ნოვი სადის "ვოივოდინას" ქართველ ნახევარმცველს სერბული პასპორტის მიღება სურს
გიორგი მერებაშვილმა ნოვი სადის "ვოივოდინას" ვებგვერდთან ინტერვიუში უპასუხა იმ კითხვას, ჩვენს გულშემატკივარსაც რომ აინტერესებს - რატომ არ იწვევენ სერბული კლუბის შემტევ ნახევარმცველს საქართველოს ნაკრებში?

25 წლის ფეხბურთელის თქმით, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან კამათი დეზინფორმაციის გამო მოუვიდა და ნაკრებში მას მერე აღარ იძახებენ.

გთავაზობთ ინტერვიუს ამ ფრაგმენტს:

- საქართველოს ნაკრებში აღარ გიწვევენ. რა მოხდა?

- ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასა და ჩემ შორის გაუგებრობა მოხდა. ეს გამოიწვია დეზინფორმაციამ, რომლის გამავრცელებელსაც არც ჩემთვის სურდა კარგი და არც ქეცბაიასთვის. ამან ჩვენ შორის მცირე კამათიც გამოიწვია. მას შემდეგ მწვრთნელმა ნაკრების სიიდან ამომიღო.

მერებაშვილს სერბული პასპორტის აღების თაობაზეც ჰკითხეს:

- სერბულ კლუბებში მოთამაშე ბევრ უცხოელს აქაური პასპორტის მიღების სურვილი აქვს. თქვენ?

- სერბულ პასპორტს უყოყმანოდ ავიღებდი. ეს მეც მსურს და ჩემს მეუღლესაც. აქ თავს ჩინებულად ვგრძნობთ, მეგობრები შევიძინეთ და დროს საუცხოოდ ვატარებთ. სხვათა შორის, ოჯახის მცირე წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემი მეუღლე სოფო სამშობიაროდ სწორედ ნოვი სადში ჩამოვიდა, სადაც შეგვეძინა კიდეც პატარა ნატალია.

გიორგის სერბეთში დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.

- ინტერვიუში ახსენე გაუგებრობა, რომელიც შენსა და ქეცბაიას შორის მოხდა.

- ახლა არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი.

- რას გულისხმობდი იმ დეზინფორმაციაში, რომელმაც თქვენ შორის კამათი წარმოშვა?

- მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მომხდართან გაზეთ "ლელოს" არაფერი აკავშირებს.

- ფაქტია, რომ დიდი ხანია, ნაკრებში აღარ გიწვევენ.

- ხვალ მატჩია, დღეს შეკრებაზე გადავდივართ და საერთოდ არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. ჩემი საქმე ფეხბურთის თამაშია და არა მტყუან-მართლის გარჩევა. მე არც ქეცბაიას გამტყუნება მსურს, მწვრთნელმა თავად იცის, ვისი გამოძახება ურჩევნია. ეტყობა, ამ ეტაპზე ჩემ გამოძახებას საჭიროდ არ მიიჩნევს. ცხოვრებას და თამაშს ვაგრძელებ და ისღა დამრჩენია, ადრე თუ გვიან დავამტკიცო, რომ ნაკრებისთვის სარგებლობის მოტანა შემიძლია.

- სერბულ პასპორტზე რას იტყვი?

- პასპორტის აღება მხოლოდ იმიტომ მინდა, რომ ვიზა აღარ დამჭირდება და მისვლა-მოსვლა გამიიოლდება; და არა იმიტომ, რომ სერბეთის ნაკრებში თამაში მსურს. ჯერ ერთი, საქართველოს ნაკრებში მითამაშია და საფეხბურთო პასპორტის გამოცვლის უფლება არც მაქვს. რომც მქონდეს, მე მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ ჩვენს ეროვნულში მოსახვედრად - ყველა, უპირველეს ყოვლისა, თავის ქვეყანას უნდა გამოადგეს და საამისოდ ყველაფერი იღონოს.

ბოლოს კი ერთი საინტერესო ინფორმაციაც: გიორგი მერებაშვილის სატრანსფერო ფასი საქართველოდან წასვლისას 300 ათასი ევრო იყო, "ვოივოდინაში" გადასვლის შემდეგ კი მისი ფასი 1,5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა