"იუვენტუსმა" ბოლო ორ შეხვედრაში შესაძლებელი ექვსი ქულიდან მხოლოდ ორი აიღო, რაც კრიტიკის საგანი გახდა
"იუვენტუსმა" ბოლო ორ შეხვედრაში შესაძლებელი ექვსი ქულიდან მხოლოდ ორი აიღო, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ტურინული გრანდი კრიტიკის ქარ-ცეცხლში თუ არა, რაღაც მსგავსში მაინც გახვეულიყო.

განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ჯორჯო კიელინი გახლავთ მოქცეული, რომელმაც ორ შეხვედრაში უამრავი შეცდომა დაუშვა და ბრალიც მიუძღვოდა გაშვებულ გოლებში. არადა, კიელინი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და აქამდე, კრიტიკას არ იყო ჩვეული. თავად ჯორჯო ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა, სამაგიეროდ, მისი აგენტის, დავიდე ლიპის პირით შეუთვალა მედიას, ზედმეტებში ნუ გადადიხართო. მოვუსმინოთ დავიდეს:

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაცას ძალიან უნდა "იუვეს" ბოლოდროინდელი წარუმატებლობები მთლიანად ერთ ფეხბურთელს მიაწეროს. ვეთანხმები იმ აზრს, რომ განვლილ ორ პაექრობაში "ბიანკონერის" დაცვა ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ ყველაფრის კიელინიზე გადაბრალება, აშკარად მეტისმეტია.

ჯორჯოს თავი არ დაუზოგავს და რიგ ეპიზოდებში ბრწყინვალედაც გაისარჯა, შეცდომა კი აბსოლუტურად ყველას შეიძლება მოუვიდეს. ამიტომ, კარგი იქნება თუ ეს გადამეტებული კრიტიკა შეწყდება და ჯორჯოს მშვიდად ვარჯიშის საშუალებას მივცემთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა