აზერბაიჯანის დედაქალაქში მოკრივეთა მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატზე ლევან გულედანმა ყირგიზი ჩინგიზ ბორბაშევს 24:22 სძლია
აზერბაიჯანის დედაქალაქში მოკრივეთა მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატზე 127 ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ცდის ძალებს. მათ შორის 10 ქართველია. ხუთმა მათგანმა უკვე მოსინჯა ძალები ბაქოს რინგზე.

ასპარეზობის პირველ-მეორე დღეს, როგორც გაუწყეთ, ავთანდილ ჭუბაბრიამ (49 კგ), სევერიან ჭილაძემ (52) და დავით გოგიშვილმა (91) მეტოქეებს სძლიეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

გუშინ პირველი წრის ორთაბრძოლები კიდევ ორმა ქართველმა მოკრივემ გამართა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან გულედანმა ყირგიზი ჩინგიზ ბორბაშევს 24:22 სძლია და მეორე წრეში 2 ოქტომბერს 21 წლის ნიუიორკელ (აშშ) მარკუს ბრაუნს დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა გუშინ აშკარა უპირატესობით იაპონელ იოშიცუნა ოკადას აჯობა.

თანაგუნდელებს, სამწუხაროდ, მხარი ვერ აუბა გიორგი კილანავამ (56) - იგი 24 წლის ავსტრალიელ ლუკ ბოიდთან 10:17 დამარცხდა. არადა, მწვანე კონტინენტის წარმომადგენელი დიდი შედეგებით არ გამოირჩევა. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის მონაწილეა, თუმცა ჩინეთის დედაქალაქში ბოტსვანელ იქპოლენდთან პირველსავე წრეში დამარცხდა. ასეა თუ ისე, ქართველი მოკრივე კვარცხლბეკისკენ მიმავალ ბილიკს ჩამოაცილა.

დღეს ბაქოს რინგზე კიდევ ორი ჩვენებური გამოვა. ესენი არიან: წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები - ზაალ კვაჭატაძე (69) და მიხეილ ბახტიძე (+91). ზაალს მეტოქეობას გაუწევს ალჟირელი ილიას აბადი, რომელიც მე-10 ნომრადაა განთესილი (ამ წონაში გამოდიან მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ყაზახი სერიკ საპიევი, მსგავსი შეჯიბრების ვერცხლის პრიზიორი, რუსი ანდრეი ზამკავოი, უელსელი ფრედი ევანსი და სხვები).

წარმატების შემთხვევაში, ზაალი 2 ოქტომბერს კამილ ჟერემეტას (პოლონეთი) და ონდა სიფალს (თურქეთი) შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. ბახტიძე მაკედონიელ პრიმისლავ დიმოვსკისთან გაარკვევს ურთერთობას. გამარჯვებულს მე-2 წრეში მე-3 ნომრად განთესილი ფილიპ ჰრგოვიჩი (ხორვატია) ელოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა