"იბერია სტარი" უეფას თასის ელიტრაუნდში გავიდა და კენჭისყრამდე მეორე კალათში "ბარსელონასთან" ერთად მოხვდა
იბერია სტარი (საქართველო) - სლოვ მატიკი (სლოვაკეთი) 3:3

0:1 სლამა (7), 1:1 რონინიო (17), 1:2 ბრუნოვსკი (21), 2:2 ნეგაო (22), 3:2 მელო (23), 3:3 მიკიტა (39).

16-ე წუთზე რონინიომ 10-მეტრიანი საჯარიმო ვერ გამოიყენა.

იბერია სტარი: ტონი, ლუიშ ბაპტისტა, რონინიო, ბრუნო მელო, რომარიო, აკოპოვი (მეკარე), ედუ, ძაბირაძე, ალთუნაშვილი, ბეტინიო, გ. ზოიძე, ჯვარაშვილი

სლოვ მატიკი: ბრნდიარი, მიკიტა, გალკო, კოზარი, ბრუნოვსკი, გაშპაროვიჩი (მეკარე), რაფაი, სლამა, ბაგინი, ფეხერვარი, ფრიჩი, ბარტოშეკი

გაფრთხილება: ფრიჩი (13), მიკიტა (16)

არბიტრები: ს. სტავიცკი (პოლონეთი), ს. დევერე (ბელგია)

მატჩამდე ცნობილი გახდა, რომ თბილისში უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მაყურებელთა დასწრების რეკორდი გაუმჯობესდა: პირველ დღეს სპორტის სასახლეში 4200 მაყურებელი შეიკრიბა, რაც უკვე რეკორდი იყო, მეორე დღეს კი - 4500.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ სლოვაკები თავს კარგად იცავდნენ და, რაც მთავარია, გასაოცრად თამაშობდა "სლოვ მატიკის" მეკარე მარიო გასპაროვიჩი. სლოვაკები მეორე ნომრად თამაშობდნენ და ამან მათ შედეგიც მოუტანა: მე-7 წუთზე "იბერიას" დაცვა შეცდა და კარგად გათამაშებული კომბინაცია ზდენეკ სლამამ დააგვირგვინა - 0:1.

მე-11 წუთზე კიდევ ერთ გოლს გადავურჩით - ანტონ ბრუნოვსკის მეკარე ტონიმ აჯობა და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

"იბერია" გონს მალე მოეგო და ტაიმის მიწურულს უმწვავესი შეტევები განახორციელა. სწორედ ამ წუთებში გამოიჩინა თავი გასპაროვიჩმა, რომელმაც სლოვაკები ორჯერ იხსნა აშკარა გოლისგან. მე-16 წუთზე რონინიომ 10-მეტრიანიც ვერ გამოიყენა. თუმცა მე-17 წუთზე ბრუნო მელოსა და რონინიოს სწრაფ კომბინაციას სლოვაკთა მეკარემ ვეღარაფერი მოუხერხა და რონინიომ ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

მეორე ტაიმი უფრო შედეგიანი გამოდგა: ბრუნოვსკიმ მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა და "სლოვ მატიკი" კიდევ ერთხელ დააწინაურა. მალე ტონიმ ბრუნოვსკის დარტყმის შემდეგ ერთხელაც გადაგვარჩინა, 22-ე წუთზე კი ლუის ნეგაომ ანგარიში გაათანაბრა - 2:2. ერთი წუთიც და ბრუნო მელომ საკმაოდ შორიდან ზუსტად გაისროლა: "იბერია" პირველად დაწინაურდა - 3:2.

მატჩის ბოლოს სლოვაკები ვა ბანკზე წავიდნენ, რადგან პირველ ადგილზე გასასვლელად და უკეთეს სარეიტინგო კალათში მოსახვედრად მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს, ფრე კი ჩვენებისა იყო. სლოვაკებმა მეკარე მოთამაშით შეცვალეს და 39-ე წუთზე კვლავ მახვილი კუთხიდან გაიტანეს - ანგარიში მათმა კაპიტანმა ლადისლავ მიკიტამ გაათანაბრა და თამაში ასეც დასრულდა - 3:3.

მართალია, ვერ მოიგო, მაგრამ ოლეგ სოლოდოვნიკის გაწვრთნილი "იბერია" უეფას თასის ელიტრაუნდში გავიდა და კენჭისყრამდე მეორე კალათში "ბარსელონასთან" ერთად მოხვდა. დასანანი ის არის, რომ "იბერიას" ბრაზილიელი ლეგიონერი ედუ დაუშავდა. ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა.

ამ მატჩამდე შვეიცარიული "ჟენევა" ბელარუსულ "მაპიდს" შეხვდა, 0:4 წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

ჟენევა - მაპიდი 0:4

გოლები: 0:1 პოდალინსკი (4), 0:2 პოდალინსკი (20), 0:3 როგოვიკი (25), 0:4 პოპოვი (29).

თ მ ფ წ ბ ქ

1. იბერია 3 2 1 0 18-3 7

2. სლოვ მატიკი 3 1 3 0 10-9 5

3. მაპიდი 3 1 0 2 5-6 3

4. ჟენევა 3 0 1 2 5-20 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა