მართალია, სებასტიან ფეტელი წლევანდელ ჩემპიონატში ყველაზე სწრაფია, ყველაზე მაღალანაზღაურებად პილოტთა სიაში მხოლოდ მესამეა
მართალია, სებასტიან ფეტელი წლევანდელ ჩემპიონატში ყველაზე სწრაფი ავტომრბოლია, მიუხედავად ამისა, ყველაზე მაღალანაზღაურებად პილოტთა სიაში ამ მომენტისთვის მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს.

გერმანელი ჩამორჩება უფრო გამოცდილ კოლეგებს - მიხაელ შუმახერსა და ფერნანდო ალონსოს. ამ სეზონში “რედ ბულის” პილოტის წლიური ხელფასი 16 მილიონ ევროს შეადგენს, იმ დროს, როცა “ფერარის” ესპანელი წევრის ჯამაგირი 25 მილიონი ევროა, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონისა - 21 მილიონი.

თუმცა გერმანული გაზეთი “ბილდი” იუწყება, რომ ფეტელი ძალიან სწრაფად ეწევა კონკურენტებს. ყოველი გრანპრის მოგებასთან ერთად იზრდება გერმანელის შემოსავალი. ჩემპიონატის მოგებისთვის ფეტელი 6 მილიონ ევროს მიიღებს, აგრეთვე დამატებით 2 მილიონს, თუ მომდევნო სეზონშიც გაიფორმებს ჩემპიონობას. სებასტიანს აგრეთვე ერგება 500 ათასი ევრო თითოეული გრანპრის მოგებისთვის. მას უკვე ცხრა გამარჯვება აქვს წელს, რაც დამატებით 4.5 მილიონ ევროს ნიშნავს. ნებისმიერი პოდიუმისთვის კი ფეტელი დამატებით 250 ათას ევროს იღებს.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ნიკი ლაუდას მიაჩნია, რომ ასეთი წარმატება თავგზას ვერ აურევს გერმანელს.

“სხვებისგან განსხვავებით, ფეტელი - ჩამოყალიბებული პიროვნებაა: რესპექტაბელური, პატიოსანი, ნორმალური. მაღალი ჰონორარები მის პიროვნებას არ შეცვლის”, - ამბობს ავსტრიელი ლეგენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა