ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თემურ ქეცბაია: არ მაინტერესებს, რა სურთ ბერძნებს, მე ვიცი, რა გვინდა ჩვენ

თემურ ქეცბაია: არ მაინტერესებს, რა სურთ ბერძნებს, მე ვიცი, რა გვინდა ჩვენ

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2012-ის შესარჩევის ციკლის ბოლო მატჩისთვის შეკრება "ბასაზე" დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლს საბერძნეთთან დაპირისპირებით დაასრულებს. შეხვედრა 11 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

გუშინ ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" ეროვნული გუნდის შეკრება დაიწყო. ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია მედიას შეხვდა და მზადების გეგმებზე ელაპარაკა.

- ეს ციკლის ბოლო მატჩია და მოთამაშეთა უმეტესობა შეკრებაზე ხვალ საღამოს გამოცხადდება, ასე რომ, მოსამზადებლად დიდი დრო გვაქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, შესარჩევი ეტაპი მოგებით რომ დავასრულოთ. სამწუხაროდ, არის გარკვეული პრობლემები, დაგვაკლდებიან ტრავმირებულები, მაგრამ ეს ყოველთვის ხდება.

- ნაკრებში ირაკლი მაისურაძისა და ნიკა გელაშვილის გამოძახება ამით არის გამოწვეული?

- დიახ, მიზეზი ისაა, რომ სანდრო კობახიძე დაშავდა და ვერ დაგვეხმარება. იმედია, ასეთ ცუდ ამბავს აღარ შევიტყობთ.

- დევდარიანი რატომ ვერ ჩამოდის, ისევ ფეხი სტკივა?

- სიმართლე გითხრათ, დავიღალე დევდარიანის ჩამოუსვლელობით. ათჯერ გამოვიძახე და არ გამოცხადებულა, ბოლო მომენტში უარს ამბობს და არც ვიცი, ეს რას მივაწერო. კობახიძისა და დევდარიანის ჩანაცვლება საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელებით მსურდა, მაისურაძე უკვე გამოცხადდა, გელაშვილს კი მცირე ტრავმა აქვს.

- ბოლო მატჩებში "მეტალურგის" თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი შედეგიანად ათამაშდა. მის მიწვევაზეც ხომ არ ფიქრობთ?

- თუ ასე განაგრძო, დავინტერესდები.

- თქვენი აზრით, ნაკრებმა საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინა?

- თუ წინა ციკლს შევადარებთ, უკეთესობა არის, შედეგი გაუმჯობესდა და მთლიანობაში ციკლი წარმატებული გამოდგა. მაგრამ მეტი ქულის მოპოვება შეგვეძლო. გული იმაზე მწყდება, რომ ლატვიელებთან იქაც და აქაც საუკეთესო თამაშები ვაჩვენეთ, განსაკუთრებით თბილისში და ამ მატჩში მაინც მხოლოდ ქულას დავჯერდით. სამწუხაროდ, ფეხბურთში ასეც ხდება, შეიძლება, კარში 44-ჯერ დაარტყა და ვერ გაიტანო, მეტოქემ კი ერთი დარტყმით მოგიგოს. გასვლის შანსს მხოლოდ მათთან მოგება გვინარჩუნებდა, მაგრამ იღბალიც არ გვწყალობდა.

- შევიტყვეთ, რომ აკაკი გოგია საქართველოს ნაკრებში თამაშზე დაითანხმეთ, რაც ადრე დაუჯერებელი ჩანდა.

- ნამდვილად გვსურს, რომ ნაკრებში ითამაშოს, მაგრამ ჯერ პატარა პრობლემებია მოსაგვარებელი.

- ნოემბრის ამხანაგურ შეხვედრაში გამოიძახებთ?

- მშობლებს ველაპარაკე და კარგი იქნება, ნოემბერში თუ ჩამოვა, შემოდგომაზე დახმარება ახალგაზრდულ ნაკრებსაც სჭირდება.

- პრობლემა მოქალაქეობის შეცვლაა?

- ეს ყველაზე ადვილად მოსაგვარებელი პრობლემაა.

- მოთამაშეებს ახალგაზრდული ნაკრებიდანაც დაიმატებთ?

- ვნახოთ, შვეიცარიასთან 7 ოქტომბერს ვინ როგორ ითამაშებს.

- ითქვა, რომ შემდეგი ციკლისთვის ვეტერანებს აღარ გამოიძახებთ.

- ამაზე ლაპარაკი არასერიოზულად მიმაჩნია. თუ რამე გადაწყდება, ახალი ციკლის დაწყებამდე, წინასწარ გაცნობებთ,ახლა კი ბერძნებთან მატჩისთვის ვემზადებით.

- საბერძნეთს გასვლის შანსი აქვს და მოტივირებულია, ჩვენს მოთამაშეებს აქვთ კი მოტივაცია?

- ბერძნების მოტივაცია ჩვენ არ გვაინტერესებს, გვჭირდება თუ არა ქულები, მოგება საქართველოსაც არ აწყენს. ბოლო ორ წელიწადში 15 მატჩიდან 10 სტუმრად გავმართეთ, ჩვენი მაყურებელი თამაშს და მოგებას მონატრებულია და ხალხის გასახარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

- მჭედლიძის დაბრუნებაზე რას გვეტყვით?

- ლევანი ყვითლების გამო შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ვერ ითამაშებს და მოვიწვიეთ. თუმცა 7 ოქტომბრის მატჩის შემდეგ მისი გამოაძახება ისედაც გვსურდა.

- გადაწყდა, ვის ვეთამაშებით ნოემბერში?

- არ ვიყავით დარწმუნებული, რომ ნოემბერში ამხანაგურ მატჩის გამართვა მოგვიწევდა. ჩვენ კი იმ დონის ნაკრები არ ვართ, საინტერესო გუნდები უცებ დავითანხმოთ. ამიტომ ახლა მოლაპარაკებები ჭირს.

- უდავოა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კარგი კალენდარი გვაქვს.

- მართლაც კარგი კალენდარია, პირველი მატჩი საქართველოში გვაქვს, მაგრამ მხოლოდ კარგი კალენდარი რას გვარგებს, როდესაც უძლიერესი მეტოქეები შეგვხვდნენ. თუმცა ყველასთან უნდა ვიბრძოლოთ, ძლიერ ნაკრებებთან საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა ფეხბურთელებისთვისაც სასურველი იქნება.

ყველაზე ძნელი ბელარუსების დათანხმება აღმოჩნდა, რა არ მოიმიზეზეს, ამ დროისთვის მოედანი არ გვივარგაო, ჩვენთან სეზონი არ იქნება დაწყებული და ნაკრებიც მოუმზადებელი იქნებაო, მაგრამ ბოლოს კალენდრის წარმოდგენილ ვარიანტს დათანხმდნენ.

- საბერძნეთთან თქვენი ანგარიშები გაქვთ?

- ჩემს ანგარიშებზე ლაპარაკი არ მსურს. ციკლი სასურველ ნოტზე უნდა დავასრულოთ. 10 ქულა გვაქვს და, იმედია, კიდევ დავამატებთ.

- საქართველოს ჩემპიონატს თუ ადევნებთ თვალს? წლეულს ჩემპიონატი საინტერესოდ მიმდინარეობს.

- თვალს, ცხადია, ვადევნებ, მაგრამ ლეგიონერებს უფრო ვაკვირდები, რადგან ნაკრების წევრთა 90 პროცენტი უცხოეთში თამაშობს.

ჩემი აზრით, 12-გუნდიან ჩემპიონატზე გადასვლა სწორი ნაბიჯი იყო. რაც მეტი გუნდი იქნება რეგიონებში, მეტი ფეხბურთელიც გამოჩნდება. სამწუხაროდ, ისეთი დონის ჩემპიონატი არ გვაქვს, სასურველი ფეხბურთელი უცებ რომ შევარჩიოთ. მაგრამ დადგა დრო, ამ მიმართულებით რამე მოვიფიქროთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გავზრდით იმ მოთამაშეებს, რომლებიც ნაკრებს სჭირდება.

- შეკრებაზე სოსო ჭედია დაგეხმარებათ?

- სოსო ახალგაზრდული ნაკრების მატჩის შემდეგ შემოგვიერთდება.

- ბოლო მატჩებში ნაკრები შეტევაზე იყო ორიენტირებული. ბერძნებთანაც ასე იქნება?

- ამაზე ლაპარაკი ჯერ არ მსურს, თუმცა გეთანხმებით, ბოლო მატჩებში უფრო შემტევი ფეხბურთი ვაჩვენეთ - პოლონეთთან, ლატვიასთან. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა. ლატვიასთან შოკის შემდეგ, მალტასთან სასურველ შედეგს იმიტომაც ვერ მივაღწიეთ, რომ ბიჭები სტრესიდან ვერ გამოვიდნენ.

- ყენიამ ორჯერადი ვარჯიშები დაიწყო - ნოემბერში მასაც გამოიძახებთ?

- "შალკეში" ბერძენი მეგობარი მყავს, რომელიც ამბობს, რომ ყენია გუნდში არ უნახავს და სად ვარჯიშობს, წარმოდგენა არ მაქვს.

- ამბობენ, რომ ლევანი "შალკედან" წამოვიდა.

- მე რაც ვიცი, გითხარით. სამწუხაროა, ამ დონის მოთამაშე რომ გამოგვაკლდა. დარწმუნებული ვარ, ყენია რომ გვყოლოდა, გუნდი უკეთ იასპარეზებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Jigaro

გუშინდელ სატელევიზიო გადაცემაში 1არხზე რატომ არ მობრძანდა ბატონი თემური?ვიღაცამ კუპერთან შედარებაში უპირატესობაც კი მიანიჭა ჩვენს გენიოსს და რეფორმატორს.გაიხსენეთ იმ ვალენსიი შემადგენლობა ზედიზედ ორ ფინალში რომ ათამაშა კუპერმა,მენდიეტას გარდა ვინმე თუ გახსოვთ.არადა მეორე ფინალის შემდეგ მარტო სამ ნახევარმცველში აიღო ვალენსიამ 50 მილიონზე მეტი.ვერც მენდიეტამ ინგლისში და ვერც ორმა სხვამ(აბა თუ გაიხსენებთ გვარებს) თავი ვერსაც წარმოაჩინა.სწორედ ეგაა მწვრთნელის დამსახურება,რომ არაფერი ფეხბურთელებისაგან შეუძლიათ გუნდის შენება.კუპერისთვის რომ ეცლიათ დღეს რამდენიმე ახალი ახალგაზრდა გვეყოლებოდა ნაკრებში.Mართლაც რომ შრომობდა კაცი.თუნდაც მყვირალა ბოსკამპი გაიხსენეთ.მისი აღმოჩენები.გეგუჩაძის წინსვლაში რა არ მიუძღვის დამსახურება?ქეცბაია იმიტომ დატოვეს, რომ ახალი გუნდი უნდა აშენოს?აკადემია აშენოს კიპროსში!დვალიშვილი იქნება მისი აღმოჩენა შემდეგ ციკლში.რა დავაშავეთ ასეთი რომ ქეცბაია სიჭინავამ უნდა გაგვიშროს სისხლი კიდევ 4 წელს.ოთარ გაბელიასნაირი ვაჟკაცი რომ იყოს ან ერთი ან მეორე უსიტყვოდ წავიდოდნენ, ესენი კი უნამუსოდ ცვლილებებზე ლაპარაკით გვაბრუებენ.მაინც და მაინც საფეხბურთო აჯანყება გინდათ.ჰოდა მიიღებთ კიდეც ახლო მომავალში.

• mamuka

ლორია არავის აუთვალწუნებია, უბრალოდ ტრავმა აქვს.

• aleqsa

კაი რა თემურ კაი რა... რა დაინახე ერთი დვალიშვილში რო არ იშორებ გვერდიდან, სასტარტოში დააყენე რა გეხვეწები და გელაშვილი შეუშვი 89 წუთზე. ლორია რატო აითვალწუნე? თუ გაგრის მეკარე გყავთ გასაყიდი? დავიღალეთ. გააუქმეთ ეს სპორტი საქართველოში!!!

• roma

მეგობრებო,გაიგეთ ეს კაცი,ის არ არი,რომელიც ჩვენს გუნდს გამოადგება,რას პრუტუნობს თუ ხვდებით,საერთოდ აზრზე თუა რა ხდება ფეხბურთში.მისი დატოვება ტყუილად დროის კარგვაა,თუ ჩემი არ გჯერათ ყველაფერი მალე გამოჩნდება.ერთი ვიცოდე სომხებს ვინ ყავთ გასვლის შანსი,რომ არ დაუკარგავთ?

• გია

მორიგი ცრუ დაპირებები და ცრუ მოლოდინები.არანაირი პერსპექტივა,საფეხბურთო სკოლებს ხშირად ვსტუმრობ და ვაკვირდები იქნებ მომავალში გვეღირსოს თუნდაც ერთი ნორმალური ფეხბურთელი,მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ იქნება .საბეხბურთო სკოლებში უნიჭოების დოღია.არცერთი ფეხბურთელი იქ არ იზრდება.ასერომ მომავალ ათწლეულშიც არაფერი ამხრივ არ გვეშველება.

• GIA

ძნელია არ დაეთანხმო თემურს, სამწუხაროდ ასეთია ჩვენი რეალობა. მაღალი დონის ფეხბურთელები არ გვყავს. იმედია მომავალში გამოჩნდებიან

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა

[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე