ეროვნულ სტადიონზე ბალახის საფარი თითქმის სრულად დაიგო და ოქტომბერში თამაშების ჩატარება შესაძლებელი იქნება
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ბალახის საფარი თითქმის სრულად დაიგო. არენის 49-წლიანი იჯარით აღების შემდეგ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელთა ინიციატივით ძველი, ყბადაღებული საფარი "წამოიკრიფა" და სამუშაოები სწრაფი ტემპით წარიმართა.

სტადიონის დირექტორის, სანდრო შახოვის თქმით უკრაინიდან ჩამოიტანეს ძვირადღირებული და მაღალხარისხიანი ბალახის ხვეულები, რომლებსაც ჩვენს პირობებთან სხვებზე უკეთ შეუძლიათ ადაპტირება, ხასხასა ფერიც აქვთ და თამაშის დროს მოედანი არ ატალახდება.

მართალია, საფრის დაგება 20 სექტემბრამდე იგეგმებოდა, მაგრამ არცთუ ხელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა პროცესი ოდნავ გაახანგრძლივა, თუმცა სამუშაოები ამჟამად, ფაქტობრივად, დასრულებულია - მხოლოდ მცირე ზოლიღაა დასაგები. ასე რომ, ოქტომბერში თამაშების ჩატარება შესაძლებელი იქნება.

უკვე ჩამოტანილია განათების ახალი სისტემაც, მალე მისი მონტაჟი დასრულდება და სტადიონისთვის ბოლო დროს დამახასიათებელი ხარვეზებიც წარსულს ჩაბარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა