ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვლავი ახალ სეზონს ბოლონიას “ვირტუსის” შემადგენლობაში დაიწყებს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვლავი კობი ბრაიანტი ახალ სეზონს იტალიური კლუბის - ბოლონიას “ვირტუსის” შემადგენლობაში დაიწყებს.

ბრაიანტი ამ გუნდში იქამდე ითამაშებს, სანამ NBA-ში ლოკაუტი არ დასრულდება, ამის შემდეგ კი მცველი კალიფორნიაში დაბრუნდება. ჯერჯერობით კალათბურთელმა და “ვირტუსმა” ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს - კონტრაქტი 40-დღიანი იქნება.

ამ დროის განმავლობაში ბრაიანტი სამ მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ჯერჯერობით არ ზუსტდება - გააგრძელებენ თუ არა კონტრაქტს იმ შემთხვევაში, თუ 40 დღის გასვლის შემდეგ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ლოკაუტი დასრულებული არ იქნება.

იტალიის ჩემპიონატი “ვირტუსისთვის” 9 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კალენდარი შეიცვლება, რადგან პირველობა 17-გუნდიანი გახდა - საუკეთესო დივიზიონს “ვენეცია” დაემატა. თანაც იტალიის ლიგის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ სეზონის პირველ თვეს “ვირტუსს”, შესაძლოა, 7-8 თამაშის ჩატარება მოუწიოს, რათა უფრო ბევრმა გულშემატკივარმა იხილოს კობი საქმეში. ბრაიანტის კონტრაქტი სწორედ ჩემპიონატის დაწყებისთანავე ამოქმედდება.

ბავშვობაში (ექვსიდან 13 წლამდე) ბრაიანტი მამამისთან - ჯოსთან ერთად ცხოვრობდა იტალიაში. უფროსი ბრაიანტი რამდენიმე იტალიურ გუნდში თამაშობდა. კობის კონტრაქტი “ლოს ანჯელეს ლეიკერსთან” კიდევ სამი წელი იქნება ძალაში და ამ დროის განმავლობაში კალიფორნიელი 83.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა