საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება
საქართველოში საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება.

ცნობილი ქართველი კალათბურთელისა და ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი განახლებულ საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება. სპორტის სამინისტროს შენობაში მდებარე დარბაზს გასულ ზაფხულს რეკონსქტრუცია ჩაუტარდა და იგი სრულფასოვნად განახლდა. დუდუ დადიანის მემორიალი 6 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო 10 ოქტომბერს ფინალური შეხვედრა გაიმართება.

მემორიალში 7 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 2 ჯგუფში იქნებიან განაწილებულნი. ტურნირში არ ითამაშებენ თავდაცვის სამინისტროს გუნდი "არმია" და "სოხუმი", რომლებიც ევროტურნირში მონაწილეობენ - "არმია" სლოვენიაში იქნება შეკრებაზე, ხოლო "სოხუმს" 4 და 11 ოქტომბერს ბელარუსის "მინსკთან" საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები ელის.

დადიანის ხსოვნის ტურნირზე ჯგუფებში გუნდები გასული სუპერლიგის გასული სეზონის რეგულარული ჩემპიონატის შედეგების შესაბამისად განაწილდნენ.

6, 7 და 8 ოქტომბერს გაიმართება ჯგუფური ეტაპის მატჩები, ხოლო 9-ში დასვენების დღეა. 10 ოქტომბერს ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დუდუ დადიანის თასისთვის შეეჯიბრებიან.

დადგინდა მემორიალის კალენდარიც, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი წლეულს მეათედ იმართება. მისი ბოლო 5 გათამაშება რუსთავის "ენერჯიმ" მოიგო. წლეულს ტურნირში 7 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი:

A ჯგუფი: თსუ, შსს, სტუ, დინამო

B ჯგუფი: ქუთაისი, სამედიცინო, რუსთავი

კალენდარი

6 ოქტომბერი

11:00 შსს-დინამო

12:45 სამედიცინო-რუსთავი

14:30 თსუ-სტუ

7 ოქტომბერი

11:00 დინამო-სტუ

12:45 რუსთავი-ქუთაისი

14:30 სტუ-შსს

8 ოქტომბერი

11:00 სტუ-დინამო

12:45 შსს-თსუ

14:30 ქუთაისი-სამედიცინო

10 ოქტომბერი

18:00 ფინალი

gbf.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა