„შალკეს“ ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა შვიდი უკვე გაიტანა და სტევენსს სჯერა, რომ მინიმუმ 20 გოლს გაიტანს
„შალკეს“ ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა კლაას-იან ჰუნტელაარმა ბოლოს და ბოლოს დაიწყო იმის გაკეთება, რისთვისაც გელზენკირხენელებმა იყიდეს და რაც დიდი ხანია, არ გაუკეთებია – გოლების გატანა.

28 წლის ფორვარდმა გასულ უქმეებზე „ჰამბურგთან“ დუბლი შეასრულა და მის ანგარიშზე ბუნდესლიგის ეგიდით უკვე შვიდი გოლია. გელზენკირხენელთა მწვრთნელი ჰუუბ სტევენსი კი ფიქრობს, რომ ჰუნტელაარს ამ სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირობის ძალიან კარგი შანსი აქვს.

„შესანიშნავ ფორმაშია, რასაც ბოლო თამაშებში მუდმივად ამტკიცებს. ჰუნტელაარი საჯარიმოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და მიხარია, რომ ჩემი შეგირდია. მას თავადაც შეუძლია საგოლე მომენტების შექმნა, საგოლე ალღო კი ბევრ ტოპ-ფორვარდზე უკეთესი აქვს. მჯერა, რომ ჰუნტელაარი ამ სეზონში ბევრ გოლს გაიტანს. მისთვის ერთ სეზონში მინიმუმ 20 გოლის გატანა პრობლემას არ წარმოადგენს,“ - ამბობს სტევენსი.

აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგის ბოლო 20 სეზონიდან, 11-ში 20 გოლის გატანა საუკეთესო ბომბარდირის წოდების მოსაპოვებლად საკმარისი იყო. „შალკეს“ ფეხბურთელმა კი ერთ სეზონში 20 ან მეტი გოლის გატანა 1991 წლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ შეძლო: ეს ებე სანდმა 2001 წელს მოახერხა, როცა 22 გოლი შეაგდო და გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი გახდა.

თანაც, სანდს იმ სეზონში 8 ტურის შემდეგ მხოლოდ 6 გოლი ჰქონდა გატანილი. ჰუნტელაარის ანგარიშზე კი, ახლა, 8 ტურის შემდეგ ერთით მეტი გოლია. ჰოლანდიელ ფორვარდზე ასე საუბრის საბაბს ის ფაქტი უფრო გვაძლევს, რომ ამ სეზონში ყველა ოფიციალურ მატჩში უკვე 15 გოლი აქვს გატანილი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა