ჰოკეის ეროვნული ლიგის მორიგი რეგულარული სეზონი ზედიზედ მეხუთე წელია ევროპაში ტრადიციული მატჩებით გაიხსნება, რომელსაც NHL Premiere ჰქვია
ჰოკეის ეროვნული ლიგის მორიგი რეგულარული სეზონი (რიგით 95-ე) ზედიზედ მეხუთე წელია ევროპაში ტრადიციული მატჩებით გაიხსნება, რომელსაც NHL Premiere ჰქვია. ამჯერად “ბებერი კონტინენტის” მიმართულებით გაემგზავრნენ “ანაჰაიმ დაქსი”, “ბაფალო სეიბრზი”, “ლოს ანჯელეს კინგზი” და “ნიუ იორკი რეინჯერსი”.

სხვათა შორის ამ უკანასკნელმა უკვე მოასწრო პირველი მატჩის გამართვა - პრაღაში ადგილობრივი “სპარტა” 2:0 დაამარცხა. გოლები ნიუიორკელთა მხრიდან ანისიმოვმა და ფედოტენკომ გაიტანეს. ამის შემდეგ “რეინჯერსი” გიოტებორგში შეხვდება “ფრიოლუნდას”. “ანაჰაიმი” ფინეთის “იოკერიტსა” და გერმანიის “ჰამბურგს”, “ბაფალო” - გერმანიის “მანჰაიმს”.

უშუალოდ რეგულარული ჩემპიონატის ოფიციალური მატჩები სტოკჰოლმში (ორჯერ), ჰელსინკიში და ბერლინში გაიმართება. 7 ოქტომბერს ფინეთის დედაქალაქში ითამაშებენ “ანაჰაიმი” და “ბაფალო”, იმავე დღეს სტოკჰოლმში “რეინჯერსი” და “ლოს ანჯელესი” გაარკვევენ ურთიერთობას. 8 ოქტომბერს ბერლინში კი “ბაფალო” და “ლოს ანჯელესი” შეხვდებიან ერთმანეთს.

კროსბი რეგულარულს ვერ იწყებს

“პიტსბურგ პინგვინზის” კაპიტანმა სიდნი კროსბიმ იანვარში მიღებული ტვინის შერყევის შემდეგ პირველად ჩაატარა სრულფასოვანი ვარჯიში - ძალისმიერ ორთაბრძოლებზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

გუნდის მთავარი მწვრთნელის დენ ბაილსმას განცხადებით, კროსბი გუნდს კანადაში გაყვება, სადაც “პიტსბურგი” სეზონის პირველ სამ მატჩს ჩაატარებს. თუმცა ფორვარდი ამ სამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ექიმები მიიჩნევენ, რომ კროსბის ჯერ ბოლომდე არ გაუვლია სარეაბილიტაციო კურსი.

სიდნის ტურნეში გამგზავრება იმით არის განპირობებული, რომ კლუბთან ერთად ის ინტენსიურ ვარჯიშებს გამართავს და სწრაფად შეძლებს ფორმაში შესვლას. “პინგვინები” სეზონს “ვანკუვერთან” (6 ოქტომბერი), “კალგარისთან” (8 ოქტომბერი) და “ედმონტონთან” (9 ოქტომბერი) შეხვედრებით ხსნიან.

“ლოს ანჯელეს კინგზმა”, როგორც იქნა, მოაგვარა თავისი წამყვანი მცველის დრიუ დაუტის გაფორმების საკითხი.

ხელშეკრულება ჯერ არის გაფორმებული, მაგრამ მხარეებმა რვაწლიან კონტრაქტზე მიაღწიეს შეთანხმება. დაუტის წლიური ხელფასი შვიდი მილიონი დოლარი იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაუტიმ მაინც გაიტანა თავისი და ახლა, “მეფეების” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰოკეისტი გახდა. მან ეს სტატუსი სლოვენიელ ლეგიონერ ანჟე კოპიტარს ჩამოართვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა