გასულ უქმეებზე ლონდონის ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ტურნირის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვა
გასულ უქმეებზე ლონდონის ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ტურნირის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვა - აზიის ჩემპიონის რანგში 2012 წლის ზაფხულის თამაშებში მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის ნაკრები.

დრამატულ ფინალში ჩინელებმა იორდანიას ერთი ქულით მოუგეს. საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე ანგარიში იყო - 69:69 და დარჩენილ დროში ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო თამაშიდან ბურთის ჩაგდება. გადამწყვეტი აღმოჩნდა იი იანლიანის ზუსტი საჯარიმო 28 წამით ადრე, რის შემდეგაც იორდანელების - რაშიმ რაიტისა და აბუდ აბუკურის ორმა ტყორცნამ მიზანს არ მიაღწია.

მესამე ადგილისთვის მატჩში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის საგზური თამაშდებოდა. სამხრეთ კორეა ფილიპინების წინააღმდეგ მხოლოდ ორჯერ იყო წინ და მაინც მოახერხა მატჩის მოგება. კორეელები მეორედ საფინალო სირენამდე 47 წამით ადრე დაწინაურდნენ, რის შემდეგაც მატჩის გადარჩენა შეეძლო ფილიპინელ კასიოს, მაგრამ სამქულიანი ააცილა - 68:70. აღსანიშნავია, რომ მეოთხე მეოთხედის წინ კორეა 11 ქულას აგებდა, მაგრამ ბოლო 10-წუთეული 13 ქულით მოიგო.

ფინალი

იორდანია-ჩინეთი 69:70

15:16, 21:15, 20:28, 13:11

ი: რაიტი (26+5 მოხსნა), აჰმედ აბასი (13+10 მოხსნა+2 დაფარება), დეგლსი (10+8 მოხსნა+4 პასი).

ჩ: იი იანლიანი (25+16 მოხსნა+6 დაფარება), ლიუ ვეი (13), იი ლი (10), ვან ჟიჟი (10+5 მოხსნა).

ტურნირის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

ცენტრი - ჰამედ ჰადადი (ირანი)

მძიმე ფორვარდი - იი იანლიანი (ჩინეთი)

მსუბუქი ფორვარდი - სამად ბაჰრამი (ირანი)

შემტევი მცველი - ტაკუია კავამურა (იაპონია)

გამთამაშებელი - სემ დეგლსი (იორდანია)

MVP - იი იანლიანი (ჩინეთი)

ამ მომენტისთვის ლონდონის ოლიმპიადის 12 ფინალისტიდან ცხრა არის ცნობილი: დიდი ბრიტანეთი (მასპინძელი), აშშ (მსოფლიოს ჩემპიონი), ტუნისი (აფრიკის ჩემპიონი), არგენტინა (ამერიკის ჩემპიონი), ბრაზილია (ამერიკის ვიცე-ჩემპიონი), ესპანეთი (ევროპის ჩემპიონი), საფრანგეთი (ევროპის ვიცე-ჩემპიონი), ავსტრალია (ოკეანეთის ჩემპიონი), ჩინეთი (აზიის ჩემპიონი).

კიდევ სამი საგზური გაისად 2-8 ივლისს გათამაშდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა