ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი ყველა იმ ინციდენტებზე მსჯელობს. რომელშიც "მაკლარენის" ბრიტანელი პილოტი მონაწილეობდა
ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი მარკ ჰიუზი მსჯელობს ამ სეზონში იმ მრავალრიცხოვან ინციდენტებზე, რომელშიც "მაკლარენის" ბრიტანელი პილოტი ლუის ჰემილტონი მონაწილეობდა.

"პრაქტიკულად ყოველი რბოლის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ მორიგ ინციდენტს ლუის ჰემილტონის მონაწილეობით. ბრიტანელის ხუთწლიანი კარიერის განმავლობაში ჯერ არ ყოფილა სეზონი, რომ მას ამდენი შეცდომა დაეშვას. დღეს ბევრი ეძებს ამგვარი ჩავარდნის მიზეზს.

ვიღაცას მიაჩნია, რომ ეს არის ფსიქოლოგიურიი ხასიათის პრობლემა - ჰემილტონი განაწყენებულია იმით, რომ მანქანა კვლავ არ აძლევს ტიტულისთვის ბრძოლის საშუალებას. შესაძლოა, მიზეზი სულ სხვა იყოს.

წლევანდელი სეზონის გადამწყვეტი ფაქტორები - უკანა მოძრავი ანტიფრთის გამოჩენა, KERS-ის სისტემის დაბრუნება და საბურავების სწრაფი ცვეთა - ვერ მოერგო ჰემილტონის საქმისადმი ინსტინქტურ მიდგომას. შესაძლოა, ის თვისებები, რომელმაც მას წარსულში (როცა გასწრება გაცილებით რთული იყო) გასწრებების საუკეთესო სპეციალისტის სტატუსი მოუტანა, დღეს პრობლემების წყაროდ იქცა.

90-იანი წლების დასაწყისიდან ფორმულა 1-ში დიდი მუშაობა დაიწყეს გასწრებების რიცხვის გაზრდისთვის. მრავალი წლის განმავლობაში სტაბილურად გასწრება მხოლოდ რამდენიმე პილოტს შეეძლო. პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ აირტონ სენა, ნაიჯელ მენსელი და ხუან-პაბლო მონტოია - მათ სხვებზე უკეთ შეეძლოთ მანქანის დინამიკაზე კონტროლი. ჰემილტონიც მათ რიცხვში შედის.

კარგი მაგალითია 2007 წელს კიმი რაიკონენზე შეტევა მონცას ტრასის პირველ მოსახვევში. ეს არის სერიოზული დამახრუჭების ზონა - სისწრაფის არანორმალური დაგდება მანქანისთვის, რომელიც მინიმალურ მოჭიდების ძალაზეა მომართული. ჰემილტონი რაიკონენის მანქანის უკნიდან ისე სწრაფად და გვიან გამოვარდა, რომ ფინელი გაოგნებული დარჩა - კიმის მოუწია ლუისის შიდა რადიუსზე გატარება.

ჰემილტონის მანქანის სიჩქარე იმ კონკრეტული მოსახვევისთვის ძალიან დიდი იყო, მაგრამ ლუისმა შეგნებულად მოახდინა გადაჭარბებული მანევრირების პროვოცირება, რათა ტრასიდან არ გავარდნილიყო.

შესაძლოა, ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი ჰემილტონის უნიკალური თვისებისა - მონახოს შეტევის ისეთი ვარიანტი, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ. ის ეძებდა და პოულობდა ასეთ ვარიანტებს პირველივე ეტაპებიდან.

ახლა ეს ფაქტორი პრობლემატური გახდა. დღეს გასწრება ძალიან იოლია - თუ მეტოქეს საბურავები გაცვეთილი აქვს ან უკანა მოძრავი ანტიფრთის გამოყენება შესაძლებლობა არსებობს, ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის გასწრება. ახლა ეს - ტაქტიკური თამაშია.

კარგი მაგალითია - ჰემილტონისა და შუმახერის ხანგრძლივი დუელი მონცაში, როცა ლუისის შეტევები ნეიტრალიზებული იქნა გერმანელის დაცვის მიერ, ბატონი კი სწრაფად გავიდა წინ იმის ხარჯზე, რომ მის მანქანაზე საბურავი უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე შუმახერის ბოლიდზე.

სინგაპურში ლუისმა წარუმატებლად შეუტია მასას - მან ვერ შეაფასა მანქანის წინა ნაწილის მდებარეობა და ფელიპეს შეეხო. მას უბრალოდ რომ მოეთმინა, შემდეგ წრეზე შეძლებდა წინ გასვლას უკანა მოძრავი ანტიფრთისა და KERS-ის სისტემის წყალობით. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ რაც უფრო რთულია სიტუაცია, მით უფრო მეტად ინდომებს ჰემილტონი და მით უფრო უარესად გამოსდის საქმე. სავარაუდოდ, მან უნდა გაანალიზოს სიტუაცია და მიხვდეს, როგორ იმოქმედოს ეფექტურად ფორმულა 1-ის შეცვლილ რეალობაში", - მსჯელობს მარკ ჰიუზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა