კატალონიის "ბარსელონას" გოლკიპერმა ვიქტორ ვალდესმა ლა ლიგაში კარიერაში მე-300 მატჩი ითამაშა
"ბარსელონას" მეკარე ვიქტორ ვალდესმა კარიერაში მე-300 მატჩი ითამაშა ლა ლიგაში. ისე დაემთხვა, რომ მე-300 მატჩიც იმ გუნდის წინააღმდეგ შედგა, როგორც პირველი - 2002 წლის 1 სექტემბერს - მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ. მაშინ ვალდესი 20 წლის ბიჭი იყო, კლუბში კი მეკარის მწვავე პრობლემა იყო.

29 წლის მეკარემ 300 მატჩში სულ 243 გოლი გაუშვა, საშუალოდ 0,81 გოლი მატჩში - შესაშური სტატისტიკური მაჩვენებელია! სულ "ბარსას" მაისურით ვალდესმა 415 მატჩში ითამაშა.

კვირას, როცა "ბარსელონა" ხიხონს ესტუმრება, ვალდესი ანდონი სუბისარეტას მაჩვენებელს გაიმეორებს, რომელმაც "ბარსელონას" მაისურით ჩემპიონატში 301 შეხვედრაში ითამაშა. საერთო ჯამში კი ვიქტორმა უკვე გაუსწრო სუბის, რომელსაც "ბარსას" მაისურით 410 თამაში დაუგროვდა.

მას შემდეგ, რაც ევროპის სუპერთასის მატჩში სერხიო ბუსკეტსი სათადარიგოთა შორის იყო, ნახევარმცველმა ყველა თამაში სასტარტოში დაიწყო. ხავიერ მასკერანომ ამ სეზონის ყველა ოფიციალური მატჩი სასტარტოში დაიწყო, გარდა სან სებასტიანური შეხვედრისა.

ჟერარდ პიკემ ამ ჩემპიონატში პირველად ითამაშა და ეს ზუსტად დებიუტის ხუთი წლისთავს დაემთხვა - ხუთი წლის წინ მან "სარაგოსას" წინააღმდეგ ითამაშა.

"ბარსელონამ" 3 მატჩი ითამაშა "კამპ ნოუზე" და სამივე დიდი ანგარიშით მოიგო: 5:0 "ვილიარეალთან", 8:0 "ოსასუნასთან" და 5:0 "ატლეტიკოსთან", 18-0 ბურთების შეფარდება! აპრილის მერე "ბარსას" ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე გოლი არ გაუშვია, ბოლოს ეს "ალმერიამ" მოახერხა.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა