ტოკიოს ტურნირი შარშანდელი ჩემპიონის გარეშე დარჩა, მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი ბრძოლას გამოეთიშა
ტოკიოს ტურნირი შარშანდელი ჩემპიონის გარეშე დარჩა - მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ სამ სეტში წააგო მერვედფინალი ესტონელ კაია კანეპისთან და ბრძოლას გამოათიშა.

დღე არ გავა, რომ იაპონიის დედაქალაქში ერთი სენსაცია არ მოხდეს. მეორე წრეში აღვნიშნეთ რუსი მარია კირილენკოს გამარჯვება ავსტრალიელ სამანტა სტოსურთან, ამჯერად კი ტურნირი რეიტინგის ლიდერის გარეშე დარჩა.

ყველამ ვიცით, რომ კაროლინ ვოზნიაცკი ამ ზაფხულს ვერ ბრწყინავდა, მაგრამ ამერიკის ღია პირველობაზე მაინც კარგად გამოვიდა . ამიტომაც არავინ ელოდა, რომ დანიელი ტოკიოში ასე ადრე ჩამოსცილდებოდა ბრძოლას.

თანაც, გუშინდელი მატჩი ვოზნიაცკისთვის კარგად დაიწყო.

მან მაშინვე მოიგო კანეპის მოწოდება, თუმცა ბალტიისპირელმა სწრაფად აღადგინა თანაფარდობა. მერვე გეიმში დანიელს ბრეიკის აღების რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ სამი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ ვოზნიაცკის თამაშში ჩავარდნა დაიწყო და 5:5-ზე პირველ ნომერმა საკუთარი მოწოდება წააგო. კანეპიმ ეს შანსი კარგად გამოიყენა და სეტი მოიგო.

მეორე პარტიაში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ კანეპი დაიღალა კუთხიდან კუთხეში სირბილით. მან რისკს უმატა და შესაბამისად, შეცდომებიც მომრავლდა, რაც კაროლინს აძლევდა ხელს. მომდევნო ათი გეიმიდან დანიელმა ცხრა მოიგო და 6:1, 3:0 დაწინაურდა.

მაგრამ ამ მომენტში მორიგი უცნაურობა მოხდა. კაროლინს საერთოდ აღარ მისდიოდა მოწოდება, მოკლე დარტყმებს მოუხშირა და შეცდომებიც მრავლად ჰქონდა. ასე რომ, კანეპიმ ინიციატივა მოიპოვა და პრაქტიკულად მისი ყველა დარტყმა აღწევდა მიზანს. ვოზნიაცკიმ ვერაფრის შეცვლა ვეღარ მოახერხა და ბოლო შვიდი გეიმიდან ექვსი მეტოქეს დაუთმო.

მეოთხედფინალში კანეპის აგნიეშკა რადვანკასთან შეხვედრა ელის. პოლონელი ჩოგბურთელის მატჩი სერბ ელენა იანკოვიჩთან უცნაურად განვითარდა.

პირველ და მეორე სეტს შორის სათამაშო უპირატესობა იანკოვიჩის მხარეს იყო და ამ მონაკვეთებში აგნიეშკამ მხოლოდ ორი გეიმი მოიგო. რადვანსკა ბევრ შეცდომას უშვებდა, ვერ უმკლავდებოდა იანკოვიჩის კუთხეში დარტყმებს და ელენა დამაჯერებლად აგროვებდა ქულებს.

სამაგიეროდ, მეორე პარტიის დასაწყისსა და ბოლოში, ისევე, როგორც გადამწყვეტ სეტში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი საკუთარ თავს არ ჰგავდა. ის ყველანაირ დარტყმას აცილებდა, განსაკუთრებით ბექჰენდს. საბოლოოდ, რადვანსკამ ზედიზედ ცხრა გეიმი აიღო და შესაბამისად, მესამე სეტი "მშრალი" ანგარიშით მოიგო.

წარმატებული დღე ჰქონდათ რუს ჩოგბურთელებს, რომლებსაც დღეს მეოთხედფინალში სამი წარმომადგენელი ეყოლებათ. სტოსურის ძლევის შემდეგ კირილენკომ ანა ივანოვიჩის დამარცხებაც მოახერხა.

პირველ სეტში საკმაოდ დაძაბული ბრძოლა მიდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ კირილენკომ მიღებაზე ორჯერ ნაკლები ქულა მოიგო, ერთადერთი ბრეიკი პარტიაში სწორედ მან გააკეთა, ამასთან სამი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და სეტი მოიგო. მეორე პარტიაში ანა საერთოდ გამოეთიშა თამაშს. ერთადერთი, რაც მან შეძლო - ერთი გეიმის მოგება იყო. კირილენკოს უპირატესობა უდიდესი გახლავთ და მან იოლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 6:3, 6:1.

განსხვავებული სცენარით განვითარდა მოვლენები კირილენკომ სეხნიის - მარია შარაპოვასა და იულია გორჯესის მატჩში. აქამდე ისინი ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და წელს ავსტრალიის ღიაზე რუსმა სამ სეტში მოიგო. ამჯერად ყველაფერი ორ სეტში გაირკვა, თუმცა თამაში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ორივე ჩოგბურთელი ვერ გადაურჩა ჩავარდნას, ამასთანავე, ჰქონდათ კარგი მონაკვეთებიც. მოწოდებაზე შარაპოვაც და გორჯესიც ნორმალურად გამოიყურებოდნენ, ამიტომაც პირველ სეტში მეტოქეებმა თითო ბრეიკი გაცვალეს, მე-13 გეიმში კი უფრო მტკიცე ნერვები შარაპოვას აღმოაჩნდა.

მეორე პარტია სულ სხვა სცენარით განვითარდა. მარია უფრო დამაჯერებლად მოქმედებდა მიღებაზე, სამაგიეროდ, დაეცა პირველი მოწოდების პროცენტი, რამაც რამდენიმე ბრეიკი გამოიწვია. მარია სამჯერ გავიდა წინ და სამივეჯერ დაკარგა უპირატესობა.

მან ეს, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რადგან სეტზე ვერ ჩააწოდა, სეტბოლი ვერ გამოიყენა და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. საბოლოოდ, საქმე ისევ ტაი-ბრეიკამდე მივიდა და ისევ მარიამ ითამაშა უკეთ - 7:6(4), 7:6(4).

კიდევ ერთი მეოთხედფინალური წყვილი შეადგინეს ვიქტორია აზარენკამ და მარიონ ბარტოლიმ. ბელარუსმა ორ სეტში მოუგო კლარა ზაკოპალოვას, ფრანგი კი შუაი პენგს გაუსწორდა. პეტრა კვიტოვამ უიმბლდონზე ტრიუმფის შემდეგ პირველად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი - ვანია კინგს ორ სეტში მოუგო. ახლა, ჩეხს შარაპოვასთან მოუწევს თამაში, რომელიც უიმბლდონის ფინალში დაამარცხა.

WTA

Toray Pan Pacific Open

ტოკიო (იაპონია). ჰარდი

1/8 ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 3)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 6:3, 7:5; მარიონ ბარტოლი (საფ, 7)-შუაი პენგი (ჩინ, 10) 6:2, 6:1; მარია კირილენკო (რუს)-ანა ივანოვიჩი (სერ, 12) 6:3, 6:1; ვერა ზვონარევა (რუს, 4)-ივეტა ბენეშოვა (ჩეხ) 6:1, 6:2; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5)-ვანია კინგი (აშშ) 6:1, 7:6(4); მარია შარაპოვა (რუს, 2)-იულია გორჯესი (გერ, 13) 7:6(4), 7:6(4); კაია კანეპი (ესტ)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1) 7:5, 1:6, 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 9)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 8) 2:6, 6:4, 6:0.

1/4 ფინალი

კანეპი-ა. რადვანსკა (9); აზარენკა (3)-ბარტოლი (7); კირილენკო-ზვონარევა (4); კვიტოვა (6)-შარაპოვა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის