"მაიამი ჰიტის" ვარსკვლავ დუეინ უეიდსა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარ დევიდ სტერნს შორის კონფლიქტი წარმოიშვა
გუშინ გვიან უნდა გაგრძელებულიყო მოლაპარაკებები NBA-ის კლუბების მფლობელებსა და მოთამაშეთა პროფკავშირს შორის. ამ შეხვედრის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე მორიგი დიალოგი "სამი სამზე" ფორმატში გაიმართებოდა.

ამ გადაწყვეტილებას კომენტარი გაუკეთა პროფკავშირების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ბილ ჰანტერმა.

"როცა ოთახში 40-50 ადამიანი იმყოფება, ძალიან რთულია მოლაპარაკებების წარმართვა. ასეთ პირობებში მუდმივად იგრძნობა დაძაბულობა", - განაცხადა ჰანტერმა.

როგორც ირკვევა, ბოლო შეხვედრის დროს მცირე კონფლიქტი წარმოიშვა "მაიამი ჰიტის" ვარსკვლავ დუეინ უეიდსა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარ დევიდ სტერნს შორის.

CBS Sports-ის ცნობით, ერთ მომენტში სტერნი უეიდს რაღაცას უხსნიდა და ხმას აუწია. პასუხად კალათბურთელმა ლიგის ხელმძღვანელს მოსთხოვა - თითის ქნევით ნუ მელაპარაკები და საერთოდაც, ბავშვივით იქცევიო.

ამასობაში, საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა ერთ-ერთმა აგენტმა. მისი თქმით, NBA-ის ხელმძღვანელობა არ აპირებს 1998-99 წლების სცენარის განმეორებას. მაშინ კლუბების მფლობელები და პროფკავშირი დიდი ხანი ვერ ათანხმებდნენ ახალი კოლექტიური ხელშეკრულების პირობებს და სეზონის დაწყება მხოლოდ თებერვალში მოხერხდა.

იმ სეზონში გუნდებმა ორი თვის განმავლობაში 50-50 მატჩი ჩაატარეს. ჟურნალისტების აზრით, ამჯერად ლიგის ხელმძღვანელობა სრული ჩემპიონატის გამართვას აპირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სეზონი გაუქმდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა