"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი პაუ გასოლი დაელოდება ლოკაუტის დასრულებას და კარიერას NBA-ში გააგრძელებს
როგორც წინა ნომერში ვწერდით, პრაქტიკულად გადაწყვეტილი გახლდათ კობი ბრაიანტის ბოლონიას “ვირტუსში” თამაში, მაგრამ ახლა, ეს გარიგება, შესაძლოა, დასანანი მიზეზის გამო ჩაიშალოს.

“ვირტუსი” 40 დღით აპირებდა “ლეიკერსის” ლიდერის გაფორმებას და ამ დროის განმავლობაში მაქსიმალურად მეტი მატჩის ჩატარება სურდა იტალიის ყველაზე დიდ არენებზე, რათა ამ გარიგებისთვის დახარჯული ფული ამოეღო. მაგრამ სხვა იტალიურმა კლუბებმა უარი თქვეს კალენდარში ასეთ მასშტაბურ ცვლილებებზე. ამ შემთხვევაში კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი “ვირტუსს” ფინანსურ მოგებას ვერ მოუტანს, ამიტომაც ბოლონიელებმა ჯერჯერობით შეაჩერეს კონტრაქტის გაფორმების პროცესი.

სხვათა შორის ამ კონფლიქტში ჩარევას აპირებს თავად ბრაიანტი. მასთან დაახლოებული ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, კობის ძალიან უნდა ლოკაუტის პერიოდში იტალიაში თამაში. ამიტომაც კალათბურთელი თანამშრომლობას აპირებს იტალიის ლიგის ხელმძღვანელობასთან ოპტიმალური ვარიანტის შესამუშავებლად. კალიფორნიელს სურს მისი იტალიაში თამაში ეკონომიკურად მომგებიანი იყოს არა მარტო "ვირტუსისთვის", არამედ მთლიანად ლიგისთვის.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მეორე ლიდერს პაუ გასოლს მშვიდი ცხოვრება ურჩევნია. ის დაელოდება ლოკაუტის დასრულებას და კარიერას NBA-ში გააგრძელებს. ესპანელი ვარსკვლავი არ არის დაინტერესებული ევროპულ კლუბებთან მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმებით.

როგორც გახსოვთ, ჟურნალისტები გასოლს "ბარსელონაში" აგზავნიდნენ, მაგრამ "ლეიკერსის" ცენტრმა ერთ-ერთ ესპანურ რადიოში განაცხადა, რომ ლოკაუტის დროს ევროპაში სათამაშოდ არ გადავა.

"ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. ვერ ვხედავ რომელიმე გუნდთან ერთი ან ორი თვით კონტრაქტის გაფორმების აზრს. მაინც მომიწევს ყველაფრის მიტოვება და NBA-ში დაბრუნება. ჩემი აზრით, ეს არასწორია", - განაცხადა გასოლმა.

გარდა ამისა, პაუმ დაადასტურა, რომ გაისად ლონდონის ოლიმპიადაზე ითამაშებს.

"ერთადერთი, რაც ოლიმპიადაზე თამაშში ხელს შემიშლის - ტრავმაა", - ამბობს ესპანელი კალათბურთელი.

საფრანგეთის ნაკრებისა და “სან ანტონიო სპურსის” გამთამაშებელი ტონი პარკერი მომავალ კვირას გამოაცხადებს – ითამაშებს თუ არა მომავალ სეზონში საფრანგეთის “ვილერბანის” შემადგენლობაში. როგორც ჩანს, ფრანგი ვარსკვლავი ელოდება კლუბების მფლობელთა და პროფკავშირს შორის მოლაპარაკებების გადამწყვეტ რაუნდს და ამის შემდეგ გადაწყვეტს სამშობლოში დაბრუნების საკითხს. გარდა ამისა, ევროლიგის საკვალიფიკაციაო ტურნირზე უნდა გადაწყდეს - ითამაშებს თუ არა ახალ სეზონში “ვილერბანი” ევროლიგაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის