"ვისოლ ჯგუფმა" ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე ოფიციალურად წარადგინა
"ვისოლ ჯგუფმა" ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე ოფიციალურად წარადგინა.

როგორც "ვისოლის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ფხაკაძემ განაცხადა, ქუთაისის "ტორპედოში" ინფრასტრუქტურული პროექტების განხოცილების შემდეგ კომპანიის საზრუნავი კლუბისთვის მთავარი მწვრთნელის მოყვანა გახდა.

"იყო მოლაპარაკებები რამდენიმე უცხოელ მწვრთნელთან, ისინი ჩამოვიდნენ კიდეც საქართველოში, თუმცა ჩვენ ყოველთვის გვინდოდა კლუბს ქართველი მწვრთნელი ჰყოლოდა. გია გეგუჩაძე ამ კანიდატურაზე ყოველთვის განიხილებოდა, თუმცა მას ჰქონდა მოქმედი კონტრაქტი "ზესტაფონთან".

მას შემდეგ, რაც გეგუჩაძე "ზესტაფონიდან" წამოვიდა, ჩვენ მაშინვე შევთავაზეთ "ტორპედოს" მწვრთნელობა. მისი დათანხმება ადვილი არ იყო, რადგან გიას აქვს თავისი მოსაზრებები, მან მოამზადა ძალიან საინტერესო გუნდის განვითარების ხედვა", - აღნიშნა ფხაკაძემ.

"ტორპედოს" ახალი მწვრთნელი პირობას დებს, რომ კლუბი ევროპაში ერთ-ერთი სერიოზული ძალა გახდება.

"ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ ჩვენი პროგრამით მოვდივართ. ქუთაისის "ტორპედო " გახდება ვეროპაში ერთ-ერთი სერიოზული ძალა, ეს არის ჩვენი მიზანი. აუცილებლად იქნება ცვლილებები, თუმცა რა სახის და მასშტაბის, წინასწარ პასუხის გაცემა გამიჭირდება", - აღნიშნა გეგუჩაძემ.

უეფას სამწვრთნელო PRO-ლიცენზიისა და 22 წლიანი სამწვრთნელო გამოცდილების მქონე გია გეგუჩაძე 5 წლის განმავლობაში არამხოლოდ "ტორპედოს" მთავარ გუნდს უხელმძღვანელებს, არამედ კლუბის ყველა ასაკობრივი ჯგუფის სამწვრთნელო პროცესს.

"ვისოლ ჯგუფმა" ქუთაისის "ტორპედოზე" მზრუნველობა 2010 წლიდან აიღო.

"ინტერპრესნიუსი"

zuxusha
ჩაერევიან, ჩაერევიან!
levani kaxeti
ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს უნიჭიერესი ადამიანი წარმატებას მიაღწევს, ოღონდ ეს მუცელღმერთა მაფიოზები არ ჩაერიონ მის საქმეში.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა