საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ბარიერი წარმატებით გადალახა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ბარიერი წარმატებით გადალახა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.

ჩვენი გუნდის მოლდოვური ვოიაჟისა და იქაური შთაბეჭდილებების შესახებ უახლოეს დღეებში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ და ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვასილ მაისურაძის ინტერვიუსაც შემოგთავაზებთ, მანამდე კი მცირე სტატისტიკურ მონაცემებს გაგაცნობთ.

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვაში სამი მატჩი ჩაატარა - პირველ ტურში ბულგარეთს 3:2 სძლია, მერე მასპინძელ მოლდოვას 2:1 აჯობა, ბოლოს კი არაფრისმომცემი შეხვედრა შვედეთთან 0:2 დათმო.

სამწვრთნელო შტაბმა მოედანზე გასვლის საშუალება განაცხადში მყოფ 18-ივე ფეხბურთელს მისცა. სამივე მატჩი შეუცვლელად მხოლოდ გუნდის ვიცე-კაპიტანმა ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა ჩაატარა და საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირიც ის გახდა ორი გოლით. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჭეჭელაშვილმა თავი ორივეჯერ თერთმეტმეტრიანით გამოიჩინა. საქართველოს ნაკრების დანარჩენი სამი გოლი კი ნიკა ჭანტურიას, გიორგი პაპუნაშვილისა და ნიკა ახვლედიანის ანგარიშზეა.

ჭეჭელაშვილის გარდა, სამივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში კიდევ ორმა ფეხბურთელმა დაიწყო - გიორგი გოროზიამ და ნიკა ახვლედიანმა. ყველა მატჩი სასტარტოში არ დაუწყიათ, მაგრამ თამაში არ გაუცდენიათ მათე ცინცაძეს, გიორგი პაპუნაშვილს, ილია კერძევაძეს, ლაშა დვალსა და თორნიკე მაჭავარიანს. ყველაზე ცოტა, 11 წუთი, მოედანზე ცოტნე ქებურიამ გაატარა. იგი ჩვენი ნაკრების ერთადერთი წევრია, რომელსაც მოლდოვაში ძირითადში ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია.

საბედნიეროდ, მოლდოვაში საქართველოს ნაკრების წევრი არ გაუძევებიათ, მაგრამ 8 გაფრთხილება მაინც დავაგროვეთ. დისკვალიფიკაციის გამო შვედეთთან ნიკა ჭანტურიამ ვერ ითამაშა. ელიტრაუნდის პირველი მატჩისთვის დასჯილი არავინაა, თუმცა ამ ეტაპს თითო ყვითელი ბარათით 6 ქართველი ფეხბურთელი ხვდება.

თითო საგოლე პასია ჭეჭელაშვილისა და ჩვენი გუნდის კაპიტნის, გიორგი აბურჯანიას ანგარიშზე. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან მეტოქეთა კარში ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ, ნიკა ახვლედიანმა დაარტყა, თამაშგარეში კი სხვებზე მეტჯერ, 2-ჯერ, ილია კერძევაძე აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრების ყველაზე უხეში ფეხბურთელი ჭეჭელაშვილი იყო. თამაშის წესები მან 8-ჯერ დაარღვია, 5 ჯარიმაა აბურჯანიას ანგარიშზე. მეტოქე ფეხბურთელები 4-4-ჯერ დაჯარიმდნენ აბურჯანიას, კერძევაძისა და პაპუნაშვილის წინააღმდეგ.

აქვე ჩვენი გუნდის ვრცელ სტატისტიკურ სურათსაც წარმოგიდგენთ. ფეხბურთელები სათამაშო ნომრების თანმიმდევრობით არიან ჩამოთვლილი.

ფეხბურთელი პოზიცია მატჩი ძირ. გოლი საგ.პასი ყვ.ბარ.

1. ალექსანდრე ადამია მეკარე 2 2 -3 - -

2. გიორგი გაბაძე მცველი 2 2 - - -

3. ნიკა ჭანტურია მცველი 2 2 1 - 2

4. ალექსანდრე ჩაკვეტაძე მცველი 1 1 - - 1

5. გიორგი გოროზია მცველი 3 3 - - 1

6. მათე ცინცაძე ნახევარმცველი 3 1 - - 1

7. გიორგი აბურჯანია ნახევარმცველი 2 2 - 1 1

8. გიორგი პაპუნაშვილი ნახევარმცველი 3 2 1 - -

9. რომან ჭანტურია თავდამსხმელი 2 2 - - 1

10. ნიკა ახვლედიანი ნახევარმცველი 3 3 1 - 1

11. დავით დარციმელია თავდამსხმელი 2 2 - - -

12. ნიკა შერმადინი მეკარე 1 1 -2 - -

13. ილია კერძევაძე თავდამსხმელი 3 1 - - -

14. ოთარ კაკაბაძე ნახევარმცველი 2 2 - - -

15. ლაშა დვალი მცველი 3 2 - - -

16. თორნიკე მაჭავარიანი ნახევარმცველი 3 2 - - -

17. ჭიაბერ ჭეჭელაშვილი ნახევარმცველი 3 3 2 1 -

18. ცოტნე ქებურია მცველი 1 - - - -

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა