ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სტოსური გონს ვერ მოდის

სტოსური გონს ვერ მოდის

სვეტლანა კუზნეცოვასა და ანა ივანოვიჩის დაპირისპირებაში გამარჯვებული სერბი გამოვიდა, რომელმაც იოლად - ორ სეტში იმარჯვა

დები უილიამსებისა და მარია შარაპოვას გარდა, ყველა წამყვანი ქალი ჩოგბურთელი ამჟამად პეკინში იმყოფება, სადაც ამ სეზონის ბოლო უმაღლესი კატეგორიის ტურნირი მიმდინარეობს.

მეორე დღეს ჩაება ბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი და რეიტინგის ლიდერი, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი. სკანდინავიელს არც ისე ძლიერი მეტოქე ჰყავდა ჩეხი ლუსი ჰრადეცკას სახით, რომელსაც მაისში როლან გაროსის შემდეგ არც ერთი მატჩი არ ჰქონდა მოგებული. მაგრამ ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს კაროლინა არ არის კარგ ფორმაში.

პირველ სეტში ჰრადეცკამ 3:3-ზე გააკეთა ბრეიკი და 4:3 დაწინაურდა. ვოზნიაცკიმ სცადა სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ მეორეჯერაც წააგო თავისი გეიმი, რითაც სეტი მეტოქეს დაუთმო - 3:6.

მეორე სეტში ჩეხს თავიდანვე არ წაუვიდა თამაში და ეს პარტია პირწმინდად დათმო - 0:6. ვოზნიაცკიმ სამი ბრეიკი გააკეთა და თითქოს იოლად უნდა მიეყვანა საქმე გამარჯვებამდე, მაგრამ მესამე სეტში დანიელმა ისევ აურია თამაში საკუთარ მოწოდებაზე. კაროლინამ კრიტიკულ მომენტში, 3:4-ზე გამოასწორა მოწოდება და დროული ბრეიკი გააკეთა. მართალია, ჩეხმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ 5:5-ზე რეიტინგის ლიდერმა ზედიზედ ორი გეიმი აიღო და ბოლო სეტი 7:5 მოიგო.

ვოზნიაცკის რვა ბრეიკი გააკეთა ამ მატჩში, მისმა მეტოქემ ხუთი. ჰრადეცკამ ეისების რაოდენობით აჯობა მეტოქეს - 7:2, მაგრამ ამასთან, 7 ორმაგი შეცდომაც დაუშვა.

დანიელმა მეორე დღეს მესამე წრეში გაარკვია ურთიერთობა ავსტრალიელ იარმილა გაიდოშოვასთან. ვოზნიაცკის თამაში არც ამჯერად გამოიყურებოდა უნაკლოდ, მაგრამ მაინც დამაჯერებლად მოიგო ეს შეხვედრა და მომდენვო ეტაპზე ესტონელ კაია კანეპის შეხვდება, რომელთანაც წინა კვირას ტოკიოს ტურნირზე დამარცხდა. ასე რომ, დანიელს რევანშის აღება მართებს.

ზედიზედ ეთიშებიან ტურნირს წამყვანი ჩინელი ჩოგბურთელები. როლან გაროსის ჩემპიონის ნა ლის მარცხის შემდეგ, მეორე წრიდან ჩამოშორდა ბრძოლას შუაი პენგი. მსოფლიოს მე-15 ნომერმა ორ სეტში წააგო იტალიელ ფლავია პენეტასთან, თუმცა სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, ეს გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო - პენეტას მანამდე ხუთიდან ხუთჯერ ჰყავდა დამარცხებული პენგი.

მეტოქეებს თანაბარი რაოდენობის ბრეიკ-პოინტები ჰქონდათ, მაგრამ იტალიელმა ერთით მეტი ასეთი შანსი გამოიყენა და ამის ხარჯზე - 7:6, 7:5 მოიგო.

ამ სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა იყო რუსი სვეტლანა კუზნეცოვასა და სერბი ანა ივანოვიჩის დაპირისპირება.

მართალია, "დიდი სლემის" ტურნირების ორგზის ჩემპიონი კუზნეცოვა ბოლო დროს ვერ აჩვენებს თავის ოპტიმალურ სპორტულ ფორმას, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო ივანოვიჩის იოლი გამარჯვება ორ სეტში.

ანამ ასი პროცენტით გამოიყენა მეტოქის მიერ ბოძებული შანსი - ხუთი ბრეიკ-პოინტი მიიღო და ხუთივე ბურთი ჩააგდო, იმ დროს, როცა კუზნეცოვამ რვა ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ორი გამოიყენა. ტაბლოზეც შესაბამისი ანგარიში დაფიქსირდა - 6:2, 6:3 ივანოვიჩის სასარგებლოდ.

ამ ჩოგბურთელთა ბოლო შეხვედრა ფედერაციის თასზე კუზნეცოვას გამარჯვებით დასრულდა, ახლა კი ივანოვიჩმა რევანშის აღება შეძლო და რუსთან ურთიერთშეხვედრებში 6:2 წაიყვანა ანგარიში.

გუშინ, მეორე წრის მატჩების დიდი ნაწილი გაიმართა, კიდევ სამი მატჩი დღეს გაიმართება - ბრძოლაში ჩაებმებიან ვიქტორია აზარენკა და აგნიეშკა რადვანსკა.

როგორც მოსალოდნელი იყო, გუშინდელი დღის ყველაზე დაძაბული იყო შეხვედრა მარია კირილენკოსა და სამანტა სტოსურს შორის, რომლებიც წელს ტრადიციულ მეტოქეებად იქცნენ. შეგახსენებთ, რომ ეს მათი მესამე მატჩი იყო ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ამერიკის ღიას მერვედფინალში სტოსურმა სამ სეტში მოიგო, თუმცა მეორე პარტიაში წააგო მარათონული ტაი-ბრეიკი - 15:17, გასულ კვირას ტოკიოს ტურნირის მეორე წრეში კი რუსმა რევანში აიღო.

სამანტას უკეთესად გამოუვიდა მატჩის დასაწყისი. მან ბრეიკი გააკეთა და 4:1 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ მოულოდნელად ჩავარდნა დაეწყო, რითაც მარიამ კარგად ისარგებლა. ის თავისუფლად ათამაშდა და მეტოქეს დაეწია. მიუხედავად ამისა, მე-10 გეიმში მიღებაზე სტოსურმა სამი სეტბოლი მოიპოვა, მაგრამ კირილენკომ დროულად გამოასწორა მოწოდება და საფრთხე მოიგერია. ამის შემდეგ რუსი უფრო ლაღად ათამაშდა და დარჩენილ ორ გეიმში ბრძოლა არ შედგა - 7:5 კირილენკოს სასარგებლოდ.

მარიამ ინერციით კარგად დაიწყო მეორე სეტი და მაშინვე ბრეიკი გააკეთა, მაგრამ შემდეგ სტოსურმა თამაშის დალაგება მოახერხა. კირილენკომ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, პარტიის ბოლოს კი მისი თამაში სადღაც გაქრა. სტოსურმა ზედიზედ ექვსი გეიმის აღებით სეტი 6:1 მოიგო.

რუსისთვის საბედნიეროდ, ეს ჩავარდნა ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. გადამწყვეტ პარტიაში კირილენკო ისევ აქტიურად ათამაშდა. სამანტა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, რამაც მარიას ბრეიკი მოუტანა. რუსი არ აპირებდა საკუთარი გეიმის წაგებას, მაგრამ ნერვული დაძაბულობა თავიდან ვერ აიცილა. ის აჩქარდა და "მშრალი" ანგარიშით წააგო საკუთარი მოწოდება, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი გეიმის აღება მოახერხა - 7:5, 1:6, 7:5.

სხვათა შორის სტოსურის წაგების შემდეგ პეკინში არ დარჩა "დიდი სლემის" წლევანდელი ტურნირების არც ერთი ფინალისტი. მარია შარაპოვამ, სერენა უილიამსმა და კიმ კლაისტერსმა ვერ შეძლეს ჩინეთში ჩასვლა, ნა ლი, ფრანჩესკა სკიავონე და პეტრა კვიტოვა კი უკვე გამოეთიშნენ ტურნირს.

თავიანთი მატჩები მოიგეს სტამბოლში წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამგზავრების პრეტენდენტებმა - მარიონ ბარტოლიმ და ანდრეა პეტკოვიჩმა. ფრანგი კრისტინა მაკჰეილს გაუსწორდა, გერმანელი - კარლა სუარეს ნავაროს. მესამე წრეში ისინი ერთმანეთს შეხვდებიან და წაგება პრაქტიკულად აღარ დაუტოვებს შანსს პეტკოვიჩს თურქეთში გამგზავრებაზე. ბარტოლისთვის ამ მატჩში წაგება ნაკლებად კრიტიკული იქნება, რადგან ჩემპიონთა რბოლაში მეცხრე ადგილზე მყოფ პეტკოვიჩს 500 ქულით უსწრებს.

WTA

China Open

პეკინი (ჩინეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

I წრე

მარია კირილენკო (რუს)-იულია გორჯესი (გერ) 7:6(9), 6:3; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ)-ნადეჟდა პეტროვა (რუს) 6:3, 6:7(3), 6:1; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 3:6, 6:0, 7:5; ფლავია პენეტა (იტა)-შუაი პენგი (ჩინ, 12) 7:6(6), 7:5.

II წრე

დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ)- ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 7) 6:2, 6:2; ანა ივანოვიჩი (სერ)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 16) 6:2, 6:3; სოფია არვიდსონი (შვედ)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5) 7:6(6), 4:6, 6:3; ვერა ზვონარევა (რუს, 3)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 6:3, 4:6, 6:2; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 13)-მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ) 6:2, 6:3; მარია კირილენკო (რუს)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 6) 7:5, 1:6, 7:5; მარიონ ბარტოლი (საფ, 8)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:2, 6:1; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 9)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ) 6:4, 6:4; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა) 6:2, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია

მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის