"დინამოსა" და "მერანის" მატჩის შემდგომ გუნდების მწვრთნელები ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ
თბილისის "დინამო" და მარტვილის "მერანის" დაპირისპირების დასრულების შემდგომ, ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბაზის საპრესკონფერენციო დარბაზში ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.

არჩილ ჩხაბერიძე: "პირველ რიგში მინდა მივულოცო "დინამოს" ეს მოგება და მათ მიმდინარე გათამაშებაში წარმატებები ვუსურვო. რაც შეეხება თამაშს, ჩვენ დებიუტანტები ვართ და ვფიქრობ, რომ ნერვიულობის გამო უწყინარი სიტუაციიდან გავუშვით გოლები. დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო ზუსტად რომ გვეთამაშა, ვფიქრობ შეხვედრა სხვა შედეგით დასრულდებოდა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად "დინამოს" დამსახურების დაკარგვა არ შეიძლება."

ალექს გარსია: "პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილი სიტყვებისთვის ჩემს კოლეგას. მარტვილის "მერანს" წარმატებებს ვუსურვებ გათამაშებაში. დებიუტანტი გუნდის კვალობაზე ძალიან კარგად ითამაშა ჩვენმა მეტოქემ, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმი.

2:0-ზე თამაში ფაქტობრივად დავიჭირეთ, თუმცა გაშვებული გოლის შემდეგ თამაში აგვერია. ფანცხავას მოედანზე გამოსვლა კი ალბერტ იაგუეს დისკვალიფიკაციამ განაპირობა , მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველი თამაშის კვალობაზე ცუდად არ უთამაშია.

ხვალ საბოლოოდ გვეცოდინება პასუხი თუ რა სირთულის ტრავმა მიიღო გიორგი ლორიამ. რაც შეეხება მსაჯობას, თავიდანვე ვთქვი, რომ მათ მუშაობაზე კომენტარს არ გავაკეთებდი. თუმცა ვფიქრობ, რომ მიმდინარე გათამაშებაში ბევრად ნაკლებ ყვითელ ბარათს ვიმსახურებდით, ვიდრე მივიღეთ. შემტევი გუნდის კვალობაზე მსაჯები ზედმეტად ბევრ გაფრთხილებას გვაძლევენ.

fcdinamo.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა