ლონდონში დაწყებულ "ოლიმპიურ ტესტებში" საქართველოს ქალთა ნაკრები სრული შემადგენლობით გამოდის
ლონდონში, ოლიმპიურ სასროლეთზე მშვილდოსნობაში "ოლიმპიური ტესტები" დაიწყო, რომელშიც საქართველოს ქალთა ნაკრები სრული შემადგენლობით გამოდის: ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე. გაიმართა შესარჩევი ეტაპი, რომელიც ჩვენებმა საკმაოდ კარგად ჩაატარეს - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ესებუამ და ნარიმანიძემ 623-623 ქულა დააგროვეს და პირველმა 23-ე, მეორემ კი 25-ე ადგილი დაიკავა.

ესებუამ ცოტა მძიმედ დაიწყო ტურნირი და პირველი ნახევრის შემდეგ 302 ქულით 35-ე იყო, მაგრამ დასკვნით ნაწილში სამიზნე გაისწორა და 321 ქულით მეშვიდე შედეგი აჩვენა. ნარიმანიძე უფრო სტაბილურად ისროდა, თუმცა ბოლო მონაკვეთში ამანაც მოუმატა - პირველ ნახევარში 315-ით მე-18-ე იყო, მეორეში კი მე-13-მდე ავიდა, სამწუხაროდ, ლიდერებს მხარი ვერ აუბა დიასამიძემ - 575 ქულით 49 მონაწილეს შორის ბოლო ადგილზე გავიდა.

გუნდურ ჩათვლაში სულ 13 ნაკრები გამოდის, ჩვენებმა კი 1821 ქულა დააგროვეს და ბოლოსწინაზე გავიდნენ, მხოლოდ შვეიცარიელებს აჯობეს.

გუნდურ პირველობაში პლეი ოფები ხვალ გაიმართება. აქ მოწინავე სამეული და მსოფლიოს ჩემპიონი იტალია ორგანიზატორებმა განთესეს. ჩვენს ნაკრებს პირველ მეტოქედ დანია ერგო. სკანდინავიელებმა წლეულს მსოფლიოზე რვა საუკეთესოს შორის გააღწიეს და გუნდური სამი ლიცენზიაც მოიპოვეს, რაც ჩემპიონატის მთავარ მოულოდნელობად მოინათლა, მაგრამ ჩვენები სტაბილურად თუ ისვრიან, მათი დამარცხება ნამდვილად ხელეწიფებათ, ამ შემთხვევაში კი შვეიცარიასა და იაპონიას შორის მოგებულს შეხვდებიან. ბადის ჩვენს ნახევარში მოხვდნენ სამხრეთ კორეა, უკრაინა და აშშ, რომელთა რიგებში ოლიმპიური პრიზიორი ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილიც) გამოდის.

პირად პირველობაში პლეი ოფები ხუთ დღეზეა გადანაწილებული - 6 ოქტომბერს იწყება და 10-ში მთავრდება. ჩვენები შეჯიბრებაში 7-დან ჩაებმებიან - ესებუა იტალიელ ჯესიკა ტომასს გაეჯიბრება (ვისაც წლევანდელ მსოფლიოზე ნარიმანიძემ მოუგო), დიასამიძე - უკრაინელ კატერინა პალეკას, ნარიმანიძე კი 8-ში კანადელ კატერინ ვრაკინგს შეხვდება.

ესებუა იტალიელთან წარმატების შემთხვევაში იმავე დღეს უკრაინელ ნინა მილჩენკოსა და პოლონელ კატერინა ლიპიარსკას შორის მოგებულს გაეჯიბრება, დიასამიძე - ბელარუს კატსიარინა ტიმოფიევასა და შვეიცარიელ ნატალიე დილენს შორის გამარჯვებულს. ნარიმანიძე თუ მოიგებს, 8-შივე გამართავს კიდევ ერთ ორთაბრძოლას - შვეიცარიელ სელინ ჩობინგერთან, ამერიკელ მირანდა ლეეკთან ან ძლიერ იტალიელთან, პირადსა და გუნდურში მსოფლიოს 2-2-გზის ჩემპიონ ნატალია ვალეევასთან (მანამდე ეს სამეული ერთმანეთში გაარკვევს უმჯობესს).

ესებუას მხარეს მეოთხედფინალამდე ძლიერ მეტოქეთაგან გამოვარჩევთ ბრიტანელ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ნაომი ფოლკარდს, იაპონელ რენი ჰაიაკავას (მსოფლიოზე ნარიმანიძემ ამასაც მოუგო) და ჩინელ იუტინ ფანს.

უძლევი
წარმატებებს გისურევებთ სამივეს! მაგარი ქალები ხართ და გაცილებით მეტი შეგიძლიათ, როგორც არაერთხელ დაგიმტკიცებიათ! იტალიელების სისხლი უნდა გავაშროთ, მაგათი მაფიოზა სპაგეტი მაკარონი ზუკინი დედები... იტალიაში რაც გაგვიკეთეს ჯერ მარტო მაგიტომ და მერე იმიტომ რომ შეგვიძლია.
მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის