ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რობინ დუტი რობინ ჰუდის ქუდით

რობინ დუტი რობინ ჰუდის ქუდით

გერმანია. ბუნდესლიგა. VI ტურის გამოხმაურება: "ბაიერნს" ქება არ სჭირდება, "ბაიერნი" ციფრებით ლაპარაკობს
ბრენოზე ამბობენ, საკუთარ ვილას ცეცხლი თვითონ წაუკიდაო. არის თუ არა ეს სიმართლე, ჯერ არავინ იცის. სამაგიეროდ, ნაღდი ისაა, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" ბრაზილიელი მცველის გარეშე მართლა დაანთო ცეცხლი "ლევერკუზენთან" მატჩში და მიუნხენში მუდამ განწირული, მაგრამ მაინც ამბიციური მოწინააღმდეგე გაამასხარავა.

როდოლფო ესტებან კარდოსო ჰამბურგში გმირი გახდა, კრისტიან ლელმა და ადრიან რამოსმა კი ბერლინი გააუბედურეს.

სამწუხარო ფაქტია ის, რომ გერმანიის ჩემპიონატის მეშვიდე ტურს მძაფრად უარყოფითი არასპორტული ლაიტმოტივი გასდევდა: აქეთ რალფ რანგნიკის გადამწვარობა (თუ როგორც ჰქვია), იქით სადაზღვევო კომპანიის გაბითურების მცდელობაში ეჭვმიტანილი ბრენო.

არადა, ამ ტურმა სპორტული თვალსაზრისითაც საკმაოდ ბევრი ისეთი რამ შემოგვთავაზა, რაც სალაპაროდ ღირს. პოზიტივები: ბრწყინვალე ფორმაში მყოფი "ბაიერნი", "ჰამბურგის" გამოცოცხლება და "გლადბახი", რომელიც ჯერჯერობით სეზონის აღმოჩენაა. ნეგატივები: "ფრაიბურგის" დაცვის ხაზი, ორი პრობლემატური ბერლინელი და "ლევერკუზენის" მწვრთნელი რობინ დუტი.

ოჰ, ეს ბავარიელები

შეგვიძლია, მიუნხენური გრანდი ზღაპრული ეპითეტებით შევამკოთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის საჭირო. შეგვიძლია, კონკრეტული გმირები გამოვყოთ და ისინი მაინც ვაქოთ, მაგრამ არც ესაა საჭირო. მოდით, ამ "ბაიერნის" იდეალურობაზე ამჯერად მხოლოდ ციფრები ვალაპარაკოთ: 838 წუთია, მანუელ ნოიერს გოლი არ გაუშვია, რაც არა მარტო მისი, არამედ მთელი დაცვის დამსახურებაა და აღსანიშნავია ისიც, რომ იუპ ჰაინკესის ხელში, დაცვას თვით ფრანკ რიბერიც გულმოდგინედ ეხმარება.

7 ტურის შემდეგ რეკორდმაისტერი პირველ ადგილზეა და ბურთების ისტორიული შეფარდება აქვს: 21:1. "ლევერკუზენთან" 3:0 (ეს გუნდი მოქმედი ვიცე-ჩემპიონია) ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იყო მშრალი ანგარიშით. "ბაიერნის" კაპიტანმა ფილიპ ლამმა მშვენივრად თქვა, ახლა ისეთ ფორმაში ვართ, რომ ჩვენს თავს მხოლოდ ჩვენ თუ დავამარცხებთო.

გლადბახი, შარშანდელი მაინცი

ერთადერთი გუნდი, რომელმაც ამ სეზონში "ბაიერნის" დამარცხება შეძლო, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მიონხენგლადბახის "ბორუსიაა", თუმცა ეს გუნდიც იმდენად კარგ ფორმაშია, რომ ეს ყველაფერი პარადოქსულად აღარ ჟღერს.

"გლადბახმა", რომელსაც წინა სეზონში მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებამდე ძალიან ცოტა დააკლდა, რეკორდმაისტერს პირველივე ტურში, თანაც მიუნხენში მოუგო (1:0). ცხადია, მაშინ ყველამ იფიქრა, რომ "ბაიერნს" კრიზისი ეწყებოდა, მიონხენგლადბახელებს კი ძალიან გაუმართლათ, მაგრამ ნახეთ: შვიდი ტურის შემდეგ ლუსიენ ფავრის გუნდს 16 ქულა აქვს და "ვერდერთან" ერთად, ცხრილში "ბაიერნთან" ყველაზე ახლოსაა.

ფავრის ბიჭები ბრწყინვალე "ბაიერნს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან და ეს კიდევ არაა ყველაფერი: "გლადბახმა" 1987/88 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო სტარტი აიღო.

ამიტომაცაა, შვეიცარიელ სპეციალისტს ახლა ყველას დამშვიდება და ეიფორიის ჩაცხრობაზე ზრუნვა რომ უწევს. "ნიურნბერგთან" 1:0-ის შემდეგ მან თქვა, ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ, მაგრამ ახლა ცაში ფრენა არ შეიძლება, მიწაზე უნდა დავრჩეთო. მაგრამ "გლადბახის" ფანებს ახლა რაღა დაამშვიდებს - მათ ლუსიენ ფავრი უკვე "ბორუსიას" ლეგენდარულ მწვრთნელ ჰენეს ვაისვაილერს შეადარეს.

ჰამბურგი ცოცხალი ყოფილა!

რაც ვითომ დროებითი მწვრთნელის, როდოლფო ესტებან კარდოსოს დამსახურებაა? ფაქტია, რომ მიხაელ იონინგის გათავისუფლებიდან ზუსტად 4 დღეში კარდოსომ ჩრდილოგერმანულ კლუბს შტუტგარტში მოაგებინა და ეს იყო "ჰამბურგის" პირველი გამარჯვება 13 ოფიციალური მატჩის ვერმოგების შემდეგ. თუმცა ამ უკანასკნელს პოსტზე მაინც არავინ დატოვებს - ჰამბურგელები ახალ მწვრთნელს ალბათ ამ კვირაშივე წარადგენენ.

ფრაიბურგი: სრული სვლით უფსკრულისკენ

საოცარია: რობინ დუტის ხელში "ფრაიბურგი" შესანიშნავად გამოიყურებოდა (გაიხსენეთ წინა სეზონი), ახლა კი, იგივე მწვრთნელი გაცილებით უკეთეს გუნდში ვერაფერს ახერხებს, მაგრამ დუტს თავი დავანებოთ, "ფრაიბურგი" გამოიყურება საშინლად.

შვიდ მატჩში 22 გოლის გაშვება კატასტროფის ტოლფასია. თანაც, ბრაისგაუელთა კარს ოლივერ ბაუმანი იცავს, რომელსაც ექსპერტები ცოტა ხნის წინ გერმანიის ნაკრებში, მანუელ ნოიერის შემდეგ, მეორე ნომრად მოიაზრებდნენ.

"შალკესთან" წაგების (2:4) შემდეგ, "ფრაიბურგი" ბოლოსწინა ადგილზეა და მხოლოდ 4 ქულა აქვს, რაც მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების სერიოზულ საფრთხეზე მიუთითებს. გაგახსენებთ, რომ წინა სეზონში "ფრაიმ" ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოლა და საბოლოოდ მეცხრე ადგილზე გავიდა.

უტვინო ბერლინელები

ტურის ყველაზე ემოციურ მატჩში (ვერდერი-ჰერტა 2:1) "ჰერტა" ორმა ფეხბურთელმა დაღუპა. არადა, მარკუს ბაბელის გუნდისთვის ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც ამ უკანასკნელმა დაგეგმა: რაფაელმა "ჰერტა" დააწინაურა და სხვათა შორის, ლევან კობიაშვილის გუნდი 1:1-ზეც ყაბულს იყო. მაგრამ მერე მსაჯი ფელიქს ბრიხი იძულებული გახდა, კრისტიან ლელი და ადრიან რამოსი გაეძევებინა.

ლელს და რამოსს ალბათ აღარ ახსოვდათ, რომ როცა მოთამაშეს ერთი ყვითელი ბარათი უკვე მიღებული აქვს, თითოეულ ორთაბრძოლას ტვინი უნდა დააყოლოს და არც აუტის ხაზთაც უნდა მოცელოს მეტოქე გუნდის მოთამაშე, თანაც, გაშლილი ფეხით (ლელი) და არც ბურთი უნდა მოიგერიოს მთელი ძალით, როცა მსაჯის გადაწყვეტილებითაა უკმაყოფილო (რამოსი). რა გასაკვირია, რომ ცხრა ბერლინელმა ბრემენში ქულაც კი ვერ გადაარჩინა. არადა, კობი და კომპანია ამ გმირულ წარმატებასთან ძალიან ახლოს იყვნენ.

რაო, რაო, რობინ?

"ლევერკუზენმა" მიუნხენში 0:3 წააგო - ამაში ახალი არაფერია, რადგან "ფარმაცევტები" ბავარიის მთავარ ქალაქში ყოველთვის სავსე შარვლებით თამაშობენ ხოლმე, თუმცა არც ესაა სიახლე. სამაგიეროდ, ცოტათი მაინცაა სიახლე ის, რომ "ლევერკუზენს" მიუნხენში 1989 წლის შემდეგ არ მოუგია. 1989? მაშინ ბერლინის კედელი ჯერ კიდევ ყოფდა გერმანიას, ლევერკუზენელი ანდრე შიურლე კი დაბადებულიც არ იყო.

"ლევერკუზენის" მიუნხენურ უბედურებაზე ბევრს არ ვილაპარაკებდით, რადგან ეს აღარავის უკვირს, რომ არა რობინ დუტი. მაინც რა ქნა ასეთი "ფარმაცევტების" მწვრთნელმა? ფეხბურთელები აბსოლუტურად ლოგიკური კრიტიკისგან დაიცვა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რობინი რეალობის შეგრძნებას კარგავს.

ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა, და კოშტას ძირითად შემადგენლობაში გამწესებით დიდი შეცდომა დავუშვიო, ისე თქვა, ამ ფეხბურთელმა რიბერის განეიტრალებას თავი კარგად გაართვაო, რომ წარბიც არ შეუხრია. საერთოდ, დუტს მატჩის შემდეგ ისეთი განცხადებები გამოუვიდა, რომ თავისი შეგირდებით კმაყოფილი ჩანდა. ამასობაში, ვიცე-ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის მონაწილე "ლევერკუზენი" მე-11 ადგილზეა და საინტერესოა: კიდევ რამდენ ხანს მოითმენს გუნდის სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი ამ კომედიას?

მე-7 ტურის სიმბოლური ნაკრები (3-2-3-2)

ჰაინც მიულერი (მაინცი, 1) - დანიელ ვან ბუიტენი (ბაიერნი, 3), ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი, 2), კრისტიან პანდერი (ჰანოვერი, 1) - საშა რიტერი (კიოლნი, 2), მატო ჟაჟალო (კიოლნი, 1) - მარკო როისი (ბორუსია მ, 2), თომას მიულერი (ბაიერნი, 3), ფრანკ რიბერი (ბაიერნი, 4) - კლაუდიო პისარო (ვერდერი, 2), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი, 2)

მეშვიდე ტურის სიმბოლურ ნაკრებს მხოლოდ სამი დებიუტანტი ჰყავს. დანარჩენი 8 მოთამაშიდან კი, რომლებიც "კიკერმა" საუკეთესო თერთმეტეულში მოახვედრა, ოთხი ბაიერნელია. ამათგან, ფრანკ რიბერიმ უკვე მეოთხედ შეძლო ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა და კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ ბუნდესლიგის ეს სეზონი ჯერ მხოლო შვიდ ტურს ითვლის.

ტურის გმირი

მარკო როისი (ბორუსია მ)

"გლადბახის" მცველი მარტინ შტრანცლი არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გუნდში ყველაფერი ერთ მოთამაშეზე უნდა იყოს დამოკიდებული და ფიქრობს, რომ მართლა კარგად მომზადებულ გუნდს წამყვანი ფეხბურთელის არყოფნა ვერაფერს დააკლებს. მისთვის ერთადერთი გამონაკლისი თანაგუნდელი მარკო როისია. "გლადბახმა" "ნიურნბერგს" 1:0 რომ მოუგო, ეს პირველ რიგში როისის დამსახურებაა, რომელსაც ფრანკებმა ვერაფერი მოუხერხეს. მიონხეგლადბახელები ყველა მომენტს როისის წყალობით ქმნიდნენ.

საუკეთესო ფეხბურთელები

7 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება

1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.14

2. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.20

3. ჰოლგერ ბადშტუბერი ბაიერნი 2.21

4. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.29

5. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.50

6. ანდრე ტერ შტეგენი ბორუსია (მ) 2.50

7. ანატოლი ტიმოშჩუკი ბაიერნი 2.50

8. ვილიამ კვისტი შტუტგარტი 2.57

9. ლუის გუსტავო ბაიერნი 2.63

10. თომას მიულერი ბაიერნი 2.64

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა

1. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 7 6 3 9

2. მარიო გომესი ბაიერნი 6 8 1 9

3. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 6 4 4 8

4. ფრანკ რიბერი ბაიერნი 7 3 5 8

5. კლაუდიო პისარო ვერდერი 6 5 2 7

6. რაული შალკე 7 4 3 7

7. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 7 5 1 6

8. თომას მიულერი ბაიერნი 7 2 4 6

9. რაიან ბაბელი ჰოფენჰაიმი 7 4 1 5

10. მარტინ ჰარნიკი შტუტგარტი 7 4 1 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს

ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ