სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პიტერ დე ფილიერსმა ახალ ზელანდიასთან მატჩის შემადგენლობა დაასახელა და სარაგბო სამყარო ისევ გააოცა...

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პიტერ დე ფილიერსმა ახალ ზელანდიასთან მატჩის შემადგენლობა დაასახელა და სარაგბო სამყარო ისევ გააოცა.

"ბოკეს" თავკაცმა ცხრა ნომრად "ბლუ ბულზის" გარემარბი ფრანსუა ჰუგარი დააყენა, ხოლო რიკი იანუარი სათადარიგოთა სკამზე დასვა. ჰუგარი უნივერსალი კია, მაგრამ ცხრა ნომრად არასდროს უთამაშია და პირდაპირ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, ახალი ზელანდიის ნაკრებთან მოუწევს ახალ ამპლუაში თავისი შესაძლებლობების გამოცდა.

"მას გამჭრიახი გონება და რაგბის თამაშის ბრწყინვალე უნარი აქვს. ჩვენ ვეძებთ ისეთ მორაგეს, ვინც გუნდს რაიმე ახალს შესძენს და დიდ სარგებელს მოუტანს. აღფრთოვანებული ვარ, როგორი ჟინით იბრძვის ფრანსუა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად." - თქვა დე ფილიერსმა.

"ბოკეს" თავკაცმა ერთი იძულებითი ცვლილება გააკეთა. "ქარის თასის" გათამაშების მე-6 ტურის მატჩში, რომელიც გასულ უქმეებზე გაიმართა, ფულბეკი ზან კირშნერი დაშავდა. ეს პოზიცია დე ფილიერსმა გარემარბ ხიო ეპლონს ანდო.

კიდევ ერთი გაუგებარი გადაწყვეტილება მეორე ხაზში დენი როსუს ნაცვლად ფილიპ ფან დერ მერვეს დაყენება იყო. მართალია, როსუ წინა კვირაში ფეხს იტკიებდა, მაგრამ ამჟამად სრულიად ჯანმრთელია და საბრძოლველადაც მზადაა.

ტრავმირებულია და ვერ ითამაშებს მესამეხაზელი დიუვალ პოთხიტერი, რომელსაც ჟუან სმიტი შეცვლის. სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა "ბლუ ბულზის" შუამარბმა ვინანდ ულიფიემ. მის ადგილზე "ბოკეს" თავკაცმა იან დე ფილიერსი დააყენა.

ერთი სიტყვით, სამხრეთაფრიკელთა გუნდი უჩვეუოლოდ არეულია. ტრავმირებულები არიან ცხრა ნომრები რუან პინარი და ფური დუ პრი. დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ შუამარბი ჟაკ ფური და მეორეხაზელი ბაკის ბოთა.

უამრავი პრობლემის მიუხედავად, სამხრეთაფრიკელთა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მორაგბე, მეორეხაზელი ვიქტორ მეტფილდი მაინც იმედიანადაა:

"თამაშს მოუთმენლად ველით. ეს იქნება პირველი მატჩი, რომელშიც სამხრეთ აფრიკის ნაკრები ასეთი ამდენი ქომაგის მხარდაჭერით ითამაშებს. ყველანაირად ვეცდებით, სტადიონზე მოსული 90 ათასი მაყურებელი არ გავაწბილოთ და რევანში ავიღოთ.

აღსანიშნავია, რომ გუნდის კაპიტანი ჯონ სმიტი ეროვნულ ნაკრებში მეასე მატჩს გამართავს. ეს ჯონისთვის დიდი ამბავია, მაგრამ ის მთლიანად მატჩზე იქნება კონცენტრირებული. მას, როგორც კაპიტანს და გუნდის ლიდერს, მთელი სამხრეთ აფრიკა იმედის თვალით უყურებს."

სამხრეთ აფრიკა: 15. ხიო ეპლონი, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. იუან დე იონგი, 12. იან დე ფილიერსი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარი. 1. ხუთრო სტენკამპი, 2. ჯონ სმიტი, 3. იანი დუ პლესი, 4. ფილიპ ფან დერ მერვე, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. სხალკ ბურხერი, 7. ჟუან სმიტი, 8. პიერ სპისი.

16. ჩილიბოი რელეპელე, 17. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 18. დენი როსუ, 19. ფრანსუა ლავი, 20. რიკი იანუარი, 21. ბუჩ ჯეიმზი, 22. ვინანდ ულიფიე.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა