აზერბაიჯანელთა ცხენებზე პოლონელი მხედარი ქალი ალეხანდრა ლუსინა თბილისში შეჯიბრის სხვადასხვა პროგრამაში გამოდიოდა
ცხენოსნობა, ეს უძველესი სპორტის სახეობა დღეს ელიტარულ რანგში გადის და იმითაცაა გამორჩეული, რომ მამაკაცები და ქალები ერთად ასპარეზობენ და კიდევ: ერთადერთი სახეობაა, სადაც ორი სულიერი - ცხენი და ადამიანი ერთარსებად იბრძვიან გამარჯვებისთვის.

მაგრამ ხომ შეიძლება იყო ბედაურის პატრონი, მაგრამ არ გყავდეს კარგი მხედარი. საერთაშორისო ფედერაციამ აქაც გამონახა გამოსავალი - შეჯიბრებაზე შეთანხმებით შეიძლება სხვადასხვა ქვეყნის მერანისა და ცხენოსნის დაწყვილება. სწორედ ასეთ ტანდემს დარჩა გამარჯვება თბილისში გუშინ დამთავრებულ ასპარეზობაზე - მსოფლიოს თასის ეტაპი - კავკასიის ლიგა.

სხვადასხვა პროგრამაში აზერბაიჯანელთა ცხენებზე პოლონელი მხედარი ქალი ალეხანდრა ლუსინა გამოდიოდა. საბოლოო ჯამში ამ ქალბატონმა ორი პირველი, სამი მეორე, ამდენივე მესამე, ორი მეოთხე და ოთხი მეხუთე ადგილი მოიპოვა და რაღა თქმა უნდა, სოლიდური საპრიზო ფონდიდან, ასევე სოლიდური თანხა მიიღო. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მასვე ხვდა წილად მთავარი პრიზი გრან-პრი, ქულები კი ვერც თავის ქვეყანას და ვერც ცხენის მფლობელს მოუტანა - ამას დებულება არ ითვალისწინებდა. ქულები და შესაბამისი საპრიზო თანხა ასპარეზობის მთავარმა კონკურენტებმა ქართველმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა მხედრებმა გაინაწილეს.

შეჯიბრება, რომელსაც ესწრებოდნენ ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები, შესანიშნავად იყო ორგანიზებული, რისთვისაც საქართველოს ფედერაციამ მადლობა დაიმსახურა.ახლა კი გაგაცნობთ შაბათს და კვირას გამართული შეჯიბრებების ტექნიკურ შედეგებს.

შეჯიბრება ორ ფაზად. 1. ივანე ნორაკიძე, 2. ალეხანდრა ლუსინა (პოლონეთი), 3. ნორაკიძე (მეორე ცხენით), 4. გეორქ ოგანესიანი (სომხეთი), 5. გიორგი თოხაძე. ხუთივე სპორტსმენმა უჯარიმოდ იასპარეზა. ადგილები აქ და სხვა ხტომებშიც დროის უკეთესი მაჩვენებლით განაწილდა.

კონკური #2. ძირითადი ცხენებისთვის. 1. შალვა გაჩეჩილაძე - უჯარიმოდ, 2. ლიხმეტ მუსაევი (აზერბაიჯანი), 3. ლუსინა, 4. მუსაევი (მეორე ცხენით), 5. ლუსინა (მეორე ცხენით). 2-5 ადგილზე გასულებს 4-4 საჯარიმო ქულა ჰქონდათ.

ხტომები მზარდი სირთულით (ჯოკერი). 1. ლუსინა - 65 დადებითი ქულა, 2. გაჩეჩილაძე-58, 3. მუსაევი-55, 4. ლუსინა (მეოერ ცხენით)-55, 5. გიორგი სამხარაძე-45.

კონკური #4. 1. მუსაევი, 2. გაჩეჩილაძე, 3. ლუსინა, 4. მუსაევი (მეორე ცხენით); ოთხივე-უჯარიმოდ, 5. ლუსინა (მეორე ცხენით)-4 საჯარიმო ქულა.

მცირე გრან-პრი. 1. ოგანესიანი-უჯარიმოდ, 2. ლუსინა-4, 3. გაჩეჩილაძე-4, 4. ლუსინა (მეორე ცხენით), 5. ნორაკიძე. ოთხივეს-4-4 საჯარიმო ქულა.

გრან-პრი. მსოფლიო თასის ეტაპი. 1. ლუსინა-0, მუსაევი-0, 3. მუსაევი (მეორე ცხენით)-4, 4. გაჩეჩილაძე-5, 5. ლუსინა (მეორე ცხენით)-8. გამარჯვებული გამოვლინდა ლუსინასა და მუსაევს შორის დამატებით ხტომებში.

თორნიკე გაჩეჩილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა