იტალიის სერია ბ-ს "ემპოლის" 21 წლის ფორვარდი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებამ ძალიან გაახარა
ლევან მჭედლიძე ეროვნულ ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. იტალიის სერია ბ-ს "ემპოლის" 21 წლის ფორვარდი 17 წლისა იყო, როდესაც შოტლანდიის ნაკრებთან მოგებაში ლომის წილი დაიდო და სკოტურ მედიას დააწერინა: "სირცხვილია, სკოლის ბავშვებმა მოგვიგესო" (ლევან ყენიასაც გულისხმობდნენ).

იმ დროს მჭედლიძემ ბევრი საქებარი სიტყვა მოისმინა, მრავალი კლუბი დააინტერესა, ჩვენს გულშემატკივარს კი იმედი გაუჩნდა, რომ ნაკრებს ეზრდებოდა ძლიერი თავდამსხმელი, რომელიც თავის სიტყვას მალე იტყოდა.

მაგრამ ტრავმებმა დიდი დრო წაართვა და 17 წლის ასაკში "ტრანსფერმარკტის" აზრით 1,5 მილიონ ევროდ ღირებული ფორვარდი ამავე სააგენტომ ამჟამად მხოლოდ 550 ათასად შეაფასა.

თუმცა ეს ყველაფერი უთამაშებლობის ბრალია, ლევანს კი წინ აქვს კარიერაც, მილიონიანი სატრანსფერო ბარიერის გადალახვაც და იმედია, ქართველ გულშემატივარს ის თავს ისევ შეახსენებს.

- ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რას ნიშნავს ეროვნულ ნაკრებში მიწვევა, მით უფრო, სამწლიანი პაუზის შემდეგ.

- რა თქმა უნდა, ნაკრებში დაბრუნება ძალიან გამიხარდა. შევეცდები, დავამტკიცო, რომ ეროვნულ გუნდში თამაში შემიძლია.

- საბედნიეროდ, შენი ტრავმები წარსულს ჩაბარდა.

- მეც ამის იმედი მაქვს. ახლა თითქმის ორი თვეა, ტრავმას არ მოვუცდენივარ და ფიზიკურად საკმაოდ კარგად ვარ, "ემპოლიშიც" სისტემატურად მათამაშებენ.

კლუბის საქმე კი ვერ მიდის კარგად - დღეს დილით გავიგე, რომ მწვრთნელი მოხსნეს და "ემპოლიში" არეულობაა. ბოლო შვიდი მატჩიდან ხუთი წავაგეთ და ეს გადაწყვეტილება ბუნებრივი იყო, მაგრამ ახალი მწვრთნელი მაინც სტრესია, არ იცი, ვინ მოვა და რა თვალით შემოგხედავს.

- "ემპოლის" სერია B-ში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს და უცნაურია, სეზონი ცუდად რომ დაიწყეთ.

- ყველას ეგონა, რომ წლეულს "ემპოლი" სერია A-ში გადასვლისთვის იბრძოლებდა, მაგრამ საშინლად დავიწყეთ. თუმცა მდგომარეობის გამოსწორების იმედი მაინც გვაქვს. შარშან ზედიზედ ხუთი შეხვედრა წავაგეთ და ამის მიუხედავად, ბოლო ტურში "ტორინოსთან" რომ მოგვეგო, პლეი ოფში გავდიოდით.

დაკარგული ჯერ კიდევ არაფერია, სეზონი წინ არის და იმედების გამართლება შესაძლებელია.

- 11 ოქტომბერს საბერძნეთთან გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაგვიყვანს, მაგრამ მაინც პრინციპული მატჩია და გუნდის იმიჯზე იმოქმედებს.

- ბერძნებთან მოგება ნაკრებს წინსვლისა და თავდაჯერებულობისთვის სჭირდება. ჩვენ არ ვართ ისეთი გუნდი, რომელიმე შეხვედრას ზერელედ მოვეკიდოთ, ხალხი ჩვენს თითოეულ მატჩს იმედით ელის და არ უნდა გავაწბილოთ. მთავარია, მწვრთნელის დავალებები შევასრულოთ.

- საქართველოს ნაკრები ხშირად მაშინ იგებს, როდესაც მოტივაციას კარგავს. შოტლანდიასთან შეხვედრაც ასე იყო.

- მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრებს პრინციპული მატჩის მოგება არ შეუძლია და ქართველებს გამარჯვებულის მენტალიტეტი არ გვაქვს. ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რამდენად კონცენტრირებული ვართ მოთამაშეები ამა თუ იმ თამაშზე, ანუ რამდენად პროფესიონალები ვართ. იმის თქმაც ძნელია, რადგან ეს შეხვედრა არაფერს წყვეტს, აუცილებლად მოვიგებთ. უბრალოდ, როდესაც მოთამაშეები კონცენტრირებული არიან და მწვრთნელის დავალებას ასრულებენ, წარმატების მეტი შანსია. მოდუნებული და კონცენტარციადაკარგული ფეხბურთელების გუნდს კი წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

- კონცენტრაცია, დისციპლინა - ეს თვისებები ჩვენს გუნდებსა და ნაკრებებს აშკარად აკლიათ და ბევრი მიიჩნევს, რომ ქართველები ფეხბურთშიც და საერთოდაც, უდისციპლინო ხალხი ვართ.

- ადრე გუნდს ეს თვისებები აკლდა, მარამ ბოლო შესარჩევი ციკლიდან გამომდინარე ამას ვეღარ ვიტყვი. ბიჭები კონცენტრირებულები იყვნენ, სათამაშო დისციპლინაც ჰქონდათ და ბრძოლისუნარიანობაც გამოავლინეს. იმედია, მალე სხვა პრობლემებიც მოგვარდება. მთავარია, გუნდის მშენებლობა გაგრძელდეს, ეს პროცესი კი დაწყებულია და ბოლოდროინდელი წარუმატებლობის გამო ყველაფერს ხაზი არ უნდა გადაესვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის