"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელებმა ბრძანეს, 27 წლის არგენტინელმა ექვსი ტური გამოსტოვოს და 1,5 მილიონი ფუნტიც გადაგვიხადოსო
როგორც გაირკვა, "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კარლოს ტევესს მწვრთნელისთვის, რობერტო მანჩინისთვის, მოედანზე არ შევალო, პირდაპირ არ "უჯახებია", მაგრამ "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელებს მისი დასჯა მაინც სურთ - ბრძანეს, 27 წლის არგენტინელმა ექვსი ტური გამოსტოვოს და 1,5 მილიონი ფუნტიც გადაგვიხადოსო.

მოკლედ, ხელფასს უქვითავენ. ისტლენდელი ბოსების რწმენით გახურებაზე უარის თქმა და თამაშში ჩართვაზე უარის თქმა ერთი და იგივეა. სხვა სიტყვებით, მათ სჯერათ, რომ თავდამსხმელის დასჯის სრული უფლება ჰქონდათ.

ვინმეს შეიძლება გაუკვირდეს და იკითხოს, რა საჭიროა ამდენი ყოყმანი. თუკი "სიტის" ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ მათი ფეხბურთელი დასასჯელია, უნდა დასაჯონ და მორჩა, მაგრამ ვაგლახ, ინგლისურ ფეხბურთში ასე ადვილად არ არის საქმე.

ამ ქვეყანაში არსებობს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია, სხვა სიტყვებით კი პროფკავშირი, რომელიც თავის წევრს კბილებით იცავს. ასეა ტევესის შემთხვევაშიც. "სიტის" შეფემბა ასოციაციას უნდა დაუმტკიცონ, რომ არგენტინელმა ისეთი რამ დააშავა, რაც ორკვირიან დისკვალიფიკაციასა და 500 ათასი ფუნტით დაჯარიმებაზე მეტ სასჯელს მოითხოვს.

რამდენადაც ცნობილი გახდა, ისტლენდელები პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციას ტევესის ერთ-ერთ საგაზეთო კომენტარს წარუდგენენ, სადაც ფეხბურთელი ასე ამბობს: "მივიჩნიე, რომ იმ მომენტში ჩემი მოედანზე გასვლა სწორი არ იყო და არც გავედი".

საინტერესოა, რომ ფორვარდის ეს ნათქვამი სრულიად ეწინააღმდეგება მის მიერ მეორე დღეს განცხადებულს, მე თამაშზე უარი არ მითქვამსო. მოგეხსენებათ, რობერტო მანჩინი ტევესის გაყოდვას ითხოვს და ამბობს, სანამ "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი ვარ, ეს ფეხბურთელი სარეზერვო გუნდს ვერ გასცდებაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა