21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ალბუკერკის 75-ათასიან ტურნირის ფინალში ითამაშა, რისი წყალობითაც კლასიფიკაციაში დაწინაურდა
გუშინ WTA-ის და ATP-ის ახალი რეიტინგ-ლისტები გამოქვეყნდა. 21 წლის ანა ტატიშვილმა ალბუკერკის 75-ათასიან ტურნირის ფინალში ითამაშა, რისი წყალობითაც კლასიფიკაციაში დაწინაურდა.

ანა 758 ქულით მსოფლიოს 89-ე ჩოგანია, მან 7 საფეხურით წაიწია. ტატიშვილი წლის რბოლაში 82-ე პოზიციაზეა, ხოლო წყვილთა რეიტინგში - 86-ეზე. სხვები: 173 (+2) მაკა ჩახნაშვილი - 351 ქულა; 231 (-1) ოქსანა კალაშნიკოვა - 251; 255 (-) სოფიო შაფათავა - 220; 429 (+3) ეკა გორგოძე - 90; 440 (+46) თათია მიქაძე - 86; 444 (+24) სოფიო ქვაცაბაია - 85; 1244 ანა ჯიქია - 3.

მიქაძემ და ქვაცაბაიამ თბილისის 10-ათასიან ტურნირზე წარმატების წყალობით შეიმატეს ქულები, სწორედ ამ ტურნირის გამო დაბრუნდა რეიტინგ-ლისტში ანა ჯიქია, ეკა გორგოძე კი კარიერაში საუკეთესო ნიშნულზეა.

ვაჟთა რეიტინგში სრული უიმედობაა: 1 248 (-11) გიორგი ცივაძე - 3 ქულა; 1 257 (-8) ლადო ჩიხლაძე - 3; 1 848 (-8) ალექსანდრე მეტრეველი - 1. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა, რაც დავკარგეთ ნიკოლოზ ბასილაშვილი, ჩვენი აწ უკვე ყოფილი პირველი ჩოგანი, რუსეთის სახელით გამოსვლა ჯერჯერობით მას ვერაფერში წაადგა - ნიკა მსოფლიოს 532-ე ჩოგანია (მისი საუკეთესო მაჩვენებელი - 506-ე 2010 წლის მარტში).

ახლა რა გველის საინტერესო ამ კვირაში - ქართველ ჩოგბურთელთა უმეტესობა თელავის საერთაშორისო ტურნირზე გამოდის, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია, თუმცა ტატიშვილი ამერიკაშია და ის ლას ვეგასში იასპარეზებს, ტურნირის საპრიზო ფონდი იქაც 50 ათასი დოლარია.

მაშ რატომ დააკლდა საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი შინაურ ტურნირს? ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს - ანა ამერიკულ ტურნეში ასპარეზობდა და იქიდან თელავში დროულად ჩამოსვლა ვერ მოხერხდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა