მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მარატ საფინმა განაცხადა, რომ მისი და - დინარა საფინა აღარ გააგრძელებს პროფესიულ ტურში გამოსვლას
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მარატ საფინმა განაცხადა, რომ მისი და - დინარა საფინა აღარ გააგრძელებს პროფესიულ ტურში გამოსვლას.

რუსმა ვეტერანმა ეს განცხადება პეკინში პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

“ორი წლის წინ მან პეკინში მიიღო ტრავმა და ჩოგბურთიდან დროებით წავიდა, მაგრამ ბოლომდე გამოჯანმრთელება მაინც ვერ შესძლო. ცდილობდა დაბრუნებას, თუმცა კიდევ უფრო გაირთულა საქმე. ახლა ის ზურგს უნდა გაუფრთხილდეს, რათა ნორმალურად იმოძრაოს და იცხოვროს. ის მკურნალობას გააგრძელებს, მაგრამ თამაში გამორიცხულია. დინარა თავად გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას, მაგრამ მე, როგორც მის ძმას, მიმაჩნია, რომ მისი დაბრუნების შანსი არ არსებობს”, - ამბობს საფინი.

რუსი პეკინში ლეგენდარულ ამერიკელ ჩოგბურთელთან პიტ სამპრასთან საჩვენებელი მატჩის ჩასატარებლად იყო ჩასული. 31 წლის საფინმა ორ სეტში - 6:3, 6:4 მოუგო 40 წლის სამპრასს.

პროფესიულ ტურში ეს ჩოგბურთელები ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და მათ შორის გამარჯვებული ვერ გამოვლინდა - 3:3. პიტსა და მარატს შორის ყველაზე ცნობილი მატჩი 2001 წელს ამერიკის ღია პირველობაზე გაიმართა, როცა რუსმა სამ სეტში მოიგო და პირველად დაეუფლა “დიდი სლემის” ტიტულს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა