ლეგენდარული ლიტველი კალათბურთელი არვიდას საბონისი კაუნასის ერთ-ერთ კლინიკაში ინფარქტის დიაგნოზით მიიყვანეს
ლეგენდარული ლიტველი კალათბურთელი არვიდას საბონისი სიკვდილს გადაურჩა. ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი კაუნასის ერთ-ერთ კლინიკაში ინფარქტის დიაგნოზით მიიყვანეს.

მეგობრებთან კალათბურთის თამაშის შემდეგ არვიდასმა თავი ცუდად იგრძნო. მატჩი უკვე დასრულებული იყო და სხვა მოთამაშეები გასახდელში იყვნენ, საბონისი კი დარბაზში სკამზე ჩამოჯდა და წყალი დალია იმ იმედად, რომ თავს კარგად იგრძნობდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ისიც გასახდელში გაემართა, სადაც დახმარება მოითხოვა.

46 წლის კალათბურთელი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ერთი წყაროს ცნობით, გულის შეტევა ძლიერი არ იყო, მეორე წყარომ კი დაწერა, რომ საბონისმა ორჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი და უმძიმეს მდგომარეობაში იყო.

ბოლოს კი ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა: კაუნასის კარდიოლოგიური კლინიკის ექიმებმა სიკვდილს გამოსტაცეს ლეგენდარული კალათბურთელი. საბონისს მიოკარდის ინფარქტის დიაგნოზი დაუსვეს. დაახლოებით ერთ თვეში სარეაბილიტაციო კურსი დაიწყება.

ექიმების თქმით, კალათბურთელმა თავად სთხოვა მათ, რომ დაემშვიდებინათ მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები. “ჯანმრთელი ვარ და დიდხანს ვიცოცხლებ”, - ღიმილით უთქვამს კაუნასის ”ჟალგირისის” ამჟამინდელ პრეზიდენტს.

კარდიოცენტრის მთავარმა ექიმმა რიმიგილიუს ჟალიუნასმა დადებითად შეაფასა პაციენტის მდგომარეობა და განწყობა, აგრეთვე განაცხადა, რომ სამედიცინო ტესტების შედეგები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, მაგრამ ინფარქტის შემთხვევაში არ შეიძლება ასი პროცენტით იყო დარწმუნებული: “მსგავს შემთხვევებში რთულია გარანტიების მიცემა. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს ერთ დღეში ან ნახევარ წელიწადში. მაგრამ ამ მომენტისთვის პაციენტის მდგომარეოაბა ყველა მაჩვენებლის მიხედვით უმჯობესდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ხუთშაბათს შევძლებთ

ინტენსიური თერაპიის პალატიდან ჩვეულებრივ პალატაში მის გადაყვანას”.

ჟალიუნასის სიტყვებით, დროულმა ჩარევამ ექიმებს საშუალება მისცა სისხლის ნორმალური მიმოქცევა აღედგინათ და თავიდან აეცილებინათ გულის კუნთის შეუქცევადი დაზიანება. ეს იმედს უტოვებს ექიმებს, რომ მომავალში საბონისს აღარ შეექმნება გულთან დაკავშირებული ახალი პრობლემები.

არვიდასი, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ლიტვური კალათბურთის საქმეებით, საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებდა ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე. არჩევნები 24 ოქტომბერს არის დანიშნული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dito
უმაგრესი კალათბურტელი და უმაგრესი კაცი. კიდევ კარგი რომ გადარჩა.ეგ ადამიანი მართლა ლეგენდა და მართლა კაცია.
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა