ახალ რეიტინგში ყველაზე დიდი სიახლე 22 წლის სოფიოს შეეხო, ის საქართველოს მესამე ჩოგანი გახდა, 229 ქულით 243-ე ადგილზე დამკვიდრდა
გუშინ WTA-ის და ATP-ის რეიტინგ-ლისტები განახლდა. ქართველ ქალთა 8-ეულს ცვლილებები შეეხო და ახლა მათზე მოგითხრობთ: საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა ლას ვეგასში შარშანდელი მიღწევა გაიმეორა და ქულები ვერ შეიმატა - 21 წლის ქართველი 758 ქულით მსოფლიოს 91-ე ჩოგანია ანუ მან ორი საფეხურით უკან დაიხია.

6 ადგილით წინ წავიდა 28 წლის მაკა ჩახნაშვილი, რომელიც 375 ქულით მსოფლიოს 167-ე ჩოგანია. ყველაზე დიდი სიახლე კი 22 წლის სოფიო შაფათავას შეეხო, ის საქართველოს მესამე ჩოგანი გახდა, 229 ქულით 243-ე ადგილზე (+12) დამკვიდრდა, ეს კი მისი კარიერის საუკეთესო შედეგის (2009 წლის მარტის გამეორებაა).

ტრავმირებული ოქსანა კალაშნიკოვა კი უკვე ქვეყნის მე-4 ჩოგნობამდე ჩამოქვეითდა - 21 წლის ოქსანა მსოფლიოს 244-ე ჩოგანია (-13).

სხვები: 418 (+22) თათია მიქაძე - 96 ქულა; 428 (+1) ეკა გორგოძე - 91; 429 (+15) სოფიო ქვაცაბაია - 91; 1233 (+11) ანა ჯიქია - 3. წყვილთა რეიტინგი: 87 (-1) ანა ტატიშვილი - 990 ქულა; 197 (208) სოფიო შაფათავა - 364; 211 (-9) ოქსანა კალაშნიკოვა - 335; 242 (-15) მაკა ჩახნაშვილი - 277; 375 (+25) თათია მიქაძე - 157; 411 (-26) სოფიო ქვაცაბაია - 132; 423 (+119) ეკა გორგოძე - 125; 1134 (+7) მაგდა ოქრუაშვილი - 12; 1157 (+24) ანა ჯიქია - 10; 1193 (+8) ბაბილინა მაჩაიძე - 8; 1193 (+8) ნინო სუჯაშვილი - 8. 1249 (-) ნათია გეგია - 3.

ვაჟები: 1253 (-5) გიორგი ცივაძე - 3; 1 363 (-106) ლადო ჩიხლაძე - 2; 1 855 (-7) ალექსანდრე მეტრეველი - 1.

თურქმენეთის ქალაქ აშხაბადში მე-5 კატეგორიის ტურნირის ფინალში 16 წლის მიხეილ ხმიადაშვილი რუს სერგეი დოროჟკინთან დამარცხდა - 3:6, 0:6 და ერთეულებში კარიერაში მესამე ახალგაზრდულ (18 წლამდელთა) ტიტულს ვერ შეწვდა.

ზედიზედ სამი ქართული ტურნირის (თბილისი - 10 ათასი დოლარი, თბილისი - 25 ათასი, თელავი - 50 ათასი) ქართველ და ჩვენს ქვეყანაში ნასტუმრევ ჩოგბურთელთა პელეტონი სომხეთის დედაქალაქში გაემგზავრა - ერევანში 25-ათასიანი ტურნირი დაიწყო.

სომხური ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში 8 ჩვენებური ჩაება. აქედან სამმა ძირითადი ბადის საგზური მოიპოვა: ანი გოგვაძემ, თამარ ჭალაგანიძემ და ნათია გეგიამ.

ძირითად ბადეში კიდევ სამი ქართველია - მე-4 ნომრად განთესილი შაფათავა პირველ წრეში უკრაინელ ანა შკუდუნს (428) ხვდება; თათია მიქაძე ხვდება "უაილდ ქარდით" მიწვეულ ბერძენ მარია საკარის; გორგოძე - მე-2 ნომრად განთესილ ამერიკელ ჯულია კოენს (197); გეგიას მეტოქე ბელარუსი ლიძია მაროზავაა (829). საკვალიფიკაციოდან გასულები, გოგვაძე და ჭალაგანიძე ერთმანეთს შეხვდნენ და 15 წლის გოგვაძემ მოიგო - 6:4, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა