სანაკრებო მატჩების დასრულების შემდეგ გთავაზობთ ინტერვიუს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან

ყოველ წელს სანაკრებო მატჩების დასრულების შემდეგ გთავაზობთ ხოლმე ინტერვიუს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესკ ლიპარტელიანთან. ტრადიციას არც ამჯერად დავარღვევთ, მით უმეტეს, რომ სალაპარაკო თემა საკმაოა, თანაც არა მხოლოდ სანაკრებო. შესავალი აქ დავასრულოთ და ინტერვიუზე გადავიდეთ.

- საქართველოს ნაკრებმა დასახულ მიზანს მიაღწია - გადალახა პირველი ჯგუფური ეტაპის ბარიერი და ევროპის საუკეთესო 12 გუნდს შორის მოხვდა. შესაბამისად, ჩვენი გამოსვლა ევრობასკეტზე დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, ვფიქრობ, რომ არა მცირე უიღბლობა (ტრავმებს ვგულისხმობ), საქართველოს ნაკრები ევროპას კიდევ ერთ პატარა სიურპრიზსაც შესთავაზებდა.

- მეორე ეტაპზე გუნდს დაღლილობა ეტყობოდა

- პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ ეს მოსალოდნელი იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ორი წამყვანი კალათბურთელის დანაკლისი გახდა. ზაზა ფაჩულიას ბულგარეთის შემდეგ აღარ უთამაშია, გიორგი ცინცაძემ კი მაკედონიასთან სერიოზული ტრავმა მიიღო და დარჩენილ ორ მატჩში გუნდს ვეღარ დაეხმარა.

გარდა იმისა, რომ ზაზა მაღალი კლასის კალათბურთელია და ფარქვეშ დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს, იგი აწყობილი სისტემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო და მისი გამოკლების შემდეგ მწვრთნელს სქემების გადახალისება მოუწია, რაც მოკლე დროში იოლი საქმე ნამდვილად არ არის. საბოლოოდ ეს მეტ-ნაკლებად წარმატებით მოხერხდა, ფაჩულიას გარეშეც ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავდა და ყველა მატჩში ბოლომდე ღირსეულად იბრძოლა.

- ვილნიუსში ფიბა-ევროპის გენერალურ მდივან ნარ ძანოლინსაც არაერთხელ შეხვდით. ჩვენი ნაკრების თამაშზე რა აზრისაა?

- ჩვენი წარმატებით გახარებული ჩანდა, რადგან სწორედ საქართველოსა და ფინეთის ნაკრების ტოპ-12-ში მოხვედრამ დაამტკიცა, რომ ევრობასკეტზე გუნდების რაოდენობის 16-დან 24-მდე გაზრდა სწორი ნაბიჯი იყო.

აქამდე ძირითადად ევროპის პირველობაზე ერთი და იგივე 14 გუნდი მონაწილეობდა, რომლებსაც 2 სხვადასხვა ემატებოდა. ახლა კი ევრობასკეტზე არაერთი ახალი სტილის გუნდი მოხვდა, რამაც სანახაობრივი მხარე აამაღლა.

ბევრი ვერ მოიფიქრებდა, რომ ხორვატია ჯგუფიდან ვერ გავიდოდა, იგივე შეიძლება ითქვას იტალიის ნაკრებზე. ლიტვაში ნარ ძანოლინმა 2004 წელი გაგვახსენა, როცა თბილისში საქართველო-ფინეთის მატჩს დაესწრო- იგი სპორტის სასახლეში ცოტა ადრე მივიყვანეთ და ნახევრად გავსებული დარბაზი რომ დაინახა გაიკვირვა - ასეთ დიდ არენაზე თამაშს რატომ ატარებთო. მალე დარბაზი პირამდე გაივსო, 12 ათასი გულშემატკივარი მოვიდა, ის შეხვედრა ქართველებმა მოვიგეთ და ფიბა-ევროპის გენერალური მდივანიც გაკვირვებული დარჩა.

- საინტერესოა ნაკრების მწვრთნელის საკითხი. იგორ კოკოშკოვს ოთხწლიანი კონტრაქტი ამოეწურა

- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პაუზა ავიღეთ. თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ არ გვილაპარაკია. მწვრთნელს ოქტომბრის შუაში დავუკავშირდებით და ბევრ რამეს მას შემდეგ გადავწყვეტთ.

- აპირებთ ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას?

- მთავარია, რომ იგორ კოკოშკოვის მუშაობით კმაყოფილები ვართ. თუმცა, ჯერ აუცილებელია დარეკვა, მისი აზრის გაგება. ჩვენც შესაბამისად მოვიქცევით.

- ევროპის მომავალი ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ზუსტად 30 გუნდი მიიღებს მონაწილეობას თუ კიდევ ვინმე დაემატება?

- დავიწყოთ იქიდან, რომ გასული ევრობასკეტის 6 საუკეთესო გუნდი, ევრო-2013-ის და ოლიმპიადის მასპინძლები (სლოვენია და დიდი ბრიტანეთი), შესარჩევ ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებენ. შესარჩევში რამდენი გუნდი შეიკრიბება ჯერ ცნობილი არ არის. ფიბა-ევროპა ყველა ფედერაციას წერილობით მიმართავს, რომლის შემდეგ გაირკვევა ვინ აპირებს ევრობასკეტი-2013-ის შესარჩევ ტურნირში გამოსვლას. სწორედ ამის შემდეგ გვეცოდინება საქართველოსთან ერთად კიდევ ვინ იასპარეზებს შესარჩევში.

- კარს მოგვადგა საქართველოს ჩემპიონატი. გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი გუნდი აპირებს მონაწილეობას?

- შემიძლია ვთქვა, რომ ცხრა გუნდი აუცილებლად ითამაშებს: "არმია", "სოხუმი", ”თსუ”, "რუსთავი", "ქუთაისი", "ბათუმი", ”შსს”, ”სტუ”, "სამედიცინო". თითქმის გადაწყვეტილია, კიდევ ორი გუნდის საკითხი, ერთ-ერთია თბილისის "დინამო".

- გუნდებს შორის შესაძლოა დიდი სხვაობა იყოს. ამის გამო ჩემპიონატის ფორმატის შეცვლას ხომ არ აპირებთ?

- "სოხუმი" და "არმია" წლეულს მართლაც საგრძნობლად გაძლიერდნენ, მაგრამ ვიდრე სიტუაცია არ დასტაბილურდება, ჩემპიონატის ფორმატში ძირეული ცვლილებებისგან თავს შევიკავებთ. საერთოდ კი დებულებას რომ ვადგენთ, გუნდებს ვუგზავნით და შემდეგ კლუბების წარმომადგენლებს ვეკითხებით - თუ რამე შესწორებაა საჭირო, გვითხარით და ერთად გადავწყვითოთ-თქო. ახალ სეზონში სუპერლიგაში მონაწილე გუნდებს განაცხადში 16 კალათბურთელის შეყვანის უფლება ექნებათ, ასევე შეეძლებათ ახალგაზრდული გუნდებიდან 4 მოთამაშის დამატება.

- საინტერესოა დარბეზების საკითხი

- სუპერლიგის მატჩები სპორტის სასახლეში გაიმართება, ხოლო დუდუ დადიანის მემორიალს (რომელიც 6 ოქტომბერს დაიწყება) "აკადემიას" დარბაზი უმასპინძლებს.

- იგეგმება თუ არა ვერის ბაღის დარბაზის საკალათბურთო საქმიანობაში დაბრუნება?

- ეს არენა მერიას ეკუთვნის და თბილისის მერი, გიგი უგულავა დაგვპირდა, რომ 2012 წლისთვის დარბაზი სათანადოდ მოწესრიგდება. ასევე მალე მწყობრში ჩადგება სკა-ს არენა, რომელიც სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

pirss
ეს კაცი მაოძედუნია თუ სტალინი? რამდენი წელია ფედერაციის პრეზიდენტია.? მუბარაკიზაციაა საჭირო!!!!
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა