28 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ფინელთა ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან, ტურკუს "ინტერთან" გააფორმა კონტრაქტი
ფინეთის ვეიკაუსლიგის "იაროში" ირაკლი სირბილაძემ 13 მატჩი ჩაატარა და შედეგიანობითაც გამოირჩა - 9 გოლი გაიტანა. 28 წლის ქართველ თავდამსხმელს "იაროში" გატარებული სამთვიანი პერიოდი მშვენიერ ტრამპლინად გამოადგა - შევიტყვეთ, რომ სირბილაძემ ფინელთა ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან, ტურკუს "ინტერთან" გააფორმა კონტრაქტი.

"ინტერი" ფინეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, "იაროზე" ბევრად სოლიდური კლუბია, ბოლო წლებში მუდამ ლიდერებშია და ევროთასების ლამის უცვლელი მონაწილეა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ირაკლის ფინეთში დავუკავშირდით.

- მართალია, რომ "ინტერში" გადადიხარ?

- უფრო სწორად, დიდი ხანია, რაც გადავედი - კონტრაქტი სექტემბრის დასაწყისში გავაფორმე.

- ეს როგორ, მაშინ "იაროში" როგორ დარჩი?

- დღემდე პირველი ლიგის კპვ-ს ვეკუთვნი, რომელმაც "იაროში" გამანათხოვრა, მაგრამ კონტრაქტი ნოემბერში მიმთავრდებოდა და ტურკუს კლუბის ხელძღვანელებმა წინასწარი ხელშეკრულების გაფორმება შემომთავაზეს.

- ეს ფაქტი "ინტერის" ვებგვერდზე არ დაფიქსირებულა.

- ჟურნალისტებთან მალე წარმადგენენ, მანამდე კი ამის გახმაურება არ სურდათ, მაგრამ ახლა დასამალი არაფერია.

- "ინტერთან" რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმე?

- ხელშეკრულება ორწლიანია და მიხარია, ასეთ გუნდში რომ გადავედი. ეს ჩემთვის სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან "ინტერი" ამბიციური გუნდია და სულ ჩემპიონობისთვის იბრძვის.

- ამჟამად კი ლიდერ "ჰიკს" ბევრად ჩამორჩება.

- ასეა, მე-2 ადგილზეა და გაისად ევროპის ლიგაზე ითამაშებს. მაგრამ ბოლო წლებში სულ ფინეთის ჩემპიონატის ლიდერებშია. გუნდს ჰოლანდიელი სპეციალისტი ჯობ დრაგტსმა ავარჯიშებს, რომელიც თავად დამიკავშირდა და გადასვლა შემომთავაზა.

გუნდი ძლიერი ფებურთელებით არის დაკომპლეტებული, ოთხი მათგანი ფინეთის ნაკრების წევრია. ასეთ კლუბში თამაში დიდი სტიმულია, უფრო მონდომებული ვიქნები, უფრო მეტს მოვთხოვ თავს და ევროთასებზე თამაშით მეტ გამოცდილებასაც შევიძენ.

- ვიცი რომ, უკრაინაში გადასვლასაც გთავაზობდნენ.

- უკრაინაშიც მთავაზობდნენ, შვედეთში, დანიასა და ნორვეგიაშიც, მაგრამ ფინეთში დარჩენა გადავწყვიტე.

- მოკლედ, ფინეთის ვეიკაუსლიგაში წარმატებული სადებიუტო სეზონი გამოგივიდა.

- სხვათა შორის, 13 მატჩში 9 გოლის გარდა, 5 საგოლე გადაცემაც ჩავიწერე, რაც, ვფიქრობ, კარგი შედეგია. ისიც გაითვალისწინეთ, რომ "იაროში" მოუმზადებელი გადავედი, რადგან ზაფხულის შეკრების დროს ტრავმას ვმკურნალობდი და ახლაც არ ვარ სასურველ ფორმაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Burton
ტურკუს ინტერიო, ბაქოს ინტერიო... ეჰ! ინტერი მე მილანის ვიცი !!!
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა