ბომ მაკედონიის მაისურით საქართველოს ნაკრებს 27 ქულა რომ ჩაუგდო, მას მერე ჯერ მეტრეველის "დინამო სისარს" სძლია, შემდეგ სანიკიძის "ვურტუსს"
ბო მაკალები აჩრდილივით თან დაგვყვება: ევრობასკეტზე მაკედონიის მაისურით საქართველოს ნაკრებს 27 ქულა რომ ჩაუგდო, გემახსოვრებათ.

მას მერე ბომ "მონტეპასკისთან" ერთად ნიკა მეტრეველის "დინამო სისარი" დაამარცხა, ახლა კი ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსს" აჯობა.

ბოლონიელები და სიენელები ერთმანეთს პირველობას "ბელაველიას მემორიალზე" ეცილებოდნენ . "მონტეპასკიმ" პირველივე პერიოდში 10-ქულიანი უპირატესობა დაიბევა და მეოცე წუთამდე შეინარჩუნა. მეოთხე რაუნდის დაწყებამდე კი ვიქტორ სანიკიძის თანაგუნდელებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს (50:54), თუმცა საბოლოო ანგარიშიც (65:79) ნათელჰყოფს, რომ მეოთხე პერიოდი "მონტეპასკისა" იყო.

ვიქტორმა სიენელებს 6 ქულა ჩაუგდო, ხოლო მაკალებმა 9 ქულა მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი გამარჯვებულთა იტალიელი მოთამაშე პიეტრო არადორი გახდა - 21 ქულა.

მაკალებისა და ქართველთა დაპირისპირება ჯერაც არ დასრულებულა: შაბათს, 1 ოქტომბერს, "მონტეპასკი" მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუს" იტალიის სუპერთასის მატჩში "დაეჭიდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა