"ინტერი"-"ხაზარის" მატჩში ბაქოელთა ქართველმა მეკარემ რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია და მედიისგან კომპლიმენტები დაიმსახურა
აზერბაიჯანში არა მარტო ტურის, არამედ ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართა. ბაქოს "ინტერმა" ლენქორანის "ხაზარს" უმასპინძლა და პრინციპულ მეტოქეს 1:0 სძლია.

გამარჯვების გოლი 72-ე წუთზე ნიზამი ჰაჯიევმა გაიტანა, თუმცა აზერბაიჯანულმა პრესამ მასზე მეტად გიორგი ლომაია გამოარჩია - საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია და მედიისგან კომპლიმენტები დაიმსახურა.

ლომაიას გარდა, "ინტერის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა, ბაჩანა ცხადაძე კი სათადარიგო იყო.

მარცხის მიუხედავად, 8 ტურის შემდეგ "ხაზარი" 19 ქულით პრემიერლიგას მაინც დამაჯერებლად ლიდერობს. ბაქოს "ნეფთჩის" 15 ქულა აქვს, "ინტერს" კი - 14.

ნიკა გვათუა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება