რამდენიმე დღის წინ ზურაბმა ბელგიაში საზარდულის ოპერაცია გაიკეთა და იქაურმა ექიმებმა სამ თვეში სრული გამოჯანმრთელების პირობა მისცეს
ზურაბ მენთეშაშვილი "ზესტაფონში" მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა, მაგრამ ახალი კლუბის შემადგენლობაში ჯერაც არ უთამაშია. მისი რეაბილიტაციის პროცესი თითქოს წარმატებით მიმდინარეობდა და მოედანზეც მალე უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ პრობლემებმა კვლავ იჩინა თავი და მენთეშაშვილი ხელმეორედ საოპერაციო გახდა.

რამდენიმე დღის წინ ზურაბმა ბელგიაში საზარდულის ოპერაცია გაიკეთა და იქაურმა ექიმებმა სამ თვეში სრული გამოჯანმრთელების პირობა მისცეს. გეგმის მიხედვით, მენთეშაშვილმა "ზესტაფონთან" ერთად ზამთრის შეკრება სრული დატვირთვით უნდა გაიაროს და ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

"ზურას ფსიქოლოგიური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი თამაშს დაიწყებს, საკუთარი თავის რწმენაც დაუბრუნდება და გუნდისთვის საჭირო ფიგურადაც იქცევა. მისი უდიდესი იმედი მაქვს და მინდა, მალე ყველა უსიამოვნება უკან მოიტოვოს", - გვითხრა "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "დაჩიასთან" მძიმედ დაშავებული გიორგი ხიდეშელის გამოჯანმრთელების პროცესი სასურველი ტემპით მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, ახალგაზრდა მცველი "ზესტაფონს" დაგეგმილზე ადრეც კი დაუბრუნდება. მენთეშაშვილის მსგავსად, ზამთრის შეკრებას ისიც გაივლის და ამ დროისთვის სათამაშოდაც მზად იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის