რობინ ვან პერსიმ „არსენალი“ გააფრთხილა, რომ შესაძლოა ახალ კონტრაქტს ხელი არ მოაწეროს
რობინ ვან პერსიმ „არსენალი“ გააფრთხილა, რომ შესაძლოა ახალ კონტრაქტს ხელი არ მოაწეროს. კლუბისთვის, რომელმაც ბოლო პერიოდში სესკ ფაბრეგასი და სამირ ნასრი დაკარგა, კიდევ ერთ წამყვან ფეხბურთელთან გამოთხოვება დიდი დარტყმა იქნება.

„მეთოფეთა“ თავკაცმა, არსენ ვენგერმა გასულ კვირაში თქვა, რომ „ემირეით სთედიუმზე“ ვან პერსის მსგავს, გამორჩეულ ფეხბურთელებთან ახალი ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი დაიწყო. ამის მიუხედავად, 28 წლის ჰოლანდიელი, რომელმაც შაბათს, ბოლტონში, ჩრდილოლონდონელთა მაისურით მე-100 გოლი გაიტანა, ამბობს:

„ძველი პირობის თანახმად აქ ჯერ კიდევ ორ წელიწადს უნდა დავყო, რაც ამწუთას მაწყობს, თუმცა კონტრაქტს განვაახლებ თუ არა, ეს ნამდვილად არ ვიცი, დაფიქრება მჭირდება. ერთადერთი, რისი თქმაც დღეს შემიძლია, ის არის რომ ამწუთას არსად გავრბივარ და პირობებით კმაყოფილი ვარ, მომავალთან დაკავშირებით კი ვერაფერს დაგპირდებით“, - თქვა ვან პერსიმ.

ინგლისური პრესა იხსენებს, რომ ჰოლანდიელი თავდამსხმელი ვენგერს სეზონის დაწყების წინ საგანგებოს შეხვდა და დაწვრილებით გამოჰკითხა თუ რა მიმართულებით უნდა გავითარდეს „არსენალი“. აშკარაა, რომ დღეს, ვან პერსი „მეთოფეთა“ თამაშის ხარისხით უკმაყოფილოა:

„ჩემთვის მთავარი გუნდია, როგორ თამაშობს ის და რა ფეხბურთს აჩვენებს. თუ ეს მხარე არ გამოსწორდება, შეიძლება მართლა წავიდე. ამწუთას კონტრაქტზე ლაპარაკისთვის შესაფერისი დრო ნამდვილად არ არის. ახლა მთავარი გუნდია. ჯერჯერობით, ყოველ სამ-ოთხ დღეში თამაში გვიწევს და ძალიან დაკავებულები ვართ. საერთოდაც, საკუთარი პრობლემებისა და მოთხოვნების წინა პლანზე წამოწევა სეზონის მსვლელობისას სწორი არ მგონია“.

ვენგერმა კი ასე ბრძანა: „რობინის ადგილზე ყველა შეშფოთდებოდა. მან ნახა, რომ ერთი-მეორის მიყოლებით გაიქცნენ ფაბრეგასი და ნასრი. ფაბრეგასი „ემირეიტს სთედიუმიდან“ ფულის გამო არ გაქცეულა. მიზეზი, რომლის გამოც ის წავიდა, სრულიად გასაგებია, მაგრამ რობინის შემთხვევა სხვაა. ის წარმოშობით ბარსელონიდან არ არის“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა