ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართულ მშვილდოსნობას კომპანია GPS უსპონსორებს

ქართულ მშვილდოსნობას კომპანია GPS უსპონსორებს

მშვილდოსნობის ფედერაციამ და ფარმაცევტულმა კომპანია GPS-მა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
დღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მშვილდოსნობის ფედერაციამ და ფარმაცევტულმა კომპანია GPS-მა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე სეზონში კომპანია ფედერაციის სპონსორი გახდება, გაისად კი მათ შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდება.

მემორანდუმს ხელი ფედერაციის პრეზიდენტმა მამუკა ქაცარავამ და კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დავით კილაძემ მოაწერეს, ამ ცერემონიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციას კი მათთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავაც ესწრებოდა. ქაცარავამ კმაყოფილება გამოთქვა დადებული ხელშეკრულების გამო და განაცხადა, რომ სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის ფინანსური დახმარების მიუხედავად, დამატებითი დასპონსორება ნამდვილად სჭირდებოდათ და კომპანიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შემდეგ მან ქართული მშვილდოსნობისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხიც გაახმაურა. კერძოდ, ის, რომ კორეელ მწვრთნელ ან ჰიუნ სანს ოლიმპიადის ჩათვლით გაუგრძელეს კონტრაქტი, რადგან მაღალი დონის მწვრთნელია. ცხადია, ყველაზე მეტ ინტერესს მსოფლიოს ჩემპიონატზე სკანდალურად დაკარგული თუ წართმეული ლიცენზიებისთვის ბრძოლა იწვევდა - ქართული მხარე საქმის ლოზანის არბიტრაჟში განხილვას აპირებდა და უცხოეთში სათანადო გამოცდილების მქონე იურისტების მოძიებასაც აპირებდა. ასეთები მართლაც იპოვეს - ამერიკაში, ოღონდ მათ ძალიან დიდი გასამრჯელო მოითხოვეს - ნახევარი მილიონი ევრო.

გარდა იმისა, რომ ფედერაციას ამხელა თანხა ფიზიკურად არ აქვს (ეს ბევრად აღემატება მათ წლიურ ბიუჯეტს), არარეალური გასამრჯელოცაა და ამ განზრახვაზე ხელი აიღეს. სამაგიეროდ, გუნდის გაძლიერება განიზრახეს, რათა გაისად გასამართ სალიცენზიო ტურნირებს კიდევ უფრო უკეთ მომზადებულები შეხვდნენ და საამისოდ უკრაინიდან იულია ლობჟანიძე ჩამოჰყავთ. ის უკვე საქართველოშია და გუნდთან ერთადაც ვარჯიშობს, თუმცა ჯერ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, მაგრამ ქაცარავამ სამომავლო გეგმები უკვე დაუკავშირა და განაცხადა- ის ძლიერი მსროლელია და ჩვენს გუნდს უთუოდ გააძლიერებსო. მისი სიტყვებიდან გამომდინარე, ეტყობა, ლობჟანიძის გადმოყვანაზე კორეელი მწვრთნელიც ყაბულსაა და ეს საქმე მხოლოდ დროის ამბავია.

მემორანდუმის მნიშვნელობაზე კილაძემაც ისაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობაზე.

"გადავწყვიტეთ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხში და მოხარულები ვართ, ამის საშუალება რომ მოგვეცა. გვჯერა, ნაკრები უკეთ მოემზადება და წარმატებასაც მიაღწევს", - თქვა კილაძემ.

"სპორტი ნამდვილად არაა განებივრებული კერძო სექტორის თანადგომით და თანამშრომლობის თითოეული მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა კომპანია GPS, აგრეთვე ქაცარავას და ყველა მწვრთნელს, რომელთა ძალისხმევითაც ქართულმა მშვილდოსნობამ ტრადიციები დაიბრუნა. მისი ამბიციებიც სავსებით გასაგებია, რადგან საამისო პოტენციალიც გააჩნია", - განაცხადა გალდავამ.

პრესკონფერენციაზე ნაკრების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ქალთა ნაკრები - ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე- ხვალ ლონდონში გაემგზავრება, სადაც 2-8 ოქტომბერს ოლიმპიურ ტესტებში გამოვა. მშვილდოსნები ოლიმპიურ სასროლეთზე იასპარეზებენ და მომავალი თამაშების მასპინძელ არენას შეამოწმებენ, მასპინძლები კი საკუთარ შესაძლებლობებს საორგანიზაციო საკითხებში გამოსცდიან. იქიდან დაბრუნებული ეს სამეული, რომელსაც, ალბათ, ლობჟანიძეც დაემატება,2-თვიან შეკრებაზე კორეაში გაემგზავრება. საერთოდ, როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ოლიმპიადამდე დარჩენილ ამ ერთწლიან პერიოდს გუნდი განსაკუთრებული მომზადებით გაივლის.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები

თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა

მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა