„ჩელსის“ ჩეხ მეკარეს, პეტრ ჩეხს ეჭვი გაუჩნდა, რომ თავისქალის კიდევ ერთი სერიოზული დაზიანება მიიღო
„ჩელსის“ ჩეხ მეკარეს, პეტრ ჩეხს ეჭვი გაუჩნდა, რომ თავისქალის კიდევ ერთი სერიოზული დაზიანება მიიღო - 29 წლის გოლკიპერმა გასულ კვირას, გასახდელში გონება დაკარგა. ეს „ქარლინგის თასზე“ „ფულჰემთან შეხვედრისას მოხდა. ჩეხი მეტოქის თავდამსხმელ ორლანდო სას შეეჯახა და პრობლემამაც სწორედ ამის შემდეგ იჩინა თავი.

მას მერე, რაც გონი დაკარგა ჩეხი სასწრაფოდ გააქანეს საავადმყოფოში, სადაც ის ნევროლოგებმა გასინჯეს. ინციდენტმა ფეხბურთელს ის საშინელი პერიოდი გაახსენა, როდესაც 2006 წლის ოქტომბერში, „რედინგის“ სტივენ ჰანტთან შეჯახების შემდეგ რთული ოპერაციის გადატანა მოუხდა და მას მერე თავის დამცავი ქუდით თამაშობს. გოლკიპერი ამბობს, რომ სასთან შეჯახების ეპიზოდში მას სწორედ ქუდმა უშველა.

ჩეხმა თქვა: „ზუსტად ისეთი რამ მომივიდა მოკრივეებს მარჯვენა ჰუკის დროს რომ მოსდით. ტვინი შექანდა. ვფიქრობ, გამიმართლა ქუდი რომ მეხურა. დარტყმა, ძირითადად, სწორედ ქუდმა მიიღო და ამიტომაც, ფიზიოთერაპიის შემდეგ კარგად გავხდი. ის კი არა, პირველი ტაიმის ბოლო ორი წუთის განმავლობაში მოედანზე დაბრუნება და თამაშიც კი შევძელი. სამაგიეროდ, შესვენებისას, გასახდელში შესულმა ვიგრძენი, რომ რაღაც ვერ იყო კარგად. რომ დავჯექი, ვიგრძენი, რომ ვეღარ ვდგებოდი. შემდეგ მხედველობა გამიუარესდა და გარშემო სივრცის შეგრძნება დავკარგე. თამაშის გაგრძელებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო.

გასახდელიდან პირდაპირ საავადმყოფოში გამაქანეს, სადაც სკანირება ჩამიტარეს. მე ისეთი ავადმყოფობის ისტორია მაქვს, რომ ექიმები, რასაკვირველია ვალდებულნი იყვნენ შეემოწმებინათ თავის ქალის ქვეშ ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. მეორე დილით თავი მტკიოდა, მაგრამ პარასკევს უკვე ვივარჯიშე, ხოლო შაბათს „სუონსის“ წინააღმდეგ ვითამაშე კიდეც“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე