ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ასეთები არიან ჰოლანდიელები

ასეთები არიან ჰოლანდიელები

ბუნდესლიგა. VIII ტურის შეჯამება: არიენ რობენს ხასიათი წაუხდა, კლაას-იან ჰუნტელაარი სტევენსის ხელში აბობოქრდა
გოლები ამ ტურშიც მრავლად გავიდა, თავდამსხმელებმა მაგრად გაიხარეს და ერთადერთი მეკარე, რომელიც ზეიმობდა, ისევ მანუელ ნოიერი გახლდათ.

„შალკეს“ ახალმა ძველმა მწვრთნელმა ჰუუბ სტევენსმა გელზენკირხენულ კლუბს ჰამბურგიდან სამი ქულა წამოაღებინა და მე-4 ადგილამდე აიყვანა, მერე კი თქვა, „შალკე“ ჩემი არასდროს ყოფილა და არც ახლაა, მე აქ მუშაობა უბრალოდ ძალიან მსიამოვნებსო. არადა, სტევენსი „შალკეში“ საუკუნის მწვრთნელადაა დასახელებული - იცით, რატომაც.

სხვა ჰოლანდიელმა მიუნხენში დიდი აურზაური გამოიწვია, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დისკუსია თავის როლზე: არიენ რობენმა „ჰოფენჰაიმთან“ მხოლოდ 45 წუთი ითამაშა და მატჩის შემდეგ არაფერი უთქვამს. მე-8 ტურმა შესანიშნავ ხასიათზე დააყენა „დორტმუნდის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი და „ლევერკუზენის“ ფორვარდი ერენ დერდიოკი. პირველმა „აუგსბურგთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა, მეორემ კი „ვოლფსბურგს“ ერთი გაუტანა, მაგრამ ისეთი, ლევანდოვსკის სამივეს რომ სჯობდა.

თქვენ წინაშეა გერმანიის ჩემპიონატის მე-8 ტურის გამოხმაურება.

დერდიოკის ფანტასტიკა

მარცხნივ, მარჯვნივ, კიდევ მარჯვნივ, აჩქარება, მოტრიალება, მაკრატელა დარტყმა და გოლი: ერენ დერდიოკმა საფეხბურთო გერმანია ულამაზესი გოლით აღაფრთოვანა - გოლით, რომლის ზუსტად აღწერა შეუძლებელია [იხილეთ ვიდეო]. ბავშვობაში ამდაგვარი გოლი გატანილი მაქვს, მაგრამ მას მერე, რაც პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი, ასეთი ლამაზი გოლი პირველად გავიტანეო, ამბობდა ახალგაზრდა შვეიცარიელი. ერთადერთი სულიერი, ვისაც ეს გოლი სიამოვნებას არ მოჰგვრიდა, კრისტიან ტრეში იქნებოდა, რომელიც დერდიოკის დარტყმის დროს სტატისტის როლში იყო.

მატჩის შემდეგ „ლევერკუზენის“ სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა ერენს ასეთი გოლების ხშირად გატანა შეუკვეთა...

ლევანდოვსკიმ გაიღვიძა

„ბოლოს და ბოლოს, როდის დაბრუნდება ლუკას ბარიოსი?“ - სეზონის დაწყებიდან დღემდე, დორტმუნდში ეს ყველაზე ხშირადდასმული კითხვა იყო.

გაპარაგვაელებულ არგენტინელს ამ ხნის მანძილზე ცენტრფორვარდის პოზიციაზე რობერტ ლევანდოვსკი ცვლიდა ხოლმე, რომლის იმედი დორტმუნდში კაციშვილს არ ჰქონდა. არა, იქ ყველამ იცის, რომ პოლონელი კარგი თავდამსხმელია, მაგრამ მთლად მის იმედზე ყოფნის პერსპექტივა არავის ხიბლავდა. ლევანდოვსკის აქამდე გოლები მხოლოდ შეცვლაზე თამაშის დროს გაჰქონდა და ისიც ცოტა, ახლა კი, „აუგსბურგთან“ შესრულებული ჰეთ-თრიკით ლევანდოვსკიმ იმიჯი შეიცვალა. თანაც, მას მერე, რაც ფეხბურთს პროფესიონალის დონეზე თამაშობს, ერთ მატჩში სამი გოლი პირველად გაიტანა და რა საკვირველია, უბედნიერესი იყო.

„ამ მატჩმა რობერტი გამოაფხიზლა. ეს ჰეთ-თრიკი მასზეც და გუნდზეც ძალიან კარგად იმოქმედებს,“ - თქვა „ბორუსიას“ თავკაცმა იურგენ კლოპმა.

სხვათა შორის, კლოპს ძალიან უნდა, რომ ლევანდოვსკი ათიანის პოზიციაზე „ჩააინსტალიროს“ - ეს მაშინ უნდა მოხდეს, როცა ბარიოსი ფორმაში შევა და ძირითად შემადგენლობაში თამაშს დაიმსახურებს. რაკი შინჯი კაგავა ძველებურად ვეღარ ბრწყინავს, ხოლო მარიო გიოტცესთვის იდეალური პოზიცია მარჯვენა გარემარბობაა, კლოპს ლევანდოვსკის იმედი გაუჩნდა. თავად რობერტი სკეპტიკურადაა განწყობილი, ამბობს, მე უფრო ცენტრფორვარდი ვარ, ვიდრე გამთამაშებელიო, თუმცა იქვე ამატებს, ოღონდ ვითამაშო და სადაც მწვრთნელი გამამწესებს, ყველგან დავდგები და თავს არ დავზოგავო.

„ბარიოსს ფორმის სრულად აღდგენისთვის ალბათ კიდევ გარკვეული ხანი დასჭირდება,“ - თქვა ლევანდოვსკიმ და ალბათ უნდოდა ეთქვა, იმედია, გარკვეული დრო დასჭირდებაო.

ვინ იქნება ის ბედნიერი?..

...ვინც მანუელ ნოიერს გოლს გაუტანს? სხვა საქმეა ის, რომ მანუელს „ბაიერნის“ მატჩების დროს ბევრი საქმე არ აქვს ხოლმე, მაგრამ სტატისტიკაში ასე იწერება: მანუელ ნოიერს ბუნდესლიგაში 658-წუთიანი მშრალი სერია აქვს, ოფიციალურ მატჩებში კი 1018-წუთიანი. ასე რომ, მთლიანად მისი დამსახურებაა, თუ არა, ფაქტია, რომ რეკორდმაისტერის მეკარე რეკორდებს უმიზნებს.

ბუნდესლიგის მაჩვენებლით მანუელი რეკორდსმენების რეიტინგში მეოთხე ადგილზეა: მასზე დიდხანს გერმანიის ჩემპიონატში კარი მშრალად მხოლოდ ტიმო ჰილდებრანდმა და ოლივერ კანმა (ორჯერ) შეინახეს. თვითონ ნოიერი თავმდაბლობს და ამბობს, რეკორდი რომ დავამყარო, დარწმუნებული ვარ, ეს მარიო გომესსაც ჩემზე არანაკლებ გაუხარდებაო.

თავდამსხმელს 0:0 გაახარებს? რა ვიცით, რა ვიცით...

მეკარე კლუბი დრო სეზონი

1. ტიმო ჰილდებრანდი შტუტგარტი 884 წუთი 02/03, 03/04

2. ოლივერ კანი ბაიერნი 802 წუთი 02/03

3. ოლივერ კანი ბაიერნი 736 წუთი 98/99

4. მანუელ ნოიერი ბაიერნი 658 წუთი 11/12

5. ფრანკ როსტი შალკე 647 წუთი 03/04

6. ოლივერ რეკი ვერდერი 641 წუთი 87/88

7. ტიმ ვიზე ვერდერი 619 წუთი 09/10

8. ული შტაინი ჰამბურგი 603 წუთი 85/86

9. იენს ლემანი შალკე 601 წუთი 96/97

ისევ გაშტერდა!

გაიტანს ეს ბიჭი გოლებს, ითამაშებს მართლა იდეალურად, გადაირევიან კიოლნელები, გავა ერთი კვირა და 90 წუთის მანძილზე ისევ თვლემს... წინა კვირას „კიოლნის“ მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა თქვა, „პრინცი პოლდი“ უკვე კაიზერიაო და იმედია, მისი ეს განცხადება ნაღდ კაიზერს, ფრანც ბეკენბაუერს არ გაუგონია და არც წაუკითხავს, თორემ თმები ყალყზე დაუდგებოდა.

სოლბაკენი იმასაც ამბობდა, ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი პოდოლსკიაო. ეს კომენტარები რეალობისგან ძალიან შორს ნამდვილად არ იყო, რადგან ლუკასმა „ლევერკუზენთან“ და „ჰოფენჰაიმთან“ მართლა ძალიან კარგად ითამაშა. აი, ბერლინში კი, ამ უქმეებზე ისევ გაშტერდა!

არანაირი დინამიკა, არც ჭკვიანური პასები, არც მონდომება - პოლდის „ჰერტასთან“ ეძინა...

ჰოლანდიელი ჰოლანდიელისთვის...

არიენ რობენმა ამ უქმეებზე ბევრს გაუცრუა იმედები - არა მარტო ცუდი თამაშით, არამედ ცუდი ქცევითაც. სამაგიეროდ, ძალიან კარგი იყო „შალკეს“ ჰოლანდიელი თავდამსხმელი კლაას-იან ჰუნტელაარი, რომელმაც „ჰამბურგს“ ორი გოლი გაუტანა და გელზენკირხენელთა წარმატება (2:1) განაპირობა. ჰუნტელაარს ამ სეზონში ყველა ოფიციალურ მატჩში უკვე 15 გოლი აქვს გატანილი. შედარებისთვის, შარშან მის ანგარიშზე მხოლოდ 13 გოლი იყო და თანაც, ეს ყველაფერი მთელი სეზონის მანძილზე.

კითხვაზე, რატომ მოიგო „შალკემ“ ჰამბურგში, ჰუნტელაარის თანამემამულე მწვრთნელმა ჰუუბ სტევენსმა ასე უპასუხა: „ჩვენ გვყავს თავდამსხმელი, რომელმაც დღეს ორი გოლი გაიტანა, ჰამბურგს კი ჰყავს თავდამსხმელი, რომელმაც მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა!“

აი, ასე მარტივად! ორმა ჰოლანდიელმა „შალკეში“ ერთმანეთი იპოვნეს...

მე-8 ტურის სიმბოლური ნაკრები (3-4-3)

მანუელ ნოიერი (ბაიერნი) - ანდრეას ბეკი (ჰოფენჰაიმი), მასა (ჰამბურგი), ისააკ ვორსა (ჰოფენჰაიმი) - ლარს შტინდლი (ჰანოვერი), მიხაელ ბალაკი (ლევერკუზენი), მარიო გიოტცე (ბორუსია დ), ენის ბენ-ჰატირა (ჰერტა) - პიერ ლასოგა (ჰერტა), რობერტ ლევანდოვსკი (ბორუსია დ), მოჰამედ აბდელაუ (ჰანოვერი)

არაჩვეულებრივი გოლის ავტორი ერენ დერდიოკი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა. ეს იმიტომ, რომ შვეიცარიელს მეტი არაფერი გაუკეთებია, სხვებმა კი ჰეთ-თრიკები (ლევანდოვსკი, აბდელაუ) და დუბლი (ლასოგა) შეასრულეს. ვეტერან მიხაელ ბალაკის სიმბოლურ ნაკრებში გამოჩენა სასიამოვნოა და ნახეთ, სიმბოლურს კიდევ ერთი დორტმუნდელი დაუბრუნდა - რა თქმა უნდა, მარიო გიოტცე.

ტურის გმირი

რობერტ ლევანდოვსკი (ბორუსია დ)

„პოლონელ ტორესად“ წოდებულმა თავდამსხმელმა „აუგსბურგთან“ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. რობერტ ლევანდოვსკი ბევრს მოძრაობდა და გარდა იმისა, რომ ჰეთ-თრიკი შეასრულა, გოლი გიოტცესაც გაატანინა - შესანიშნავი პასით.

საუკეთესო ფეხბურთელები

8 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება

1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.14

2. კლაუდიო პისარო ვერდერი 2.20

3. ჰოლგერ ბადშტუბერი ბაიერნი 2.21

4. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.29

5. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.50

6. მარკ ტერ შტეგენი ბორუსია (მ) 2.50

7. ანატოლი ტიმოშჩუკი ბაიერნი 2.50

8. ვილიამ კვისტი შტუტგარტი 2.57

9. ლუის გუსტავო ბაიერნი 2.63

10. თომას მიულერი ბაიერნი 2.64

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა

1. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 8 6 3 9

2. მარიო გომესი ბაიერნი 7 8 1 9

3. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 8 5 4 9

4. კლაუდიო პისარო ვერდერი 7 6 3 9

5. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 8 7 1 8

6. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 7 4 4 8

7. ფრანკ რიბერი ბაიერნი 8 3 5 8

8. მოჰამედ აბდელაუ ჰანოვერი 5 6 1 7

9. რაული შალკე 8 4 3 7

10. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 6 2 4 6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა

"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"

ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს

"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა

გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა

ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს

მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა

თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა