ბოლო სამი თამაშია კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდი დავიდ ვილია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს
დავიდ ვილია ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს "ბარსელონაში". ბოლო სამი თამაშია, ის "კამპ ნოუს" უგოლოდ არ ტოვებს.

"ოსასუნას" მან 2 გოლი გაუტანა, "მილანსა" და "ატლეტიკოს" - თითო. "ატლეტიკო" იმ გუნდთა შორის იყო, რომლის კარშიც "ელ გუახეს" გოლი არ ჰქონდა გატანილი როგორც ბარსელონელს. ახლა ასეთ კლუბებად რჩებიან: "სარაგოსა", "ლევანტე" და "ვალენსია".

- მოხარული ვარ, რომ გოლები ბლომად გამაქვს, რადგან ბიჭები მეუბნებიან, როცა გამაქვს, ისინი შვებას გრძნობენ და როცა ვერ გამაქვს, ისინი მოედანზე შებოჭილები არიან. მაგრამ ჩემი საქმე მხოლოდ გოლების გატანა სულაც არ არის. მე გუნდური ფეხბურთელი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, სასარგებლო ვიყო ნებისმიერ მომენტში, თუნდაც დაცვაში. იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდ ხანს ვიქნები სასარგებლო გუნდისთვის.

- ახალწვეულებზე რას იტყვით?

- სესკმა და ალექსისმა გუნდი ძალიან გააძლიერეს. ახლა ისეთი სიტუაციაა გუნდში, რომ კონკურენცია მაგრად გვეხმარება - ყოველთვის 11-ზე მეტი კარგი ფეხბურთელია მზად სათამაშოდ. ეს ყველაფერი კი ისევ "ბარსას" წაადგება. როცა კონკურენცია ჯანსაღია, და ეს ასეც არის ჩვენს შემთხვევაში, გუნდი წინ მიდის. მეც ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო საერთო საქმეში.

- "ატლეტიკოსთან" თამაშში ლეო მესიმ გაიბრწყინა...

- ის საოცარ რამეებს აკეთებს მოედანზე. ყოველდღე გვაოცებს, ამყარებს ახალ რეკორდებს და, მგონი, საკუთარ თავსაც აკვირვებს ხოლმე. არავინ არის მისი სადარი და მიხარია, რომ ის ჩვენ კლუბში თამაშობს. მესი ექსტრაორდინალური, უნიკალური და შესანიშნავია, თუმცა ერთსაც ვიტყვი, მესი საუკეთესო იმიტომაცაა, რომ მას ზურგს ისეთი ფეხბურთელი უმაგრებს, როგორიც ჩავია.

- მიაღწია "ბარსამ" ფორმის პიკს?

- ახლა გუნდი დიდებულად თამაშობს, მაგრამ დედამიწაზე დაუმარცხებელი კლუბი არ არსებობს და არც ჩვენ ვართ ასეთი. თამაშის დონე ძალიან მაღალია, ფანები კმაყოფილები არიან, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა