იტალიურ გამოცემა "პროვინცია დი კომოშის" სტატია ქართველი კალათბურთელის საკლუბო და სანაკრებო საკითხებს ეხება
მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" "მონფერატოსთან" ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა. თუ პირველი შეხვედრა მოთელვის სახეს ატარებდა, მეორე მატჩი ლომბარდიის თასის ნახევარფინალი იყო. გამარჯვება შედარებით ძლიერ, ევროლიგის წარმომადგენელ "კანტუს" დარჩა - 75:54.

მანუჩარმა მატჩი 7 ქულით დაასრულა. მის გუნდს დაუბრუნდნენ ბაზილე და ლეუნენი, რომლებსაც წინა შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მატჩის ბომბარდირიც სწორედ მაარტენ ლეუნენი გახდა, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო.

გუშინ ღამით "კანტუ" ლომბარდიის თასის ფინალში "ვარეზეს" დაუპირისპირდებოდა.

იტალიურ გამოცემა "პროვინცია დი კომოში" გამოქვეყნდა სტატია მანუჩარ მარკოიშვილის შესახებ, რომელშიც ქართველი კალათბურთელი საკლუბო საკითხებსაც ეხება და სანაკრებოსაც. გთავაზობთ ოდნავ შემოკლებულ ვარიანტს.

"მარკოიშვილი "კანტუსთან" ერთად დიდი ხნის შესვენების შემდეგ ევროლიგას დაუბრუნდა, ხოლო საქართველოს ნაკრებთან ერთად პირველად ითამაშა ევრობასკეტზე.

- ლიტვაში ქართული კალათბურთის ახალი ფურცელი დავწერეთ. ბევრისთვის მოულოდნელად გადავლახეთ პირველი ეტაპის ბარიერი და ევროპის საუკეთესო 12 გუნდს შორის მოვხვდით (სხვათა შორის, იტალიამ ეს ვერ მოახერხა - იტალიელი ავტორი). მეამაყება, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი, - ამბობს მარკოიშვილი.

მას ევროლიგაზე იტალიური "ბენეტონის" მაისურითაც უთამაშია და სლოვენიური "ოლიმპიას" რიგებშიც. ამჯერად კი ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირს "კანტუსთან" ერთად იწყებს.

- ევროლიგაზე რამდენიმე სეზონი მაქვს ნათამაშები და კარგად ვიცი, რაოდენ რთულია იქ გამოსვლა. მოხარული ვარ, რომ ევროლიგას დავუბრუნდი, თანაც "კანტუსთან" ერთად ვითამაშებ. ვეცდებით როგორც ევროლიგა მოითხოვს, უმაღლესი დონის ევროპული კალათბურთი ვუჩვენოთ. გუნდის მიზნებზე დღეს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ძალას არ დავიშურებთ, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა