ბრიტანელმა ენდი მიურეიმ ბანგკოკში გაიმარჯვა და რეიტინგში როჯერ ფედერერს მიუახლოვდა
გასულ კვირას მამაკაცი ჩოგბურთელები ორ ტურნირში არკვევდნენ ურთიერთობას. ბრიტანელმა ენდი მიურეიმ ბანგკოკში გაიმარჯვა და რეიტინგში როჯერ ფედერერს მიუახლოვდა. კუალა ლუმპურში კი კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა იანკო ტიპსარევიჩმა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა წამყვანმა ჩოგბურთელმა გასულ კვირას დასვენება გადაწყვიტა, ტაილანდსა და მალაიზიაში მაინც ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა, განსაკუთრებით ბანგკოკში, სადაც მაყურებელმა მიურეის გარდა გაელ მონფილსი და ჟილ სიმონი იხილა.

ამ ფრანგულმა დუეტმა ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, მაგრამ უფრო შორს ვერ წავიდა. მონფილსმა სამსაათიან ბრძოლაში წააგო ამერიკელ დონალდ იანგთან - 6:4, 6:7(5), 6:7(5), მიურეიმ კი სიმონის ბარიერი გაიარა.

მონფილსთან გადატანილი მარათონის შემდეგ იანგს ფინალისთვის ძალა აღარ ეყო. ენდიმ 47 წუთში მოიგო გადამწყვეტი მატჩი - 6:2, 6:0. ბრიტანელმა 5 ეისი ჩააწოდა, ამდენივე ბრეიკი მიითვალა და მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა. როგორც ჩანს, ასეთ მოკლე ფინალს ორგანიზატორებიც არ ელოდნენ და მათ ხუთი წუთით დააგვიანეს დაჯილდოვების ცერემონიის დაწყება.

იანგმა პირველად ითამაშა ATP-ის ტურნირში და ასევე პირველად შევიდა რეიტინგში TOP50-ში. მიურეიმ კარიერაში მე-19, სეზონში კი მესამე ტიტული მოიგო და ტოპსამეულში შესვლის შანსი მიიღო. იმის გათვალისწინებით, რომ ფედერერმა გამოიტანა განაცხადა შანხაის მასტერსიდან, სადაც მას 600 ქულა ჰქონდა დასაცავი, ბრიტანელის შანსები მართლაც კარგად გამოიყურება.

კუალა ლუმპურში უფრო მოკრძალებული შემადგენლობა იყო. იქ შემდეგი ოთხეული გამოირჩეოდა: ნიკოლას ალმაგრო, იანკო ტიპსარევიჩი, მარკოს ბაღდატისი და ვიქტორ ტროიცკი.

თუ ბანგკოკში ორი ფრანგი ვიხილეთ ნახევარფინალში, კუალა ლუმპრუში სერბებს ჰყავდათ ზუსტად ასეთი წარმომადგენლობა საუკეთესო ოთხეულში. მათ გარდა, ამ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს ბაღდატისმა და კეი ნიშიკორიმ.

იაპონელის წარმატება მოულოდნელი იყო, რადგან მეოთხედფინალში პირველ ნომრად განთესილი ალმაგროს დამარცხება შეძლო. თუმცა იაპონელმა ნახევარფინალში დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ტიპსარევიჩს - 4:6, 3:6. თანაც ეს ერთგვარ ტრადიციად იქცა - იანკომ ნიშიკორი წელს უკვე ხუთჯერ დაამარცხა. მეორე ნახევარფინალში ბაღდატისმა მოულოდნელად ძალიან იოლად მოუგო ტროიცკის - მხოლოდ ოთხი გეიმი დაუთმო სერბს.

საინტერესოა, რომ იანკოს აქამდე ოთხი ფინალი ჰქონდა ნათამაშები ATP-ის ტურში, თუმცა ერთი ტიტულიც ვერ მოიპოვა. კვიპროსელს ცხრიდან ოთხი ფინალი ჰქონდა მოგებული. მაგრამ ამჯერად სერბმა შეძლო უსიამოვნო ტრადიციის დარღვევა.

პირველ სეტში მან დაიბრუნა სტარტზე დაკარგული ბრეიკი და საბოლოოდ 6:4 მოიგო. მეორეში პარტიის გადარჩენაზე ზრუნვა უკვე ბაღდატისს მოუწია. მარკოსმა ბოლო მომენტში მატჩზე არ ჩააწოდებინა ტიპსარევიჩს, დაიბრუნა მეორე ბრეიკი, მაგრამ იქვე ისევ დათმო საკუთარი გეიმი და იანკომ მესამე მატჩბოლიდან მოიპოვა გამარჯვება.

ტიპსარევიჩი წელს მეათე ჩოგბურთელი გახდა, ვინც კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა. აი, ამ ჩოგბურთელთა სია:

1. ანდერსონი (ს. აფრ) - იოჰანესბურგი

2. დოდიგი (ხორ) - ზაგრები

3. რაონიჩი (კან) - სან ხოსე

4. სვიტინგი (აშშ) - ჰიუსტონი

5. ანდუხარი (ესპ) - კასაბლანკა

6. სეპი (იტა) - ისტბურნი

7. დოლგოპოლოვი (უკრ) - უმაგი

8. ჰაასე (ჰოლ) - კიტცბუელი

9. ფ. მაიერი (გერ) - ბუქარესტი

10. ტიპსარევიჩი (სერ) - კუალა ლუმპური

ამ კვირას ATP-ის ტურში ისევ ორი ტურნირი გაიმართება - ტოკიოსა და პეკინში. ჩინეთში განთესილთა სიას სათავეში უდგანან ჟო-ვილფრიდ ცონგა და ტომაშ ბერდიხი. იაპონიაში გაემგზავრნენ რაფაელ ნადალი, მიურეი, დავიდ ფერერი, მარდი ფიში და სხვა ძლიერი ჩოგბურთელები.

ATP

Thailand Open

ბანგკოკი (ტაილანდი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 645 000 დოლარი

ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 1)-დონალდ იანგი (აშშ) 6:2, 6:0.

Malaysian Open

კუალა ლუმპური (მალაიზია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 948 000 დოლარი

ფინალი

იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 3)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 6:4, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე