (ზესტაფონი)

3. მინდია ლილუაშვილი (ზესტაფონი)

74კგ

1.კახა მამულაშვილი (კასპი)

2.ბექა ბერულავა (ზუგდიდი)

3.ზვიად კაპანაძე (გორი)

3.გიორგი გასიტაშვილი (გორი)

82კგ

1.ნიკო კუცია (ფოთი)

2.ხვიჩა ხუციშვილი (ჭიათურა)

3.ვახტანგ სარაჯიშვილი (ახმეტა)

3.ლევან წიკლაური (დედოფლისწყარო)

90კგ

1.ლაშა გურული (ქუთაისი)

2.გიორგი ნოზაძე (ხაშური)

3.გიორგი ცოციაშვილი (მცხეთა)

3.ფრიდონ ზურაბიანი (მცხეთა)

100კგ

1. ლომერ ჟორჟოლიანი (მარნეული)

2.დავით ლორიაშვილი (მარტყოფი)

3.მიხეილ ნარიმანიძე (დედოფლისწყარო)

3.თევდორე აბელაშვილი (თბილისი)

+100კგ.

1.ადამ ოქრუაშვილი (თბილისი)

2. ვახტანგ ზოიძე (აჭარა)

3.დავავით ბოჭორიშვილი (ქუთაისი)

3.ილია მაჭავარიანი (გორი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლიონთან" მატჩში?
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია