„ბლექბერნის“ მწვრთნელ სტივ კინს ცუდად აქვს საქმე და ნერვები ღალატობს - ამჯერად „სქაი ნიუსის“ რეპორტიორთან მოუვიდა კონფლიქტი

„ბლექბერნის“ მწვრთნელ სტივ კინს ცუდად აქვს საქმე და ნერვები ღალატობს. ის უკვე მეორედ გაეხვა უსიამოვნო ისტორიაში. ამჯერად „სქაი ნიუსის“ რეპორტიორთან მოუვიდა კონფლიქტი.

ეს ამბავი გასულ კვირას მიუნხენში მოხდა, სადაც „ბაიერნი“ „მანჩესტერ სიტის“ მასპინძლობდა. კინი გერმანიაში ჩემპიონთა ლიგის ამ თამაშის სანახავად გახლდათ ჩასული - მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში „სიტისთან“ მისმა გუნდმაც ითამაშა. რივერსაიდელების თავკაცი, როგორც ჩანს, ისტლენდელთა თამაშს ერთხელაც სწავლობდა, მაგრამ ამან ვერ უშველა - „ბლექბერნისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა შაბათს მანჩესტერელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.

ასე იყო თუ ისე, იმ დღეს, სამშაბათს, „ბაიერნის“ მიერ „სიტის“ 2:0 ძლევის შემდეგ, მიუნხენის სასტუმრო „მერიოტის“ ბარში სტივ კინი ტელეკომპანია „სქაის“ პატივცემულ ჟურნალისტ ჯეიმს კუპერს გადაეყარა. კინი იქ სხვა ინგლისელ ჟურნალისტებს, იმავე „სქაის“ მიმომხილველ ალან მაკინლისა და მოედნის კიდესთან მომუშავე ინტერვიუერ ჯეფ შრივერსს ელაპარაკებოდა.

კუპერი მოსაუბრეებთან მივიდა, კინს თავი წარუდგინა და მოშორებით, დასალევად შეკრებილ კოლეგებს შეუერთდა. დაახლოებით ნახევარ საათში „ბლექბერნის“ თავკაცი თავისი ადგილიდან წამოდგა, კამპანიასთან მივიდა და კუპერს შეუტია. ის ჟურნალისტთან ისე ახლოს იდგა, რომ სწორედ ასეთ შემთხვევებზე ამბობენ ცხვირი ცხვირზე მიადოო. მწვრთნელის აგრესიამ კუპერი აშკარად ააღელვა. რეპორტიორი ნერვიულობდა, მაგრამ მდგომარეობა მისმა ოპერატორმა განმუხტა – ის დაპირისპირებულებს შუაში ჩაუდგა.

ინგლისური მას-მედია წერს, რომ ეს ინციდენტი კინის ისედაც აწეწილ საქმეებს კიდევ უფრო არევს. გამორიცხულია, თავიანთი მწვრთნელის საქციელი „ბლექბერნის“ ინდოელ მეპატრონეებს მოეწონოთ.

ზემოთ ვახსენეთ, რომ კინისთვის ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე შარია. პირველ სკანდალში იგი აგვისტოში გაერია, როდესაც პოლიციამ საჭესთან ნასვამი გამოიჭირა, რისთვისაც 1 800 ფუნტი გადაახდევინეს და წელიწადნახევრით მანქანის მართვა აუკრძალეს. ვინ იცის, „ბლექბერნის“ თავკაცს ცუდი სიმთვრალე აქვს და ამ ტიპის პრობლემებიც სათავეს აქედან იღებენ.

სტივ კინი რივერსაიდელების მწვრთნელად გასული წლის დეკემბერში სემ ელერდაისის თანამდებობიდან გაშვების შემდეგ დანიშნეს. გუნდი პრემიერლიგიდან გავარდნას ჩემპიონატის ბოლო დღეს გადარჩა, თუმცა ასეთმა გადარჩენამ გულშემატკივრები ვერ მოთაფლა და ისინი ზაფხულშივე ითხოდნენ მწვრთნელის სამსახურიდან გაშვებას. გასულ შაბათს, როდესაც „ბლექბერნმა“ „სიტისთან“ 4:0 წააგო, ფანების პროტესტმა ახალი ძალით ამოხეთქა. „როვერსი“ შვიდი ტურის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და ბოლოზე მყოფ „ბოლტონს“ ერთადერთი ქულით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს