მახაჩყალური გუნდის ქართველი გოლკიპერი "ანჟის" ბოლოდროინდელ წარუმატებლობას უიღბლობას მიაწერს
მახაჩყალის "ანჟის" ქართველმა მეკარემ ნუკრი რევიშვილმა, რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვის "ლოკომოტივთან" შინ 0:1 დამარცხების შემდეგ "სპორტ ექსპრესს" ინტერვიუ მისცა.

- ძალიან გვინდოდა ახალ მწვრთნელთან ერთად პირველი გამარჯვება გვეზეიმა! არადა, კარგად ვითამაშეთ და მომენტებიც მრავლად გვქონდა, მაგრამ კარი, თითქოს მოჯადოებული იყო! ეჰ!

- ჯადოს მოხსნა როგორ შეიძლება?

- ჯადო არაფერ შუაშია, მეტი მუშაობაა საჭირო. განსაკუთრებით კი რეალიზაციის მხრივ. ერთხელ ძელს მოვარტყით, გაჯიევი ცარიელ კარში ურტყამდა და მცველს მოარტყა.

- ახალი მწვრთნელის ხელში გამარჯვება გვსურდაო, ამბობდი. ვის გულისხმობდით, კარლოსს თუ გორდეევს?

- ორივეს.

- მათგან მთავარი რომელია? მოვალეობებს როგორ ინაწილებენ?

- შეთანხმებულად მუშაობენ, თუმცა გორდეევს გამოცდილება მეტი აქვს და ალბათ მთავარიც ამიტომაა.

- რობერტო კარლოსს დამრიგებლად უკვე აღიქვამთ?

- უდიდესი ავტორიტეტი მას მანამდეც ჰქონდა. ჯერჯერობით მას ისევ მეგობრად უფრო აღვიქვამ, ვიდრე მწვრთნელად.

- გაჯიევის გადადგომაზე როგორი რეაქცია გქონდათ?

- გაჯი მუსლიმოვიჩი ძალიან კარგი მწვრთნელია. იმ ყველაფრისთვის, რასაც დიდ ფეხბურთში მივაღწიე, მე უპირველესად მისი მადლიერი ვარ. რომ არა გაჯიევი, რუსეთში ვერავინ გამიცნობდა. დამენანა, რომ წავიდა.

- გულშემატკივრები სხვაგვარად ფიქრობდნენ და მათი მოთხოვნით გაათავისუფლეს.

- დღეს გულშემატკივრები გორდეევის წინააღმდეგაც სკანდირებდნენ. გასაგებია, რომ ქომაგს გამარჯვება სურს, მაგრამ მოთმენაა საჭირო და მხარში დგომა, რომელიც გუნდს ძალიან სჭირდება. ხომ ყველა ხედავს, როგორ ვცდილობთ?! თავს რომ არ ვდებდეთ, კიდევ ჰო. ვიბრძვით, მაგრამ არ გვიმართლებს.

- როგორი მწვრთნელი სჭირდება "ანჟის"?

- არ ვიცი. ეს ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. რობერტო და გორეევი კი კარგი მწვრთნელები არიან.

- უცხოურ მასმედიაში ხმა დაირხა, თითქოს მახაჩყალურ გუნდში მოურინიოს ან კაპელოს მოწვევას აპირებენ. გჯერათ?

- რა თქმა უნდა, მჯერა! არაფერი მიკვირს და არც ეგ გამიკვირდება!

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა