თამაშს "მოუს თვალები" ჰქვია და მასში გასამარჯვებლად სამი დონის სიძნელის გადალახვაა საჭირო
ესპანურმა კომპანია Reus Avellana Digital-მა iPhone-სთვის თამაში შექმნა, რომლის ამოცანაც მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოსთვის თვალში თითის ჩარტყმით რაც შეიძლება მეტი ქულის მოგროვებაა. თამაშს "მოუს თვალები" ჰქვია და მასში გასამარჯვებლად სამი დონის სიძნელის გადალახვაა საჭირო.

თამაში 17 აგვისტოს "ბარსელონას" და "რეალს" შორის ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩის ბოლოს მომხდარი ინცინდენტის მოტივზეა გაკეთებული. მაშინ საერთო შეხლაშემოხლისას მოურინიომ გვარდიოლას ასისტენტ ტიტო ვილანოვას თვალში თითი ჩაარტყა და ყურებში ხელი წაავლო.

თამაშის შემქმნელები გულშემატკივრებს სთავაზობენ არბიტრის და ტელეკამერების არ არსებობით ისარგებლონ და "მოურინიოს საკუთარი წამლის გამოცდა აიძულონ". კომპანია Reus Avellana Digital კატალონიის ქალაქ რეუსში მდებარეობს, რომელიც ბარსელონიდან არც ისე შორსაა.

მოურინიოს გარდა თამაშის მონაწილეა დამკვირვებელი, რომელიც "ბარსელონას" იმ თანაშრომელს ჰგავს, 17 აგვისტოს შეხლაშემოხლის ერთერთი აქტიური მონაწილე რომ იყო. როგორც მოურინიო, დამკვირვებელიც ხშირად იცვლის მდგომარეობას და შიგადაშიგ "რეალის" მწვრთნელს მოთამაშის მიერ თვალში დარტყმისგან იცავს.

ბარსელონური გამოცემა AS-ის საიტზე ვიდეორგოლია გამოტანილი, სადაც ნაჩვენებია, როგორ გადის უცნობი ადამიანი "მოუს თვალების" სამივე დონეს.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს